synergist

Honorary Members
  • Content count

    46
  • დარეგისტრირდა

  • Last visited

  • Days Won

    2

Community Reputation

4 Neutral

About synergist

  • Rank
    Advanced Member

დამატებითი ფორმები

  • ტელეფონი
    599576600
  • სამუშაო გამოცდილება
    synergy - დირექტორი
    Synergy Capital Partners დირექტორი
  • განათლება
    უმაღლესი

საინტერესო სფეროები

  • საინტერესო სფეროები
    ფარმაცია
    განათლება
    საბანკო/საფინანსო
    სტუმართმოყვარეობა
    ხელოვნება
    გართობა და დასვენება

საინტერესო სექტორი

  • საინტერესო სექტორი
    ვაჭრობა / დისტრიბუცია
    წარმოება
    მომსახურება
  1. მოგვიყევით რაა როგორ გადაწყვიტეთ საბოლოოდ ეს ამოცანა რეალურად, თუ გადაიჭრა ან რა სტადიაში?
  2. ვივლიდი სიამოვნებით კი, თამარს ვეთანხმები მეც, მგონია, რომ დიდ მაღაზიაში განყოფილებას ან თაროს ჯობს ცალკე მაღაზია სწორ ადგილას და სწორად ბრენდირებული. თუმცა ალბათ ასეთ მაღაზიას გაყიდვების და კლიენტების ბაზის განვითარების განსხვავებული განსაკუთრებული სისტემები და მექანიზმები დაჭირდება სხვა სემთხვევაში ძალიან წარმატებული შეიძლება არ იყოს.
  3. მე მგონია, რომ უნდა შევწყვიტოთ იდეალური ადამიანების ძიება და ვინც მოვა იმათ შორის ყველაზე მეტად ვინც მოგვეწონება ისინი უნდა ავიყვანოთ. ასე მინიმუმ გავიადვილებთ აყვანის ამოცანას. მაგრამ არსებითი ცვილება რასაც შეიძლება მოყვეს არის პორტფელურ კომპანიებში სინერჯიში წამოსაყვანი ადამიანების ძიება. იქ ამაზე დაკვირვებაც უფრო ადვილია და შეცდომის დაშვების ალბათობაც ბევრად ნაკლებია. მგონია, რომ პორტფელურ კომპანიებში შეიძლება დავიწყოთ პოტენციური თანამშრომლების ძიება, დაკვირვება შერჩევა, ბევრ საინტერესო ადამიანს აღმოვაჩენთ დარწმუნებული ვარ ვისაც ასევე ძალიან გაეხარდება თუ სინერჯიში გააგრძელებს საქმიანობას და განვითარებას. ასევე მგონია, რომ უფრო აქტიურად უნდა მიდიოდეს სინერჯიდან ადამიანების პორფელურ კომპანიებში გადასვლის ხელშეწყობა. რაღაც ეტაპზე რაღაც როლებში ეს ბევრი ჩვენგანისთვის უკარგესი სკოლა შეიძლება იყოს, თუმცა ეს სხვა თემის საკითხია მგონი.
  4. მე მგონი აუცილებლად უნდა გავხსნათ თემა, როგორ გავზარდოთ უფრო სწრაფად და უფრო ადვილად კომპანიების მომგებიანობა. მე მგონი კარგად შეიძლება და დიდხანს ამ მიმართულებით იდეების და წინადადებების დამატება, და გამოყენებული მეთოდების შესახებ ინფორმაციის გაზიარება. როგორ შექვქმნათ ძლიერი კულტურა ორგანიზაციაში. როგორ ვიპოვოთ სწორი ფასეულობები ორგანიზაციის დანიშნულებიდან გამომდინარე და როგორ დავიწყოთ ამ ფასეულობების დანერგვა. ასეთი ტიპის მეთოდოლოგიური ხასიათის თემები თავისი ტესტირების შედეგბზე მსჯელობით მგონი კიდევ უფრო ღირებულს და საინტერესოს გახდის განხილვებს.
  5. ძალიან საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციაა ელენე, კიდევ რამე საინტერესო ისეთი რაც საქართველოში ჩვენს პოტენციურ ინვესტორებს უფრო მეტად დააინტერესებს ხომ არ შეგვიძლია რამე მოვიძიოთ?
  6. თუმცა ჩემი ერთი მეგობარი დღეს მიყვებოდა როგორ იყიდა სახლი ვაკეში, როგორ გაარემონტა და 270 000 დოლარი დაუჯდა, გადასვლას აპირებდა და ბოლო მომენტში გადაიფიქრა. ეგრევე გავიფიქრე ამ ფასად მინიმუმ 5 ძალიან კარგი კომპანიის მოწილე გახდებოდა 10-15 პროცენტიანი წილებით, რაც მისი ოჯახისთვის უდიდესი აქტივი იქნებოდა უკვე 3-5 წელიწადში. რამდენი გვაქვს სამუშაო, რომ ადამიანები ასეთ ინვესტირებას არ ანიჭებდნენ უპირატესობას. ძალიან დამწყდა გული, რომ ვერ ვახერხებთ ჯერ ასეთი არასწორი დაბანდებების ხელის შეშლას უახლოს წრეშიც კი. ჯერ ჯერობით, იმედი მაქვს სულ უფრო მეტი ადამიანი დაიწყებს კომპანიების წილებში შესვლას.
