mai-ko

როგორ შევქმნათ ძლიერი კულტურა ორგანიზაციაში

10 posts in this topic

როგორ შევქმნათ ძლიერი კულტურა ორგანიზაციაში, რომელიც დაეფუძნება სწორად ნაპოვნ ფასეულობებს ორგანიზაციის დანიშნულებიდან გამომდინარე და როგორ დავიწყოთ ამ ფასეულობების/კულტურის დანერგვა - მათ შორის გაგვიზიარეთ კონკრეტული იდეები არაფორმალურ, გუნდურ ღონისძიებებზე რაც გსმენიათ, გამოგიცდიათ და გვირჩევდით.

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

შეიძლება თანამშრომლების ინტერესების მიხედვით კლუბების ჩამოყალიბება და ღონისძიებების მოფიქრება: მაგ.კულინარიული, კინომოყვარულთა და ა.შ

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

რამდენიმე საკითხს გამოვყოფდი:

  1. ძალიან ზუსტად უნდა გვესმოდეს - როგორი კულტურის შექმნა გვინდა ორგანიზაციაში, დაწყებული ფასეულობებიდან, მუშაობის კულტურიდან და ა.შ.. და ეს უნდა იყოს კარგად გაწერილი, შესაბამისი არგუმენტებით - რატომ არის ეს მნიშვნელოვანი (ამით კომუნიკაცია გამარტივდება)
  2. მუდმივი კომუნიკაცია ამ ფასეულობების სხვადასხვა მეთოდებით: გასაჯაროვება - ვებ გვერდზე, ფეისბუქზე, ყველგან, ხშირი საუბარი ამ თემებზე, გაკვრა თვალშისაცემ ადგილზე, უკუკავშირზე ყურადღების გამახვილება და ა.შ..
  3. ლიდერი უნდა იყოს ამ ფასეულობების მატარებელი და სამაგალითო - მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს რომ ყველა ფასეულობას შეესაბამებოდეს 
  4. ამაზონში შიდა ინფორმაციით რაც ვიცი - აქვთ გამოყოფილი 5 ფასეულობა და ყველა შეფასებისას ხელმძღვანელობენ ამით - გამოყოფენ იმათ, რომელშიც გასაძლიერებელია, აძლევენ რეკომენდაციებს და ა.შ.. 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
On 3/18/2019 at 0:36 PM, mai-ko said:

როგორ შევქმნათ ძლიერი კულტურა ორგანიზაციაში, რომელიც დაეფუძნება სწორად ნაპოვნ ფასეულობებს ორგანიზაციის დანიშნულებიდან გამომდინარე და როგორ დავიწყოთ ამ ფასეულობების/კულტურის დანერგვა - მათ შორის გაგვიზიარეთ კონკრეტული იდეები არაფორმალურ, გუნდურ ღონისძიებებზე რაც გსმენიათ, გამოგიცდიათ და გვირჩევდით.

Mai-ko ჩემი აზრით პირველ რიგში დეტალურად უნდა განსაზღვროთ რა არის ორგანიზაციის დანიშნულება და შემდეგ ჩაყვეთ და ზედმიწევნით გაწეროთ რა ფასეულობები გინდათ რომ შექმნათ ორგანიზაციაში და რისი მიღწევა გსურთ (ძლიერი კულტურის გაზომვადი განსაზღვრება), მნიშვნელოვანია რომ ეს სურვილი არ მოდიოდეს ერთპიროვნული ლიდერისგან და სხვებიც ეთანხმებოდნენ, ორგანიზაციის ზომიდან გამომდინარე ღირებულებების შექმნაში (სიტყვიერად ჩამოყალიბებაში) ჩართული უნდა იყოს ყველა ხელმძღვანელი პირი და მათთან ერთად საინიციატივო ჯგუფი ან შესაძლოა ყველა თანამშრომელი. ამის შემდეგ უკვე ნიშვნელოვანია კომპანიაში ძირეულად შეიცვალოს პროცესები და მოერგოს კორპორატიული კულტურის ძირითად ღირებულებებს, მიმდინარე პროცესების გადახედვა და მორგება გრძელვადიან პერსპექტივაში შექმნის ორგანიზაციაში იმ კულტურას რისი დანერგვაც გინდათ. 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
10 hours ago, რეზი said:

@რეზი მადლობა, ნამდვილად ძალიან ღირებულია ამ პროცესით და მიდგომით ჩამოყალიბებული ღირებულებები. დანერგვის ნაწილში ხომ არ გაქვთ გამოცდილება რა მეთოდები უფრო ამართლებს, რომ თითოეულმა თანამშრომელმა გაითავისოს კომპანიის ღირებულებები?

