Levan

Members
  • Content count

    6
  • დარეგისტრირდა

  • Last visited

Community Reputation

0 Neutral

About Levan

  • Rank
    Newbie
  • Birthday 09/07/1984

დამატებითი ფორმები

  • ტელეფონი
    593317878
  • სამუშაო გამოცდილება
    გენერალური მენეჯერი
  • განათლება
    უმაღლესი, სამედიცინო

საინტერესო სფეროები

  • საინტერესო სფეროები
    ჯანდაცვა
    კომუნიკაციები/ტექნოლოგიები
    სამშენებლო/დეველოფმენთი

საინტერესო სექტორი

  • საინტერესო სექტორი
    ვაჭრობა / დისტრიბუცია
    წარმოება
    მომსახურება
  1. @Nini რა ფორმით ხდება ექიმის შერჩევა, ჩაწერა? საიტია, აპლიკაციაა, დარეკვით ხდება, თუ როგორ არის?
  2. მცირებიუჯეტიანი, პერსონალური, სახალისო, ემოციური... @mai-ko სუპერ! 👍👏👌
  3. ეს, რომ უნდა გაკეთდეს და ადრე თუ გვიან ვინმე მაინც გააკეთებს (და არა ერთი) ფაქტია. ეს იდეა ჯერ კიდევ 3-4 წლის წინ მოვისმინე ახალგაზრდა სტარტაპერისგან. მერე ჯეოსელის კორპორატიული გაყიდვების აგენტმა მითხრა, რომ ჯეოსელი აპირებდა ესეთი აპლიკაციის გაკეთებას, მხოლოდ თავისი აბონენტებისთვის, თუმცა შემდეგ აღარაფერი მსმენია. უნდა გაკეთდეს აუცილებლად მობილური აპლიკაცია და აქცენტი იყოს სიმარტივეზე, ოღონდაც მართლა მარტივი უნდა იყოს. აპლიკაციის წარმატება პირდაპირ კავშირში იქნება, რამდენად სწორ გადაწყვეტილებებზე იქნება აგებული. ერთმა პატარა დეტალმა შეიძლება აპლიკაციის არ გამოყენების და წაშლისკენ უბიძგოს ადამიანს და პროექტი ჩააგდოს. შეფასების სისტემა იქნება ის ამომავალი წერტილი, რაც აუცილებლად გაზრდის ბაზრიდან დიდ მოთხოვნას. კი ვიცით, საზოგადოებას როგორ გვიყვარს ჩვენი აზრის გამოხატვა და დაფიქსირება. ამავდროულად, როცა საქმე ჩვენს და ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობას ეხება ძალიან გვაინტერესებს სხვათა აზრი და ახლობლებს ვაწუხებთ ინფორმაციის მისაღებად, საიდანაც საკმაოდ ყურმოკრულ და მწირ ინფორმაციას ვიღებთ. ერთერთი მთავარი პირობა უნდა იყოს ის, რომ შეფასების გაკეთება შეეძლოს მხოლოდ იმას, ვინც უკვე დაჯავშნა ამ აპით და იყო ექიმთან მისული, რომ ვიღაცეებმა ყურმოკრული ინფორმაცია არ გაავრცელონ და რეალურად ისეთმა ადამიანებმა დაწერონ, ვინ იყო ექიმთან ვიზიტზე. წინააღმდეგ შემთხვევაში დაემსგავსება facebook-ის მდარე ხარისხის გარჩევებს და ათასი ცილისწამება წამოვა. ბაზრიდან გაზრდილი მოთხოვნა აიძულებს ნელ-ნელა იმ კლინიკებსაც ჩაერთონ აღნიშნულ პროექტში, თუნდაც მათ ქონდეთ თავისი ჩაწერის ორგანაიზერი, რადგან ამ აპში იქნება ის, რაც ადამიანებს სჭირდებათ - სამედიცინო დაწესებულების და ექიმის შეფასება. ჩაწერაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის რეალურად ეს ფაქტორი გახდება. თორე ჩაწერას სხვა გზითაც მოახერხებ, დარეკავ, ფეისბუქ გვერდზე მიწერ და ა.