mai-ko

Honorary Members
  • Content count

    46
  • დარეგისტრირდა

  • Last visited

  • Days Won

    5

mai-ko last won the day on აპრილი 19

mai-ko had the most liked content!

Community Reputation

8 Neutral

About mai-ko

  • Rank
    Advanced Member

დამატებითი ფორმები

  • ტელეფონი
    598301353
  • სამუშაო გამოცდილება
    სინერჯი ჯგუფი - ანალიტიკოსი
    სინერჯი ჯგუფი - პროექტის მენეჯერი
    სინერჯი ჯგუფი - დირექტორი
  • განათლება
    თსუ - მენეჯმენტი

საინტერესო სფეროები

  • საინტერესო სფეროები
    კომუნიკაციები/ტექნოლოგიები
    სტუმართმოყვარეობა
    ხელოვნება
    გართობა და დასვენება

საინტერესო სექტორი

  • საინტერესო სექტორი
    მომსახურება
    არასამთავრობო სექტორი
  1. ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, რადგან ინვესტორებისთვის ღია შეთავაზებას არ ვაკეთებთ და მათზე ინდივიდუალურად ვმუშაობთ, ცნობადობის გაზომვა უფრო გვაინტერესებს კომპანიების ნაწილში, სადაც გარკვეული საპრომოციო აქტივობებიც გვქონდა - რამდენად იციან ჩვენზე, ჩვენთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, ეს რომ გავიგოთ.
  2. აი უკვე ერთი წელია სინერჯი კაპიტალი არსებობს და ვცდილობთ სხვადასხვა ფორმით და მეთოდით დავიმკვიდროთ ადგილი იმ ადამიანების გონებაში, ვისთვისაც არსებობს ეს ორგანიზაცია. რას გვირჩევთ, როგორ გავზომოთ ჩვენი ცნობადობა და როგორ მივხვდეთ რამდენად იცნობენ, რამდენად სწორი წარმოდგენა და ინფორმაცია აქვთ სინერჯი კაპიტალზე?
  3. უფრო კონკრეტულად: პსპ-სა და ჯიპისის შორის ვაკეთებ ძირითადად არჩევანს, ორივეს მდებარეობა მოსახერხებელია, მაგრამ ჯიპისის მომსახურებას ვამჯობინებ. რიგები ორვეგან პრობლემაა.
  4. ადგილი არის ჩემთვის პირველი, რის გამოც შევდივარ აფთიაქში. არ მიყვარს სპეციალურდ სადმე წასვლა, ბრენდის ერთგულებასაც კი ვივწყებ რომ სადმე სპეციალურად არ წავიდე, ფასსაც ვივიწყებ, თუ ვიცი სხვაგან ფასდაკლებაა მაგრამ იქ ვერ მოვხვდები მირჩევნია სადაც მოვხვდები იქ ვიყიდო უფრო ძვირად მომსახურება მეორე ადგილზეა, მოსახერხებელ მდებარებაზე არსებულ აფთიაქში არ მომეწონა მომსახურება, მაინც იქ დავდივარ მაგრამ არ მიხარია შესვლა, სათანადო რჩევას ვერ ვიღებ ფარმაცევტისგან, განსაკუთრებით პარაფარმაციაზე და საბავშვო პროდუქტებზე შიგნით რა ხდება იმ წამს - ძალიან ხშირად გამოვსულვარ უკან აფთიაქიდან დიდი რიგის გამო, სივიწროვეც ბევრგან არ მომწონს, სისუფთავე ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ ეგ საკითხი ყველგან მოგავრებულია მეტნაკლებად
  5. იმ კომპანიებიდან/ორგანიზაციებიდან, რომელთა ბევრი უცხოელი სტუმარი შეიძლება ყავდეთ, დავრეკოთ და ვიკითხოთ ვინ იღებს გადაწყვეტილებას სასტუმროების თაობაზე და ამ ადამიანის სახელზე გავგზავნოთ ჩვენი საუზმის 3-4 სახეობის კერძი - ხაჭაპური, ნამცხვარი, ჯემი, ომლეტი, ლამაზად და მარტივად შეფუთული, სასტუმროს ბუკლეტი ფოტოებით, როგორი ნომრები და ინფრასტრუქტურა გვაქვს და სპეციალური შეთავაზების წერილით, სადაც კონკრეტული პირობები ეწერება. საჩუქრის გაგზავნიდან გარკვეულ პერიოდში შევეხმიანოთ და ვკითხოთ ხო არ განიხილავდნენ ჩვენთან თანამშრომლობას, ალბათობა რომ მოგვისმენენ უფრო გაიზრდება მას შემდეგ რაც ამ პატარა საჩუქარს მიიღებს ჩვენგან.
