უჩა

როგორ გავზარდოთ მანნას ჩაის რეგულარული მომხმარებლების რაოდენობა?

19 posts in this topic

მეგობრებო გაგვიზიარეთ იდეები თუ როგორ შეიძლება გავზარდოთ მანნას ჩაის რეგულარული მომხმარებლების რაოდენობა

მანნას აქვს ქართული ჩაის ფართო ასორტიმენტი - შავი, მწვანე, პიტნით, ბეგქონდარით, ასკილითა და მოცვით, როგორც დასაყენებელი, ასევე ერთჯერადი (ბალიში)

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ჩაი ზოგადად არა მხოლოდ პროდუქტია არამედ მთლიანი გამოცდილებაც. ვფიქრობ ჩაის გაყიდვისთვის აუცილებელია რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავასინჯოთ ჩაი. შესაბამისად ვთვლი რომ დიდ მაღაზიებში დავდგათ ჩაის სადეგუსტაციო მაგიდები, სადაც მომხმარებლებს მივცემთ საშუალებას გასინჯონ ჩვენი ჩაი.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

@უჩა ორგანული რას ნიშნავს, რა უპირატესობას ანიჭებს პროდუქტს? მარტო მანნას აქვს ორგანული?

ასევე რა სახეობებიც ჩამოთვალე მათგან რომელიმე არის რომ მარტო მანნას აქვს?

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
19 minutes ago, მარიამ მუნჯიშვილი said:

@უჩა ორგანული რას ნიშნავს, რა უპირატესობას ანიჭებს პროდუქტს? მარტო მანნას აქვს ორგანული?

ასევე რა სახეობებიც ჩამოთვალე მათგან რომელიმე არის რომ მარტო მანნას აქვს?

ორგანული ნიშნავს ეკოლოგიურად სუფთას, არ შეიცავს საზიანო ნივთიერებებსა და დანამატებს. მანნას გარდა მსგავსი ხარისხის ჩაი აქვთ სხვა ბრენდებსაც

რაც შეეხება სახეობებს მასიური წარმოებები ასკილის, მოცვისა და პიტნის მიმართულებით არ არის, თუმცა სერიულად აწარმოებენ კონკურენტები

 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ივას ვეთანხმები, რომ თუ მანნას მთავარი უპირატესობა მისი უნიკალური გემოვნური თვისებებია უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავასინჯოთ როგორც დეგუსტაციების გზით მაღაზიებში, ასევე მონაწილეობას უნდა ვიღებდეთ რაც შეიძლება მეტ გამოფენასა და ღონისძიებაზე. მანნას სხვადასხვა ასორტიმენტის ჩაი უნდა დავაგემოვნებინოთ ადამიანებს სავაჭრო ცენტრებში, დღესასწაულებზე, საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე. 

გარდა ამისა, აქტიურად უნდა ვაკეთებდეთ მანნას, როგორც ქართული, ეკოლოგიურად სუფთა და უმაღლესი ხარისხის ჩაის პრომოციას სოციალური ქსელების მეშვეობით და ასევე გაყიდვების წერტილებში.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ამოცანას დავაზუსტებ - ვინც სხვა ჩაის ყიდულობს - იმან არჩიოს მანნა, თუ ვინც არ სვამს ჩაის - ისინი გადმოვიყვანოთ ჩაიზე? 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
6 minutes ago, tami said:

ამოცანას დავაზუსტებ - ვინც სხვა ჩაის ყიდულობს - იმან არჩიოს მანნა, თუ ვინც არ სვამს ჩაის - ისინი გადმოვიყვანოთ ჩაიზე? 

ორივე ტიპის ადამიანი საინტერესოა, რომ ვაქციოთ მანნას მომხმარებლად, მაგრამ თუ მაინც არჩევანზე მიდგა საქმე, უფრო მაინც პირველი, რადგან მგონია უფრო დიდი კატეგორია არის ადამიანების ვინც ჩაის მომხმარებელია, მათ მზაობაც უფრო მეტი ექნებათ და ინტერესიც

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

აუცილებლად ვცდიდი პრომო გოგონებს - რომლებიც ჩაის სექციაში იდგებოდნენ და მომხმარებლებს შესთავაზებდნენ მანნას ჩაის - ეტყოდნენ მის უპირატესობას, და შეიძლება საჩუქრადაც გაატანონ 1-2 პაკეტი. ვიზუალურადაც პროდაქტ პლეისმენტზე ვიზრუნებდი - კარგად რომ იყოს წარმოჩენილი - ყურადღება რომ მიიქციოს, გამოყოფილად ან რაიმე ვიზუალური ელემენტით გაფორმებული

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ალბათ კარგი იქნება ერჯერადი ბალიშების გაყიდვასთან ერთად ისეთი რამ მივაყოლოთ, რაც ჩაის უხდება.

