Tiko

საბავშვო პროდუქტებში ჩასადები სათამაშოების კონცეფცია

16 posts in this topic

თქვენი აზრით, როგორი სათამაშოების აღმოჩენა და შეგროვება გაუხარდებოდათ ყველაზე მეტად 4-10 წლის ბავშვებს ჩირის შეფუთვაში? რომ გაუჩნდეთ სურვილი კიდევ და კიდევ შეიძინონ 

 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

მე ფოსფორიანი სათამაშოები მომწონდა, თან ხილის ფორმის შეიძლება იყოს ან ხილების პერსონაჟები შექმნან(თუ უკვე არ ყავთ) რომელიც ფოსფორის იქნება.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ვიანაიდან ჩირი ასოცირდება სიჯანსაღესთან, სათამაშოც რაღაც განმავითარებელი უნდა იყოს :)) რაიმე ასაწყობი, თავსატეხი, კოლექციის მსგავსი შეიძლება. შეიძლება რაღაცას აგროვებდე და რომ შეაგროვებ - უფრო მაგარს გჩუქნიდნენ (ოღონდ ჩემს ბავშვობაში რომ იყო - კოკაკოლაში ერთი ასო რომ არ ამოდიოდა საერთოდ - ასე არ უნდა იყოს, მარტივად უნდა გიგროვდებოდეს) 

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

1. ცხოველების კოლექცია - დიდი და პატარა ზომის, ოჯახები რომ გროვდებოდეს

2. კონცეფცია ფერმა - მხოლოდ შინაური ცხოველები, ფრინველები, ფერმის ინვენტარი და აღჭურვილობა (ტრაქტორი, თივის ზვინი და ა.შ.)

3. კონცეფცია სწავლა - სხვადასხვა ფორმის საყვარელი საშლელები, სათლელები, თითო შეფუთვაში ერთ ფერადი ფანქარი, ერთი ცალი ფერადი პლასტელინი ან კალამი, სტიკერები, კამათლით სათამაშო ქაღალდის გასაშლელი ლაბირინთი, პაწაწინა ბლოკნოტი, სახაზავი და ა.შ.

4. კონცეფცია სპორტი - პატარა ზომის ადამიანები, რომლებსაც აცვიათ სხვადასხვა სპორტის შესაბამისად - ფეხბურთელი, კალათბურთელი, მორაგბე და ა.შ. ნაკრების შეგროვების შემთხვევაში იგებ იმ სპორტის ბურთს, აქსესუარს, ფორმას და ა.შ. 

 

კიდევ ვიფიქრებ :x

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

5. კონცეფცია ზღვის ბინადრები  - ისეთი სათამაშოები ამოდიოდეს, რომლებიც შეიძლება წყალში ჩაყაროს, მინი აკვარიუმი მოაწყოს ბავშვმა

6. ემოციები - საყვარელი სმაილიკები ამოდიოდეს სხვადასხვა ემოციის გამომხატველი

 

რაც არ უნდა შეირჩეს ვფიქრობ აუცილებლად ბმაში უნდა იყოს ჩიკორის ფბ-სთან. რაიმე ვიქტორინა ან კონკურსი იდებოდეს სადაც პასუხი უნდა იყოს რომელიმე უკვე ამოსული სათამაშო, რომელსაც ფოტოს სახით ატვირთავენ და მოიგებენ საჩუქარს. თუ კარგი ვიქტორინა გამოვა ეცდებიან ბევრი სათამაშო მოაგროვონ რომ პასუხი ყოველთვის ჰქონდეთ :))

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

თუ გოგონებისთვის იქნება ცალკე მიმართულება - მძივები ძალიან უყვართ, ასაწყობიც შეიძლება, პატარა სამაჯურები რომ გამოსდიოდეთ (მგონი ემილის პროექტშიც ერთვება ხო ქარელის ხილი - და შეიძლება ემილის ეკეთოს ეგეთი მძივები პოპულარიზაციისთვის)

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შეიძლება რამდენიმე ფერის ჟეტონების მაგვარ რაღაცებს ვდებდეთ, 10-15 ერთნაირი ფერის შეგროვების შემთხვევაში კი გადავცემდეთ საჩუქარს - 4-5 წლისებს წიგნებს, რომ გადაშლი და 3დ რომ არის :)) ბიბლუსში იყიდება ბევრნაირი, 5-10 წლის ბავშვებს კი უფრო სხვანაირ წიგნებს. შევხვდეთ ამ ბავშვებს, საჩუქრის გადაცემის ცერემონია გადავიღოთ და გავავარცელოთ სოც ქსელებში. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

პაზლები შეიძლება - მუღამიც რომ ჰქონდეთ სრული სურათის აწყობის. 3დ პაზლი კიდე უფრო საინტერესოა.