შ., მაგრამ ობიექტურ (სინამდვილეში კი სხვა ადამიანების სუბიექტურ) მოსაზრებებს, აქ ნახავენ. შეძლებენ რეიტინგის მიხედვით დააჯგუფონ, ერთმანეთს შეადარონ. რადგანაც ეს ინფორმაცია გაფანტულია. ბევრი "სახელოვანი" ექიმი ვიცით, რომელიც რეალურად მაგრად არის აცდენილი რეალობას. აი აქ, ამ სივრცეში კი ყველაფერს ფარდა აეხდება და თავის ადგილზე დააყენებს. თუ ვინმე ამ იდეის განხორციელებას დაიწყებს და ფინანსები დაჭირდება, მზად ვარ დავაფინანსო კიდეც.
  4. გაიხარე მარიამ დავიწყოთ აბა. კარგი იქნება თუ მოვნიშნავთ ფორუმის აქტიურ წევრებს, რომ ყურადღება მოვაქცევინოთ აქეთ. დავიწყოთ განხილვა და გასალაშინება. გზადაგზა ბევრი იდეა გაჩნდება და უფრო დაიხვეწება.
  5. უი ხო დამავიწყდა ერთერთი საკვანძო რამ. უნდა განთავსდეს ეკრანი, სადაც მუდმივად აღირიცხება, რამდენი თანხაა მიმდინარედ ფონდში. ადამიანი, რომ ფულს გადაიხდის, მყისიერად უნდა მოხდეს ეკრანზე ასახვა და მომხმარებელი უნდა ხედავდეს. უბანში ერთამანეთს უნდა ეკითხებოდნენ, "ხომ არ იცი რამდენია ამ ეტაპზე დაგროვილი ფონდში?"
  6. მოგესალმებით, პირველად ვპოსტავ, ძალიან მიყვარხართ! მარიამ, ნონა თქვენ განსაკუთრებით წარმოგიდგენთ პროექტს ამ თემასთან დაკავშირებით. პროექტი "უბნის ფონდი" უნდა შეიქმნას უბნის ფონდი, სადაც ყოველი შენაძენიდან გარკვეული მცირე პროცენტი (1, 2, 3%) ჩაირიცხება. ამ ფონდში შეგროვილი თანხა კი მოხმარდება უბანს. რაში და როგორ გამოვიყენებთ დაგროვილ თანხას განისაზღვრება ციკლის დრო, მაგ.: 9 თვე, რომლის განმავლობაში დაგროვდება ეს თანხა. 9 თვე დაიყოფა სამ ეტაპად, 3-3 თვე. ფულის დაგროვების პარალელურად, გაკეთდება სტენდი, სადაც პირველ ეტაპაზე უბნის მოსახლეობა დაწერს (თუნდაც რვეულში) რისი გაკეთება ან პრობლემის აღმოფხვრა სურთ. შემდეგ გადაირჩევა იდეები და გამოვლინდება რამდენიმე (3, 4, 5) ესეთი იდეა, შესრულების შესაძლებლობის, სავარაუდო ბიუჯეტის გათვალისწინებით. მეორე ეტაპაზე უკვე ამ იდეების ჩამონათვალი იქნება ფურცელზე ან ელექტრონულად სენსორულ ეკრანზე. იგივე მოსახლეობა მივა და გააკეთებს არჩევანს. მესამე ეტაპზე გამოვლინდება გამარჯვებული იდეა და შევუდგებით მის განხორციელებას. საბოლოოდ კი მოხდება საზეიმო გახსნა დიდი ზარ-ზეიმით. სასურველია, გახსნაზე ტელევიზიები არ იყოს მოწვეული, რომ არ გამოჩნდეს ეს სარეკლამო სვლად, არამედ მართლა უბანზე ზრუნვად. ისედაც გავრცელდება ეს ამბავი საკმაოდ კარგად. მაქსიმუმ facebook ტიპის მოკლე ვიდეორგოლი. კომუნიკაცია: აფთიაქის კონსულტანტებს ექნებათ სალაპარაკო ენა, წამლის საწყიდლად შემოსულ უბნის მოსახლეობასთან, რომ ესეთი კარგი