  7. აბა რამე ახალი ამბები ხომ არ გვაქვს ამ მიმართულებით მეგობრებო, რამე საინტერესო კომპანია, პროდუქტი მომსახურება ხომ არ აღმოგიჩენიათ ამასობაში? ან ვინმესგან ხომ არ გსმენიათ, რომ ძალიან კარგ კომპანიაში მუშაობს? სადაც რამე განსაკუთრებულად საინეტერსო ხდება.
  8. კი თამ, ჩვენი მსავსი საქმიანობით არიან დაკავებული და ძალიან კარგი კომპანიაა. ჩვენ რამდენიმე პროექტში გადავიკვეთეთ უკვე და კარგად მუშაობენ ძალიან. მაგრამ მგონი კოოპერაციის შესაძლებლობებიც ბევრია მათთან. ჩვენც ვფიქრობთ მათთან თანამშრომლობის შეთავაზებას რამდენიმე პროექტში. ისე საინტერესოა თუ რამის თქვამ შეგვიძლია ვინმეს გაზელის პროდუქტის უპირატესობების შესახებ. თუ აქვს ვინმეს ეს ინფორმაცია რას სთავაზობენ ისინი კლიენტებს და რა უპირატესობები აქვს მათთან თანამშრომლობას
  9. აი დღეს იყვნენ მოსულები ჩვენთან კერძო კაპიტალის ფონდი ვართო ჩვენო და 100 მილიონი გვაქვს დაახლოვებით ფონდებიო და კომპანიებს ვყიდულობთო. გამოჩნდნენ უკვე ესეიგი და ალბათ მოიმატებს ნელ-ნელა მაგათი რაოდენობა
  10. კი კი აკაკი აი ბევრი ძალიან და ნელ ნელა იმ ადამიანების რიცხვიც გაიზრდება ვინც ამ ოპერაციებში წამოგყვება ან ისე ჩაერთვება უჩვენოდაც. ამ მიმართულებაზე ინფორმაციის გავრცელება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია.
  11. არადა ნამდვილად შეიძლეა ასეთი შეთავაზებების გაკეთება, თუმცა არანაკლები სამუშაოა რომ მომსახურება სულ უფრო და უფრო ღირებული გახადო კლიენტისთვის
  12. მე როგორც ვარ განწყობილი ამ დეფინიციის მიმართ კერძო კაპიტალის ფონდში მოვიაზრებ ისეთ ორგანიზაციას რომელიც კერძო კაპიტალის დახმარებით ყიდულობს წილებს გარკვეული კატეგორიის კომპანიებში და ძალიან ცდილობს გაუზარდოს მათ ღირებულება და ამაზე იხეიროს. წავა აკაკი ესეთი საწყისი განმარტება?
  13. მაგარი აზრია, ცხადად ჩანს არჩილ სტრატეგია მადლობა დიდი. მეტი აქტიურობა უნდა ზუსტად ალბათ კომპანიის ლიდერების მხრიდან. ყველა მედია არხის მიმართულებით კი.
  14. მადლობა არჩილ, ჩვენ ჩვენ კლიენტებად საცალო ინვესტორებს ვიხილავთ და უმთავრეს მიზნად სწორედ მათთვის გვინდა მომგებიანი საინვესტიციო პორტფელის შექმნაში დახმარება იქცეს, წარმომიდგენია ბევრი ადამიანი ვინც ჩვენი მეშვეობი ისეთი კომპანიების წილები იყიდა, რომ მერე მათი ბევრჯერადი ზრდის გამო ძალიან მნიშვნელოვანი აქტივების მფლობელები გახდნენ, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ეხლა აქვთ საშუალება იმოგზაურონ, აკეთონ ის რაც უფრო სიამოვნებთ და მეტი დრო დაუთმონ ოჯახებს, ახლობლებს და თავის თავს. ამ მიდგომით მუშაობის შემთხვევაში როგორ გესახებათ კონკურენცია?
  15. მე მგონია ჩვენ შეგვიძლია ნელ-ნელა ნდობის დაგროვების კვალობაზე კონკურენცია გავუწიოთ ორივე სფეროს უძრავ ქონებასაც და საბანკო ანაბრებსაც. რას ფიქრობთ? ორივეს აქვს თავისი სისუსტეები, მიუხედავად იმისა, რომ უფრო უსაფრთხოდ ითვლება, აი მზარდ ახალგაზრდა კომპანიებში ინვესტირება რამდენად შეიძლება იყოს ადამიანებისთვის საინტერესო? რომელი ჯგუფებისთვის და რა შემთხვევაში მეგობრებო რას ფიქრობთ?