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

დიახ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა იმ კუთხით, რომ მომხმარებელმა თავი არ იგრძნოს მოტყუებულად. გაუჩინოთ მომხმარებელს სურვილი,  რომ როგორც ქინდერის კვერცხის ყიდვის შემდეგ უჩნდებათ სურვილი კიდევ იყიდონ დაახლოებით ესეთი ემოცია უნდა შეექმნას მყიდველს, ამიტომ მე ჩავდებდი ხარისხიან ნივთს კარგად შეფუთულს ლამაზ თმისამაგრს გოგონასთვის, ბიჭებისთვის მანქანას ან სპაიდერმენს სუპერ გმირის სათამაშოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს ნივთი იყოს კარგი ანუ ხარისხიანი. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

რა მაგარი იდეებია! დიდი მადლობა :x

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
  • მარველის , მაქვინის ან ჰარიპოტერის გმირები
  • მშობლები როგორც მყიდველები უპირატესობას მიანიჭებენ შემეცნებით ხასიათს, მაგ. სხვადასვა ქვეყნის რუკის ფორმები მცირე დემოგრაფიული მონაცემებით, თან ეტაპობრივად პოლიტიკურ რუკასაც ააწყოენ.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ქარელის ჩირმა თქვენი იდეების ინსპირაციით გადაწყვიტა მიქსის გაკეთება ცხოველების, ფრინველების, ზღვის ბინადრების სათამაშოების. ამ კოლექციების შეგროვების შემდეგ ბავშვებს გადაეცემათ ძალები, მაგალითად ზღვის ბინადრებზე წყლის ძალა, ფრინველებზე ჰაერის და ა.შ.

სათამაშოებიანი ჩირები გაყიდვაში ჩაეშვება ზაფხულიდან. 

თქვენი აზრით როგორ უნდა გავაგებინოთ რაც შეიძლება მეტ ბავშვსა და მშობელს ამის შესახებ? @Boris Kachiashvili @Mariam Zh. @mai-ko @elene.minashvili @ნინო ლილუაშვილი

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

პროდუქტი კარგი იქნებოდა, სათამაშოების მაღაზიებში რომ განთავსდეს;

რაღც ვიდეოებია - ჟირაფი ჟოზეს - მანდ შეიძლება გაკეთდეს რეკლამა

რა გმირებიც იქნება სათამაშოებში - მსგავსად ჩაცმული ტიპები დადიოდნენ პარკებსა და გასართობ ადგილებში

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
3 minutes ago, tami said:

რა გმირებიც იქნება სათამაშოებში - მსგავსად ჩაცმული ტიპები დადიოდნენ პარკებსა და გასართობ ადგილებში

ვეთანხმები თამის, ფორმაში გადაცმული პერსონაჟების მთაწმინდის პარკში, მუშტაედის და ვაკის პარკში სეირნობა კარგი იქნებოდა. ასევე შეიძ₾ება ამ გმირების ბავშვთა გასართობ ცენტრებისთვის შეთავაზება-შეიძლება თავიდან უსასყიდლოდაც.

ამასთან შეიძლება ქუჩაში ცარცით მხატვრებს ვთხოვოთ ტროტუარებზე და გასართობ პარკებშ დახატონ ჩვენი სუპერგმირები და ხატვაში ბავშვებიც ჩართონ

 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შესაძლოა დაბადების დღის ცენტრებს დაველაპარაკოთ,  სადაც ყველაზე მეტი მშობელი და ბავშვი იყრის თავს და მოვიფიქროთ კარგად რა შეიძლება გავაკეთოთ. პირობითად,  რომ ავიღოთ ერთი დაბადების დღის ცენტში  დღეში  4 დაბადების დღე ტარდება (მინიმალური ვივარაუდოთ)  4 დაბადების დღე ყველაზე მცირე 70 მშობელი ანუ  80 ბავშვია, ამაზე უკეთეს ადგილს ვერ მოვნახავთ :) 

  

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შეიძლება იყოს პაზლი, ორი სამი თვე ერთი თემატიკით და მერე იცვლებოდეს. ეს პაზლი შეიძლება იყოს მაგნიტზე, ომ მაცივარზე მიეწებოს. ასევე  კარგი იქნება 

აუცილებელია ის რასაც ჩავდებთ იყოს ძალიან ხარისხიანი. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი


დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია


ავტორიზაცია