შეფუთული მივამაგროთ პაკეტზე: შეიძლება იყოს პატარა ორცხობილა, ლიმნის წვენი, თაფლიც - რაც ჩაის დალევასთან ასოცირდება.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

არვიცი რამდენად შესაძლებელია ან შეიძლება აქვს კიდეც, მაგრამ რომ გაასანიჯოს ბევრ მომხარებელს შეიძლება გაყიდვაში გამოუშვას ერთჯერადი პაკეტები ერთი ცალი რომ იყიდებოდეს და იაფი რომ ეღირება მეტი გარისკავს უფრო. შეფუთვა თუ თვალშისაცემი ექნება და მოსახერხებელი მით უფრო :)

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

@მარიამ მუნჯიშვილი ეს იდეა მგონი ჩაიმანიასაც გამოადგება და მაგიტო დაგთაგე :))

ფეისბუქ ქვიზი შეიძლება გაკეთდეს - რომელი ჩაი შეგეფერებათ თქვენ - და გამოკითხვების შედეგად უგდებდეს - მანნას რომელი ჩაი მოეწონებოდა წესით ყველაზე მეტად და ამ კონკრეტულ ჩაიზე 30% ფასდაკლების ვაუჩერი. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

დავეთანხმები უჩას, რომ აქცენტი უნდა გავაკეთოთ პროდუქტზე, რომელიც არის ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო,  სწორედ ამიტომ აირჩევს მომხმარებელი მანას ჩაის თუ სწორად გაუკეთებთ ამის  აფიშირებას, ასვე ხაზი გაუსვათ,  რომ არის ქართული-ქართულ მიწაზე მოყვანილი. 

აქტიურად განვახორციელებდი მარკეტინგულ სამუშაოებს სხვადასხვა ფორმით, რაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს და ჩვანაცვლებთ იმ საშინელებებს რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ყიდულობს ფასიდან გამომდინარე.

მნიშვნელოვანია,   რომ ფასიც იყოს მისაღები,  რათ დაბალ ფენასაც მიუწვდებოდეს ხელი. 

 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ეხლა უცბათ რაც მომაფიქრდა სალაროებთან,  რომ დავდოთ ცალობით, რომ შეეძლოთ მომხმარებლებს ყიდვა და დაგემოვნება მგონია რომ ესე გავაცნობდით და შევაყვარებდით ჩვენს ჩაის  მომხამრებელს, 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

რამდენი სახეობაც აქვს ისინი თითო-თითო მოათავსოს 1 ქისასი და ისე გაყიდოს

Untitled-1.jpg

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ასევე შეიძლება როგორც ლიპტონს აქვს სალაროებთან ერთჯერადები გაყიდოს რაღაც პერიოდის განმავლობაში სანამ ხალხი გაიგებს და გაეცნობა, და აქცენტი გაკეთდეს ქართული რომ არის, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო

2c30a30b-380f-4107-a5bc-4b50a937ac1e_1.2c34cb08f4e025642fd333e071a6ff6d.jpeg

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ესე ერთჯერადი პაკეტის ჩაის 1 ცალის ორიგინალური ფორმით გაყიდვაც საინტერესო იქნებოდა - სადაც ეწერებოდა რა ჩაია, ქართული რომ არის და მოკლე აღწერა/ისტორია

Untitled-1.jpg

22923-100m.jpg

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

სტაბილურ ხარისხს და ადექვატურ ფასს თუ უზრუნველყოფთ ვფიქრობ, მალე დაიმკვიდრებს ადგილს. მე პირადად მწვანე ჩაის მომხმარებელი ვარ მთელი ოჯახით და ქართულ და უცხოურ ჩაებს (აჰმადი, რისტონი) შორის ხარისხში ძალიან დიდი სხვაობაა, ამიტომ ცოტა მეტს ვიხდი და უცხოურს ვყიდულობ თუ იგივე ფასში მსგავსი ხარისხის ქართული ჩაი იქნება სიამოვნებით ვიყიდი. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
On 5/8/2019 at 5:31 PM, აკაკი said:

სტაბილურ ხარისხს და ადექვატურ ფასს თუ უზრუნველყოფთ ვფიქრობ, მალე დაიმკვიდრებს ადგილს. მე პირადად მწვანე ჩაის მომხმარებელი ვარ მთელი ოჯახით და ქართულ და უცხოურ ჩაებს (აჰმადი, რისტონი) შორის ხარისხში ძალიან დიდი სხვაობაა, ამიტომ ცოტა მეტს ვიხდი და უცხოურს ვყიდულობ თუ იგივე ფასში მსგავსი ხარისხის ქართული ჩაი იქნება სიამოვნებით ვიყიდი. 

აკაკი, მადლობა კომენტარისთვის, ხარისხით ნამდვილად ძალიან კარგი ჩაია, გირჩევთ დააგემოვნოთ :) 

როგორ ფიქრობთ - თქვენნაირ მომხმარებლამდე როგორ უნდა მოვიტანოთ ინფორმაცია ყველაზე ეფექტურად? მხოლოდ ინფორმაცია საკმარისი იქნება თუ დაგემოვნება აუცილებელია? 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
On 5/10/2019 at 7:13 PM, tami said:

აკაკი, მადლობა კომენტარისთვის, ხარისხით ნამდვილად ძალიან კარგი ჩაია, გირჩევთ დააგემოვნოთ :) 

როგორ ფიქრობთ - თქვენნაირ მომხმარებლამდე როგორ უნდა მოვიტანოთ ინფორმაცია ყველაზე ეფექტურად? მხოლოდ ინფორმაცია საკმარისი იქნება თუ დაგემოვნება აუცილებელია? 

დაგემოვნება ალბათ ყველაზე დამაჯერებელი მეთოდია :) მეორე ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტი ახლობლის რჩევა

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი


დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია


ავტორიზაცია