  6. მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ თემაში აქტიურობისთვის. ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე აქ დასახელებული იდეა უკვე განხორციელდა: ვეცადეთ სამუშაო გარემო უფრო კომფორტული და საინტერესო გაგვეხადა, შევიძინეთ პუფები, შევღებეთ კედელი დაფის ფუნქციით, ახალი საინტერესო წიგნები გამოვიწერეთ, კიდევ პატარა წვრილმანები დავხვეწეთ ოფისში. იმისთვის, რომ ჩვენთან არსებული შიდა გარემო, სამუშაო და არაფორმალური მხარე უფრო ნაცნობი გაგვეხადა დაინტერესებული ადამიანებისთვის, საიტისთვის მთავარი გვერდისთვის გადავიღეთ ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ვმუშაობთ, როგორ ვატარებთ შეხვედრებს, ბრეინშტორმინგებს, როგორი ოფისი გვაქვს, როგორი ტიპები არიან ჩვენი გუნდის წევრები. განახლებულ საიტზე ამას ყველა მალე იხილავს. გარდა ამისა, სხავდასხვა უნივერსიტეტში მე მქონდა სტუდენტებთან შეხვედრა, სადაც სინერჯიზე, მის ისტორიაზე, სამომავლო გეგმებზე, აქ არსებულ განვითარებისა და ზრდის დიდ შესაძლებლობებზე ვესაუბრე და ვფიქრობ ესეთი შეხვედრები ძალიან დაეხმარება დამსაქმებლის ბრენდის განვითარებას. კიდევ დაგიბრუნდებით სიახლეებით და კვლავ ველით თქვენს ძვირფას იდეებს
  7. ერთ-ერთი მსხვილი წარმატებული კომპანიის (რითეილი) დირექტორი თავის გამოცდილებას გვიზიარებდა და უმთავრეს ფაქტორს წარმატების უკავშირებდა სწორედ მომხმარებლის ქცევის შესწავლას და მათ უკეთ გაცნობას. კომპანიაში არ ჰყავდა ცალკე ერთეული ან ამ ფუნქციებით დატვირთული პირი, ვინც მომხმარებელს შეისწავლიდა, მაგრამ თვითონ იყენებდა ასეთ მეთოდებს - დადიოდა თავის მაღაზიებში და უშუალოდ ერთვებოდა ან აკვირდებოდა მომსახურების პროცესს, რა კითხვებს სვამდნენ, როგორ მოძრაობდნენ მაღაზიაში და ა.შ გარდა ამისა ხშირად სტუმრობდა კონკურენტებს, იქაც აკვირდებოდა რა სეგმენტი იყო მომხმარებელი, რა განსხვავებები იყო სეგმენტში, პროდუქტის მიმართ დამოკიდებულებაში და ა.შ. უშუალო შეხება კლიენტთან და მათთან პირდაპირი კომუნიკაცია გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ძალიან ეხმარება არ მოწყდნენ რეალობას.
  8. საუზმის მომზადების პროცესის გადაღება, ვიდეო-რეცეპტების დადება ჩვენს ფბზე, ინსტაგრამზე, იუთუბზე და სხვა არხებზე გავრცელება საუზმეზე რომელიმე კერძის რეცეპტი ლამაზად ამობეჭდილი გადავცეთ სტუმრებს, სახლში მარტივად მოამზადონ ხოლმე და სულ ჩვენი სასტუმრო გაახსენდეთ, ისე ლამაზად უნდა იყოს ფოტო გადაუღონ და დადონ შედარების ფოტო - საუზმე სხვა სასტუმროში (სტანდარტულად რაც აქვთ 3 ვარსკვლავანებს) და საუზმე თეისთში როგორ გამოიყურება
  9. ძალიან საინტერესოა თითოეული პრაქტიკაში როგორ მუშაობს, განსაკუთრებით არასტანდარტულ ამოცანებზე. შეიძლება ამ სიიდან რამდენიმე მეთოდის გატესტვა. მადლობა თამ <3
