Search the Community

Showing results for tags 'მარკეტინგი'.



More search options

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • ორგანიზაციული ამოცანების გადაწყვეტა
    • სინერჯი კაპიტალი
    • სინერჯი ჯგუფი
    • სახალხო აფთიაქი
    • Taste Hotel
    • 8000 მოსავალი
    • ქარელის ხილი
    • ხანძთელის ფონდი
    • ჩაიმანია
    • მანნა - ქართული ჩაის წარმოება
    • ანტრეკოტი
    • მედიქოლი
    • კარიერული წარმატების ჯგუფი
    • მენეჯერული სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნა
    • მოხუცთა სახლი
    • ფორუმის განვითარება
    • სტრატეგიების ინკუბატორი

Group


ტელეფონი


სამუშაო გამოცდილება


განათლება

Found 33 results

  1. მეგობრებო გთხოვთ თქვენი იდეები გაგვიზიაროთ ამ მიმართულებით, თუ როგორ შეიძლება ეს ამოცანა გადაიჭრას
  2. რა ფორმებით და არხებით შეიძლება ტურისტებზე დასტიმულირდეს 8000ის ღვინოების გასინჯვა და შეძენა? გთხოვთ თქვენი იდეები გაგვიზიაროთ თუ სად და როგორ შეიძლება დავხვდეთ ამ სეგმენტს
  3. გამომდინარე იქედან, რომ რეგიონების მოსახლეობის ქცევები განსხვავდება დიდი ქალაქების მოსახლეობის ქცევისგან, საინტერესოა - რა არხები და მეთოდები მუშაობს ყველაზე მეტად ინფორმაციის გასავრცელებლად და რომელი არხია/ინფორმაციის წყაროა მათთვის ყველაზე სანდო. კონკრეტული ქეისის ირგვლივაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ - საუბარია სამედიცინო ქოლ ცენტრის მომსახურებაზე - როდესაც აქვთ ჩივილები და ექიმი სჭირდებათ - მედიქოლში რომ დარეკონ, სადაც დააკვალიანებენ და შესაბამის ექიმთან ჩაწერენ.
  4. მეგობრებო გაგვიზიარეთ იდეები თუ როგორ შეიძლება გავზარდოთ მანნას ჩაის რეგულარული მომხმარებლების რაოდენობა მანნას აქვს ქართული ჩაის ფართო ასორტიმენტი - შავი, მწვანე, პიტნით, ბეგქონდარით, ასკილითა და მოცვით, როგორც დასაყენებელი, ასევე ერთჯერადი (ბალიში)
  5. ამოცანის განმარტება: მიზანია სასტუმრო იყოს დატვირთული არასეზონზე მინ. 50%-ით. სტუმრები ძირითადად არიან წყვილები და მცირე ჯგუფები, ვისაც სურთ ქართული კულტურისა და ხელოვნების შეცნობა. სასტუმროს ძირითადი უპირატესობებია: კარგი ლოკაცია (პლეხანოვზე), მრავალფეროვანი ქართული საუზმე და მეგობრული თანამშრომლები. სასტუმროს სისუსტეებია: ძველი რემონტი და მოძველებული ადრე დაწერილი ცუდი რევიუები ბუქინგზე (სისუფთავეზე, სერვისზე და ოთახის აღჭურვილობაზე, ასევე მწირ საუზმეზე. ამ პრობლემატიკის უდიდესი ნაწილი მოგვარებულია). შენიშვნა: ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობა არ არის ეფექტური, იმიტომ რომ დიდი ჯგუფები ვერ ეტევა და არ არის საინტერესო მათთვის.
