Beka

Honorary Members
  • Content count

    8
  • დარეგისტრირდა

  • Last visited

Community Reputation

0 Neutral

About Beka

  • Rank
    Newbie

დამატებითი ფორმები

  • ტელეფონი
    597180813
  • სამუშაო გამოცდილება
    სინერჯი ჯგუფი - ანალიტიკოსი
  • განათლება
    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი, ბაკალავრი

საინტერესო სფეროები

  • საინტერესო სფეროები
    ჯანდაცვა
    ფარმაცია
    განათლება
    საბანკო/საფინანსო
    კომუნიკაციები/ტექნოლოგიები
    სტუმართმოყვარეობა
    ხელოვნება
    გართობა და დასვენება
    სამშენებლო/დეველოფმენთი
    სოფლის მეურნეობა / საკვები / სასმელი
    ენერგეტიკა
    ტრანსპორტი
    მედია
    სხვა

საინტერესო სექტორი

  • საინტერესო სექტორი
    ვაჭრობა / დისტრიბუცია
    წარმოება
    მომსახურება
    ქსელური მართვა
    საჯარო მმართველობა
    არასამთავრობო სექტორი
  1. მათ, ვინც ღია კარის დღეზე მოვა ვკითხოთ თუ რა სმენიათ აქამდე ჩვენს შესახებ. ეს ის ადამიანები არიან ვინც რეალურად გვინდა რომ გვიცნობდნენ და თუ გავიგებთ ჩვენს მოწვევამდე თუ იცოდნენ ჩვენს შესახებ, რა იცოდნენ და რა არხებიდან ვფიქრობ რომ ძალიან დაგვეხმარება. ეს შეიძლება გავაკეთოთ როგორც პირდაპირ კითხვის დასმით ასევე მცირე კითხვარის შევსებით.
  2. აფთიაქის არჩევისას ჩემთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს მის ლოკაციას, როგორც წესი იმ აფთიაქით ვსარგებლობ, რომელიც სახლთან ყველაზე ახლოსაა ან სახლისკენ მიმავალ გზაზე მხვდება. რადგან ჩემთან ყველაზე ახლოს GPC არის ამიტომ ყველაზე ხშირად მისი მომხმარებელი ვარ. თუმცა ადგილმდებარეობის გარდა ზოგადად ვიზუალსაც ვანიჭებ მნიშვნელობას, თუ მოწესრიგებული არ არის აფთიაქი შეიძლება სიახლოვის გამოც არ შევიდე.
  3. ივას ვეთანხმები, რომ თუ მანნას მთავარი უპირატესობა მისი უნიკალური გემოვნური თვისებებია უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავასინჯოთ როგორც დეგუსტაციების გზით მაღაზიებში, ასევე მონაწილეობას უნდა ვიღებდეთ რაც შეიძლება მეტ გამოფენასა და ღონისძიებაზე. მანნას სხვადასხვა ასორტიმენტის ჩაი უნდა დავაგემოვნებინოთ ადამიანებს სავაჭრო ცენტრებში, დღესასწაულებზე, საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე. გარდა ამისა, აქტიურად უნდა ვაკეთებდეთ მანნას, როგორც ქართული, ეკოლოგიურად სუფთა და უმაღლესი ხარისხის ჩაის პრომოციას სოციალური ქსელების მეშვეობით და ასევე გაყიდვების წერტილებში.
  4. ალბათ უკვე იცით, რომ სინერჯის სტრატეგიაა დაასაქმოს ბოლო კურსის სტუდენტები ან ახალი კურსდამთავრებულები, რასაც თავისი მიზეზები აქვს. თუმცა, ამ შემტხვევაში შერჩევის პროცესის სრულყოფაზე გვჭირდება საინტერესო იდები. როგორ ფიქრობთ, რა ეტაპები უნდა გაიაროს კანდიდატმა იმისთვის, რომ საბოლოოდ მოხდეს მისი შერჩევა სინერჯიში თასქ მენეჯერის პოზიციაზე? შერჩევის ეტაპებმა უნდა დაგვანახოს: 1. ლოგიკური აზროვნების უნარი 2. კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარები 3. გუნდური მუშაობის უნარი
  5. სუვენირების და საჩუქრების მაღაზიას, რომელიც დიღომში მდებარეობს შენობის გარეთ აქვს ცალკე გამოყოფილი სივრცე (სივრცე არის დახურული). გვჭირდება იდეები, როგორ შეიძლება დავაკავშიროთ ეს სივრცე სუვენირების მაღაზიას იმგვარად, რომ მისმა დატვირთვამ მაღაზიის გაყიდვებზეც დადებითი გავლენა მოახდინოს. მაღაზია არის ორ სართულიანი, სადაც იყიდება სხვადასხვა სახის საჩუქრები და სუვენირები. მათ შორის ღვინოები, ნახატები, სასაჩუქრე კომპლექტები და ა.შ. მაღაზიაში ასევე მოწყობილია მარანი, სადაც ღვინის დაგემოვნებაა შესაძლებელი.
  6. უღრმესი მადლობა ყველას ძალიან საინტერესო იდეებისთვის. ვფიქრობ, ნებისმიერი შემოთავაზებული იდეის განხორციელება დაგვეხმარება რომ სულ უფრო და უფრო საინტერესო ქსელი გავხდეთ ბავშვთა სეგმენტისათვის.
  7. თქვენი მოსაზრება გვაინტერესებს ორი ძირითადი მიმართულებით: 1. რა სახის პროდუქცია შეიძლება იყიდებოდეს აფთიაქში, რომლებიც საინტერესო და ამავდროულად სასარგებლო იქნებოდა ბავშვებისთვის (კარგი იქნება თუ გაგვიზიარებთ თქვენს შემოთავაზებებს როგორც პროდუქტების ზოგადი კატეგორიების, ასევე კონკრეტული ვარიანტების შესახებაც) 2. რა აქტივობები, ღონისძიებები შეიძლება დაიგეგმოს საუბნო ტიპის აფთიაქებში, რაც გაზრდის მისდამი როგორც ბავშვების ასევე მათი მშობლების ინტერესს?
  8. ჩემი აზრით ამ ადამიანებს უნდა ქონდეს ძალიან კარგი ურთიერთობა უბანში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობასთან (უმჯობესი იქნება თუ თვითონაც ამ უბნის მაცხოვრებლები იქნებიან), ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ხვდებოდეს ადამიანებს ბაღებში, პარკებში ეზოებში და ასე შემდეგ. შესაძლებელია მუშაობდნენ 2 ძირითადი მიმართულებით: 1. აცნობდნენ ადამიანებს სახალხო აფთიაქის ექსკლუზიურ პროდუქციას, მათ მახასიათებლებს, დადებით მხარეებს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ნიმუშების გადაცემაც. 2. ასაკოვან ადამიანებს და არამხოლოდ მათ სთავაზობდნენ მათთვის საჭირო პროდუქციის ადგილზე რეგულარულად მიტანის სერვისს.