აქამდე რაც გამოგვიყენებია ჩვენს გუნდში არისნ პერიოდული შეხვედრები ფასეულობების კომუნიკაციის მიზნით, სადაც ვყვებით რა არის ჩვენი ფასეულობები და რატომ მიგვაჩნია რომ მნიშვნელოვანია, ასევე უკუკავშირზე ხაზგასმა ფასეულობებთან თანხვედრის საკითხზე და ახლა ვგეგმავთ უფრო თვალსაჩნოდ წარმოჩენას - პლაკატის ან რაიმე ვიზუალური გადაწყვეტილების სახით. რას გვირჩევთ დამატებით?

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

1) საურველია mission statement-ის შექმნაში მონაწილეობა მიიღოს მთელმა კოლექტივმა 

2) ღირებულებები უნდა გამოიკვეთოს და არ მოხდეს კარგი ღირებულებების გარედან დანერგვის მცდელობა არ იმუშავებს, კარგად ჟღერს მაგრამ არავინ არ იცავს-ეს არის ნიჰილიზმის მზა რეცეპტი

3) აუცილებელია ტოპ-მენეჯმენტმა დეკლარირებული ღირებულებების აქტუალიზაცია მოახდინონ ყოველდღიურობაში "walk the talk" 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
On 3/22/2019 at 10:50 AM, mai-ko said:

@რეზი მადლობა, ნამდვილად ძალიან ღირებულია ამ პროცესით და მიდგომით ჩამოყალიბებული ღირებულებები. დანერგვის ნაწილში ხომ არ გაქვთ გამოცდილება რა მეთოდები უფრო ამართლებს, რომ თითოეულმა თანამშრომელმა გაითავისოს კომპანიის ღირებულებები?

აქამდე რაც გამოგვიყენებია ჩვენს გუნდში არისნ პერიოდული შეხვედრები ფასეულობების კომუნიკაციის მიზნით, სადაც ვყვებით რა არის ჩვენი ფასეულობები და რატომ მიგვაჩნია რომ მნიშვნელოვანია, ასევე უკუკავშირზე ხაზგასმა ფასეულობებთან თანხვედრის საკითხზე და ახლა ვგეგმავთ უფრო თვალსაჩნოდ წარმოჩენას - პლაკატის ან რაიმე ვიზუალური გადაწყვეტილების სახით. რას გვირჩევთ დამატებით?

ვერ გეტყვით რაიმე იდეალურ ფორმულას დანერგვის ნაწილში, აკაკის დავეთანხმები რომ ღირებულებები გუნდის წევრებიდან უნდა მოდიოდეს და არ უნდა იყოს რაიმე გარედან მოტანილი ან ერთი ადამიანის მოფიქრებული - ასეთ შემთხვევაში არ მოგიწევთ "დანერგვა" არამედ უბრალოდ კომუნიკაცია იქნება საჭირო. 

რაც შეეხება კომუნიკაციას - რაც აქამდე მინახავს პლაკატები და მსგავსი ვიზუალური მასალა ცალკე აღებული შედეგს არ იძლევა, თანამშრომლებისთვის უფრო გასაგები და მისაღებია როდესაც რაიმე ფასეულობებზეა საუბარი რეალური მაგალითები იყოს კომუნიცირებული. მაგალითისთვის რომ ავიღოთ - ფრაზა "ჩვენ ვქმნით დამატებით ღირებულებას" ცალკეულად არ არის ფასეული, თუმცა როცა გუნდის წევრებმა იციან რას ნიშნავს დამატებითი ღირებულების შექმნა კონკრეტული მაგალითიდან გამომდინარე, კედელზე დანახული წარწერა თუ ბანერი კონკრეტულ ქმედებასთან ასოცირდება.

გარდა ზემოთთქმულისა:

- თუ არსებობს ორგანიზაციაში შეფასებისა და მოტივაციის სისტემა, შეიძლება წლის ბოლოს შემდეგი წლის მიზნების დასახვისას თანამშრომლებმა თავად მოიფიქრონ თუ რა კონკრეტული ნაბიჯებით შეასრულებენ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ღირებულებებს და აღნიშნულის შესრულება დაისახონ მიზნად. (მიზნების მიღწევადობაზე არ ვისაუბრებ). 