ინიციატივა აქვს სახალხო აფთიაქს და თხოვს, რომ თავისი იდეა დაწეროს, ან მოიფიქროს და შემდეგ შემოგვიაროს. გაყიდვების წარმომადგენელსაც საკმაოდ კარგი თემა მიეცემა ბინაზე მისასვლელად, თუ გვერდით მაღაზიის გამყიდველებთან შესავლელად, რომ ესეთი ამბავია, მათი უბნისთვის კეთდება რაღაც კარგი და თხოვოს, რომ მოიფიქროს რამე, შემოიაროს აფთიაქში და დააფიქსიროს თავისი აზრი. კომუნიკაცია კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეებთან, ვინც ყველაზე კარგად ავრცელებს ადგილობრივ მოსახლეობაში ხმას. ამ თავმჯდომარეებთან ერთად შეიძლება მეორე ეტაპისთვის ვარიანტების გადარჩევა, ბოლოს მერიასთან კომუნიკაცია, რადგან შესაძებელია მერიასთან მიმართვა იყოს საჭირო რაიმე იდეის განსახორციელებლად, ხელმოწერების აგროვება და სხვ.. შესაძლებელია პარალელურად შეიქმნას იმ უბნის დახურული ან ღია ჯგუფი, სადაც პარალელურად მიმდინარეობა გაზიარდება და ხალხი იქაც ჩაერთვება. ამ მხრივ მარკეტინგის განყოფილებას დიდი სამუშაო ექნება გასაწევი. პირველ-მეორე ეტაპზევე თხოვ მომხმარებელს, რომ მიუთითოს თავისი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და საბოლოოდ ამ ხალხთან პირადად დარეკვით (ნაკლებად სასურველია SMS) დაპატიჟებ გახსნაზე. გახსნა: ეს უნდა იყოს რაღაც არნახული, უზარმაზარი ტორტით და ბევრი ნამუ-ნამუებით. ბევრი პოზიტივი, მოფერება, სიხარულის ცრემლები. ფოტოების გადაღება და შემდეგ ბედნიერი მოსახლეობის, ბავშვების, მოხუცების დაბეჭდილი ფოტოებით კედლის მოწყობა აფთიქაში. იდეა: მართლა ზრუნვა უბანზე და მის მოსახლეობაზე. ძალიან მჭიდრო, ყოველდღიური ურთიერთობა მათთან. უბანში სახლახო აფთიაქი იქნება ერთადერთი ვინც მათ უბანზე მართლა ზრუნავს და მოსახლეობის აზრსაც პატივს სცემს. ეს იქნება ადგილი, სადაც საღამოს შეიძლება ადამინმა უბრალოდ შეიაროს და გამოელაპარაკოს თანამშრომელს, რაც ძალიან დიდი მიღწევაა. რათქმაუნდა კადრები წინასწარ კარგად უნდა დატრენინგდნენ, რომ ეს არ გადავიდეს იაფფასიანი ჭორაობის ფორმატში. ჩვენ თუ შევადარებთ უბრალოდ სავარჯიშო ტრენაჟორების დადგმას უბანში და ამ გზით დადგმულ იგივე სავარჯიშო ტრენაჟორებს, განსხვავებას მგონი დავინახავთ. დაწყება: ტესტირება მოხდება თავიდან მხოლოდ ერთ უბანში და უფრო კარგად გამოჩნდება ყველა დადებითი და უარყოფითი მხარეები. ყველა ნაკლიც გამოვლინდება და შემდეგ უფრო დაიხვეწება. გაგრძელება: პირველი 9 თვიანი ციკლის მერე დაიწყება შემდეგი 9 თვიანი ციკლი და ამ დროისათვის შეიძლება პირველი ეტაპის ჩატარება უკვე აღარ იყოს საჭირო, რადგანაც უკვე გამოვლენილი იქნება უბნის საჭიროებები და პირდაპირ მეორე ეტაპიდან დაიწყება, შესაძლოა უკვე 6 თვიანი ციკლით. აბა, გისურვებთ წარმატებებს!