  6. მოგეხსენებათ, ფეისბუქისა და ინსტაგრამის დაბუსტვის თანხები ძალიან მცირეა, მაგრამ როდესაც დიდ ბაზარზე გადიხარ - მილიონობით ადამიანზე წვდომა უკვე ძალიან დიდ ბიუჯეტს მოითხოვს და მცირე ბიუჯეტით კი მცირეა იმის შანსი - გაარტყა სწორედ იმ ადამიანს, რომელიც უახლოეს მომავალში გეგმავს თბილისში ვიზიტს. :)) თქვენი რჩევები გვინდა - კონკრეტულად რუსეთის ბაზარზე რომ დავკონცენტრირდეთ - რა ტიპის პოსტები შეიძლება დავდოთ, და ვისზე დავბუსტოთ - რომ ეფექტი ჰქონდეს?
  7. რა არხებით და ფორმებით მოვანდომოთ საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს ბოთლის ღვინის 8000 მოსავლის ონლაინ გვერდიდან შეძენა?
  8. ოჯახები, რომელთაც ხშირი სტუმრიანობა აქვთ სახლში, ბოთლის ღვინის ონლაინ შესყიდვას რა საინტერესო შეთავაზება შეიძლება ჰქონდეს/ახლდეს მათთვის, რომ უფრო მომხიბვლელი იყოს ამ სერვისით სარგებლობა?
  9. ამბობენ ჩაის მოხმარება ზაფხულში იკლებსო. რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ჩაის გაყიდვები ზაფხულში არ შემცირდეს? საუბარია უფრო მეტად ცხლად დასაყენებელ ჩაიზე, თუმცა ნაწილი სახეობების "ცივად დაყენებაც" შეიძლება
  10. თქვენი აზრით, როგორ უნდა გავაგებინოთ რაც შეიძლება მეტ პოტენციურ სტუმარს, რომ ჩვენ ქართული აუთენტური, უგემრიელესი საუზმე გვაქვს?
  11. როდესაც მარკეტინგულ ბიუჯეტში შეზღუდულები ვართ, რა შეიძლება გავაკეთოთ მედიქოლში ზარების გასაზრდელად? შეგახსენებთ, რომ მედიქოლი სთავაზობს კლინიკებში ჩაწერას ფასების, ხარისხისა და ლოკაციის მიხედვით, ჩივილების მიხედვით სწორი ექიმის შერჩევასა და დაკვალიანებას, და აქციებს / ფასდაკლებებს სხვადასხვა სამედიცინო სერვისებზე.
  12. რა შეიძლება დაახვედროს ჩაიმანიას მაღაზიებში კონსულტანტმა ან უთხრას, ან გაატანოს, გაუკეთოს ან სხვა, რითიც შთაბეჭდილებებით სავსეს გაუშვებს მომხმარებელს, საოცარ ემოციებს გააყოლებს? ისეთი თან ბიუჯეტურადაც განხორციელებადი რომ იყოს
  13. დღეს ფალიაშვილის 82-ში აქვს ანტრეკოტს ნედლი ხორცის და მზა კერძების მაღაზია. რა შეიძლება გაკეთდეს ანტრეკოტის ცნობადობის გასაზრდელად ხარჯეფექტური გზებით?
  14. მეგობრებო, გვაინტერესებს თქვენი იდეები და მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია სასტუმროს არსებული სტუმრების საშუალებით მოიზიდოს ახალი სტუმრები. (იმ დაშვებით, რომ არსებული სტუმრები კმაყოფილები არიან)
  15. რა ინფორმაცია, რა არხებით/მესიჯებით და ფორმით შეიძლება გავავრცელოთ, რომ ადამიანებს მოუნდეთ მეგობრისთვის ბოთლის ღვინის ონალინ შესყიდვით გაგზავნა?
  16. აი უკვე ერთი წელია სინერჯი კაპიტალი არსებობს და ვცდილობთ სხვადასხვა ფორმით და მეთოდით დავიმკვიდროთ ადგილი იმ ადამიანების გონებაში, ვისთვისაც არსებობს ეს ორგანიზაცია. რას გვირჩევთ, როგორ გავზომოთ ჩვენი ცნობადობა და როგორ მივხვდეთ რამდენად იცნობენ, რამდენად სწორი წარმოდგენა და ინფორმაცია აქვთ სინერჯი კაპიტალზე?