- ახალი თანამშრომლების აყვანის დროს უკეთესია გათვალისწინებული იქნეს ორგანიზაციულ ღირებულებებთან თავსებადობის შეფასება. 

- უდიდესი მნიშნველობა აქვს ლიდერების ჩართულობას პროცესში, მათი ქმედებების ღირებულებებთან შესატყვისობას და მათ მიერ ფასეულობების შესახებ კომუნიკაციას. 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

@აკაკი @რეზი

მადლობა მეგობრებო ძალიან ღირებული იდეებისთვის. თქვენი მოსაზრებები გვაინტერესებს, როგორ შეიძლება ფასეულობები დავნერგოთ სხვა ორგანიზაციაში, სადაც განსხვავებული კულტურაა, ხშირად ჩამოუყალიბებელი ან ქაოტური, ასევე პირველი პირების ფასეულობები არ არის მთლად თანხვედრაში ორგანიზაციის მისიასთან.  ჩვენ ბოლომდე ვერ ჩავერევით მათ საქმიანობაში, მაგრამ გარკვეული ზეგავლენა გვსურს რომ ვიქონიოთ კულტურის ფორმირებაში და როგორ გვირჩევდით მოქმედებას?

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
On 3/26/2019 at 11:17 AM, tami said:

სიტუაცია რომელსაც აღწერთ მიუთითებს იმაზე რომ თავიდანვე არ მოხდა სწორად ორგანიზაციაში მისიის განსაზღვრა და ფასეულობების ჩამოყალიბება. ვფიქრობ რომ გამოსავალი არის ის რომ აუხსნათ მმართველ გუნდს რომ რაღაც არასწორად არის და აუცილებელია თავიდან სწორად გაკეთება ამ ყველაფრის თქვენი დახმარებით. მე პირადა აქცენტს გავაკეთებდი იმაზე რომ სჯობს გქონდეს ისეთი მისია და ღირებულებები რომელიც ცუდად ჯღერს მაგრამ იმუშავებს ვიდრე ისეთი რომელიც კარგად ზღერს მაგრამ არ მუშაობს. ასევე ყურადღებას გავამახვილებდი იმაზე რომ ორგანიზაციის მისია და დანიშნულება იმ მხრივ უნდა იყოს დანახული რომ რა დამატებითი ღირებულებსი შექმნა და კლიენტის რა მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეუძლია. ის რომ კომპანიამ მოგება უნდ ამოიტანოს ეს თავისთავად ცხადია და ყველა თანხმდება. ამაზე თვითონ უნდა ჩამოყალიბდეს გუნდი თქვენ დახმარება და მიმართიულების მიცემა შეგიძ₾იათ. 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

ჩემი აზრით კულტურის სიძლიერეზე შემდეგი ფაქტორები ახდენებ პირდაპირ გავლენას (ჩემი სუბიექტური აზრით მნიშვნელობის კლების მიხედვით დავალაგებ):

  1. რამდენად ბევრი ადამიანი და მაღალ თანამდებობაზეა უკვე სახეზე, რომლებიც ოფიციალური განაცხადებისა, დოკუმენტებისა და დაძალების გარეშე იზიარებენ საერთო დამოკიდებულებებსა და პრინციპებს
  2. რამდენად ბევრი ადამიანია რომლებსაც რაიმე სახის ქცევის სარგებლიანობა ესმით და თანახმანი არიან / ცდილობენ ეს ქცევა ოფიციალური განაცხადებისა, დოკუმენტებისა და დაძალების გარეშე გაიმეორონ, თუნდაც თავიდან მათი ბუნებრივი ავტომატური მოდელი არ ყოფილიყო ის
  3. კორპ კულტურა, როგორც ყოველდღიური აქტუალური სასაუბრო / განსახილველი თემა კომპანიაში
  4. კულტურის ცხადად ფორმულირებული და ადვილად ხელმისაწვდომი განაცხადი
  5. კულტურის მიხედვით მიღებული / მიუღებელ ქცევებზე რეაგირების ფორმატების ეფექტურობა
  6. ყოველდღიური ცხოვრების დეტალები კულტურის შესახსენებლად, გასაძლიერებლად, ხაზგასასმელად რომ არის სპეციალურად მოწყობილი
  7. კულტურის ინფორმირებისთვის ან გათავისებისთვის მიზანმიართულად დაორგანიზებული აქტივობები / ღონისძიებები

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი

დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია

ავტორიზაცია