  10. მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ სინერჯის საქმიანობის უდიდესი ნაწილი არის რთული, კომპლექსური მმართველობითი ამოცანების გადაწყვეტა - ამოცანის გააზრება და გარკვეული მეთოდოლოგიით დამუშავება ისე, რომ რაც შეიძლება ეფექტური, იმ კონკრეტული ორგანიზაციისთვის ყველაზე ღირებული გადაწყვეტა მოვუფიქროთ. გთხოვთ, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, თქვენ რა მეთოდებს მიმართავთ, როდესაც რთული ამოცანის გადაჭრაზე მუშაობთ, როგორი პროცესით ან რა მიდგომით მუშაობთ?
  11. @რეზი მადლობა, ნამდვილად ძალიან ღირებულია ამ პროცესით და მიდგომით ჩამოყალიბებული ღირებულებები. დანერგვის ნაწილში ხომ არ გაქვთ გამოცდილება რა მეთოდები უფრო ამართლებს, რომ თითოეულმა თანამშრომელმა გაითავისოს კომპანიის ღირებულებები? აქამდე რაც გამოგვიყენებია ჩვენს გუნდში არისნ პერიოდული შეხვედრები ფასეულობების კომუნიკაციის მიზნით, სადაც ვყვებით რა არის ჩვენი ფასეულობები და რატომ მიგვაჩნია რომ მნიშვნელოვანია, ასევე უკუკავშირზე ხაზგასმა ფასეულობებთან თანხვედრის საკითხზე და ახლა ვგეგმავთ უფრო თვალსაჩნოდ წარმოჩენას - პლაკატის ან რაიმე ვიზუალური გადაწყვეტილების სახით. რას გვირჩევთ დამატებით?
  12. 1. ტელეფონის აქსესუარი - თითის გასაყრელი რომაა, ბევრი იყენებს 2. მოსახევი კალენდარი - ყოველ დღე საინტერესო ინფორმაცია რომაა დატანილი, მგონი დიასახლისებს უყვართ 3. გასაღებების, სამზარეულოს აქსესუარების ან აბაზანის პირსახოცების საკიდი - საინტერესო დიზაინით და სლოგანით 4. მაცივარზე მისაკრავი წებოვანი სტიკერები - ოჯახის წევრები ერთმანეთს რომ უტოვებენ ხოლმე მოკლე შეტყობინებას
  13. 1. თანამშრომლების სწრაფად ჩანაცვლების შესაძლებლობა, სანამ ახლებს ავიყვანთ დროებით კადრების გადათამაშება 2. თანამშრომლების დაწინაურების მიზნით უფრო სასურველ ლოკაციაზე ან უფრო მარალი კლასის სასტუმროში გადაყვანის შესაძლებლობა, ასევე პირიქითაც თუ საჭირო გახდა 3. გარე პარტნიორებთან უფრო "წონიანი" პოზიციით წარდგენა და უფრო დიდი მასშტაბების შეთავაზება - მომწოდებლებთან შესყიდვები, ტურისტულებთან დატვირთვები და ა.შ. 4. შიდა ტურები ჩვენი ლოკაციების მონაწილეობით, სადაც ექსკურსიებისას შესვენებები/ღამით გაჩერებები დაიგეგმება
  14. ფბ-ზე ვეცადოთ ისეთი ფოტოები დავდოთ, სადაც ჩირი იქნება ახალგაზრდებისთვის ჩვეულ სიტუაციაში - წიგნებთან ერთად, რომ მეცადინეობისას ჩირის მიღება ტვინის მუშაობას აუმჯობესებს, ასევე ველოსიპედის ჩასადებში რომ არის მოთავსებული წასახემსებლად, ყურასსმენებთან ერთად და ა.შ. ამ ფოტოების დანახვა უფრო ახლობელს გახდის ჩირს ახალგაზრდებისთვის. საუნივერსიტეტო კონკურსების, სპორტული საუნივერსიტეტო ოლიმპიადების სპონსორი რომ იყოს. სტუდენტებისთვის გააკეთოს საკონკურსო პროექტი - მაგალითად თემაზე - როგორ გავზარდოს ჩირის გაყიდვები ახალგაზრდებში, სადაც ყველაზე მაგარი პროექტის ავტორი დასაჩუქრდება ფულადი ჯილდოთი.
  15. გაგვიზიარეთ რა გსმენიათ სინერჯი ჯგუფზე, მის საქმიანობაზე, თანამშრომლებზე, ბრენდზე ისეთი საყურადღებო, ცუდიც და კარგიც, რაც დაგვეხმარება უფრო უკეთესები გავხდეთ.