  17. ამოცანის განმარტება: მიზანი არის რომ მარტივად და სასურველია დისტანციურად (გასვლითი ძიების გარეშე) აღმოვაჩინოთ ისეთი სასტუმროები ქვეყნის მასშტაბით, რომელთაც აქვთ ფინანსური ან/და დატვირთვის პრობლემები. ჩვენი სამიზნე სეგმენტი არის 30-50 ნომრიანი სასტუმროები, განთავსებული ტურისტებისთვის მიმზიდველ ლოკაციებზე. სინერჯის კერძო კაპიტალის პორტფელში შემავალი Taste Hotel გეგმავს, რომ შერჩეული სასტუმროების მფლობელებს შესთავაზოს მართვაში (ოპერატორად) შესვლა გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ. ზოგადი ინფორმაცია: Taste Hotel არის ახლადშექმნილი სასტუმროების ოპერატორი ორგანიზაცია, რომლის კონცეფცია იქნება სტუმრებს გააცნოს და შეაყვაროს საქართველო. სამომავლოდ ქსელში გაერთიანდება 15-მდე სასტუმრო ქვეყნის მასშტაბით.
  18. ჩვენი აფთიაქის მნიშვნელოვანი სამიზნე სეგმენტია პენსიონერები. გვინდა, რომ 1) რაც შეიძლება მეტი პენსიონერი მოვიდეს ჩვენს აფთიაქში და 2) ისე მოვამსახუროთ, ისე დავასტიმულიროთ, რომ შემდგომ აფთიაქის საჭიორების შემთხვევაში ჩვენთან მოდიოდნენ მუდმივად. გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები, რა ღონისძიებები შეიძლება დავგეგმოთ და განვახორციელოთ ამ მიზნის მიღწევისთვის?
  19. გვესაჭიროება იდეები თუ როგორ შევქმნათ მოთხოვნა ჩირზე და მნიშვნელოვანია რომ ეს იდეები იყოს ძალიან მარტივი და ეფექტური, მადლობას გიხდით წინასწარ
  20. რას შეიძლება აკეთებდეს სახალხო აფთიაქი, რომ მის მიმართ ადამიანებს ლოიალობა გაეზარდოთ, დადებითი ემოციური ბმა ჩამოუყალიბდეთ?
  21. რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ადამიანებს კომპანიის წილის ფლობის, როგორც საინტერესო, პერსპექტიული აქტივის, მიმართ ინტერესი გაუღვიძო?
  22. როგორც ექსპერტები გვეუბნებიან - ონლაინ სივრცე არის მარკეტინგის საუკეთესო საშუალება, მთავარია იცოდე როგორ გამოიყენო. ამ თემაში გავაზიაროთ რასაც წავიკითხავთ, გამოვცდით, გავიგებთ - რათა ონლაინ მარკეტინგი ძალიან კარგად გამოვიყენოთ ჩვენს პორტფელურ კომპანიებში
  23. მეგობრებო გვჭირდება თქვენი იდეები, თუ როგორ გავაცნოთ მანნას ბრენდი რაც შეიძლება მეტ ადამიანს მანნა - (პრემიუმ ხარისხის ქართული ჩაი)
  24. მეგობრებო, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები, თუ რა გზებით (კამპანიებით) შეიძლება ახალგაზრდა სეგმენტში ჩვენი პროდუქციის ("ჩიკორი") ცნობადობისა და მოთხოვნის გაზრდა. მადლობას გიხდით წინასწარ
  25. როგორც იცით, ჩვენი საქმიანობის 80% სწორედ ამ ამოცანის გადაწყვეტას უკავშირდება - გავზარდოთ კომპანიის მომგებიანობა ძალიან სწრაფად და ეფექტურად. ამ თემაში გავუზიაროთ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები, წარმატებული ქეისები, რამ იმუშავა და რამ - ნაკლებად. რა ცოდნები უნდა დავაგროვოთ, რა მეთოდოლოგიით ვიმუშაოთ და სხვა.. ნებისმიერი ინფორმაცია, რაც ამ საკითხს უკავშირდება, უზომოდ საინტერესო და ღირებული იქნება