სოფო

Members
  • Content count

    6
  • დარეგისტრირდა

  • Last visited

  • Days Won

    6

სოფო last won the day on იანვარი 10

სოფო had the most liked content!

Community Reputation

3 Neutral

About სოფო

  • Rank
    Newbie

დამატებითი ფორმები

  • ტელეფონი
    557006237
  • სამუშაო გამოცდილება
    სტაჟიორი ნიუ ვიჟენის უფასო იურიდიული დახმარების ცენტრში
    კონსულტანტი ღვინის ბარ 8000 მოსავალში
  • განათლება
    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი

საინტერესო სფეროები

  • საინტერესო სფეროები
    ჯანდაცვა
    განათლება
    სტუმართმოყვარეობა
    ხელოვნება
    გართობა და დასვენება
    ტრანსპორტი
    მედია

საინტერესო სექტორი

  • საინტერესო სექტორი
    მომსახურება
    საჯარო მმართველობა
  1. კარგი ხერხია კონსულტანტების წაყვანა ქარხანაში, იმ ადგილას, სადაც ჩაი მოჰყავთ და ამზადებენ დისტრიბუციისთვის. ასეთ გასვლით ღონისძიებებზე ამ ხალხს უყვებიან პროდუქტზე, მისი დამზადების პროცესზე, თითოეული ადამიანის ჩართულობის ხარისხზე, ასწავლიან, როგორ უნდა დააყენონ სწორად ჩაი, რომელს რა სასარგებლო თვისებები აქვს და ა.შ. დღის ბოლოს შეიძლება სადილი და ჩაის დაგემოვნება მეგობრულ გარემოში. ერთ-ერთ ქართულ ჩაის კომპანიას აქვს მაგალითად ქართლში პატარა საყვარელი საოჯახო დაჩასავით პლანტაციასთან ახლოს და იქ წაიყვანა კონსულტანტები, გაეცნო, დაგემოვნების საშუალება მისცა, მოუყვა, როგორი სიყვარულით და მონდომებით ამზადებენ ჩაის მომხმარებლებისთვის მისაწოდებლად. ასეთ ოჯახურ გარემოში, ვფიქრობ, კონსულტანტები უფრო უახლოვდებიან პროდუქტს და გრძნობენ მისი დამზადების თითოეულ ეტაპს. შემდეგ, რა თქმა უნდა, უფრო იზრუნებენ ამ პროდუქტზე და იმაზე, რომ სხვებმაც გასინჯონ და ისიამოვნონ.
  2. სპეციფიკური ხალხია. როგორც მარიამმა უკვე აღნიშნა, ძალიან სიამოვნებთ თუ რუსულად ესაუბრებიან მომსახურების სფეროში და ხშირ შემთხვევაში ამას დაწესებულების დადებით მხარედაც მიიჩნევენ. ცოტა არ იყოს, პრეტენზიულებიც არიან და თუ რამე არ მოსწონთ, ამას ღიად ამბობენ და ძნელია აზრი შეაცვლევინოთ. კიდევ უყვართ კარგად რომ აქცევენ ყურადღებას, (ნუ, პრინციპში ეს ყველას მოგვწონს სერვისში, მაგრამ რუსებს ჩათვალეთ, გაათმაგებულად აქვთ:)) უყვართ, ასე ვთქვათ, „ზედ რომ ყვებიან“. ხანდახან ძნელია, რუს ტურისტებს ძალიან რომ მოაწონო თავი მომსახურებით და პროდუქციით, არც იმჩნევენ ძირითადად აღფრთოვანებას. მოკლედ, ჩემი აზრით, რუსი ტურისტების დაკმაყოფილება ერთგვარი გამოწვევაა და გააჩნია, ვინ როგორ მიუდგება ამ საკითხს.
  3. ჩურჩხელა, მაგალითად ხომ ქართული პროდუქტია და ძალიან გემრიელიც. შეიძლება ჩურჩხელის იმპორტზე მუშაობა. "ბადაგს" აქვს ძალიან გემრიელი სასუსნავები; ძაფებზე წამოცმული თხილები შავ შოკოლადში ამოვლებული, ჩურჩხელისნაირად. ასევე შავ შოკოლადში თაფლი და ნიგოზი (გოზინაყი შოკოლადში, შეიძლება ითქვას). ჩირები ნიგვზის შიგთავსით შავ შოკოლადში და ა.შ. შეიძლება ესენი არაა უნიკალური პროდუქტები, მაგრამ გემრიელია, ნოყიერი და განვითარებაც სჭირდება ბაზარზე, ვფიქრობ.
  4. კარგი იქნებოდა, რომ იყოს უფრო დიდი არჩევანი ვეგანურ ტკბილეულში. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ თუ ნამცხვარი, ტორტი ან შოკოლადი არ შეიცავს რძის პროდუქტებს და კვერცხს, უგემურია. არადა შეიძლება ბევრად უფრო გემრიელიც გამოვიდეს, თუ სწორად გააკეთებენ და რძეს პროდუქტში უხარისხო ინგრედიენტით არ ჩაანაცვლებენ. მაგალითად, სოიოს რძის ნაცვლად თუ ქოქოსის ან ნუშის რძეს გამოიყენებენ, ბევრად უფრო გემრიელი იქნება. ცოტა უფრო ძვირი გამოვა, მაგრამ ამის დარეგულირება შესაძლებელია. სამაგიეროდ, ტკბილეულის მოყვარული ვეგანებისთვის სასიხარულო იქნება. :))
  5. დიახ, მარიამ. ჯანსაღი კვების რაციონი. ხილი, ბოსტნეული, სხვა მცენარეული პროდუქტები. ასევე მათი ისეთი გზით მოხმარება, რომ უფრო საინტერესო და სასურველი გახდეს.
  6. კარგი იქნება, თუ აფთიაქი მომხმარებელს მცირე, მაგრამ საჭირო ინფორმაციას მიაწვდის ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით. ბუკლეტები რომ გაკეთდეს იმ პროდუქტების ჩამონათვალით და მოკლე აღწერით, რომლებიც ჯანმრთელობისთვის კარგია, ორგანიზმს წმენდს, იმუნიტეტს აძლიერებს. მაგალითად ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია ვირუსები. შეიძლება სასარგებლო რჩევები მისცეთ მომხმარებლებს, როგორ დაიცვან თავი გაციებისგან და ვირუსისგან ბუნებრივი საშუალებების სწორად მოხმარებით. აფთიაქები დღეს მხოლოდ ბიზნესმოგებაზე ზრუნავენ, როგორ შეაჩეჩონ ხალხს რაც შეიძლება მეტი წამალი. ასეთ ინფორმაციას რომ მიიღებენ აფთიაქისგან, ვფიქრობ, დარჩებათ იმის განცდა, რომ რეალურად ზრუნავთ მათ ჯანმრთელობაზე და ნდობაც უფრო მეტი ექნებათ თქვენ მიმართ. :))