Nona

Honorary Members
  • Content count

    26
  • დარეგისტრირდა

  • Last visited

  • Days Won

    8

Nona last won the day on მარტი 29

Nona had the most liked content!

Community Reputation

9 Neutral

About Nona

  • Rank
    Member

დამატებითი ფორმები

  • ტელეფონი
    599394121
  • სამუშაო გამოცდილება
    სინერჯი ჯგუფი, ილიაუნი, ჯეო ჰოსპიტალსი
  • განათლება
    ბიზნესის ადმინისტრირება

საინტერესო სფეროები

  • საინტერესო სფეროები
    ჯანდაცვა
    ფარმაცია
    განათლება
    სტუმართმოყვარეობა
    ხელოვნება
    გართობა და დასვენება
    სამშენებლო/დეველოფმენთი
    სოფლის მეურნეობა / საკვები / სასმელი

საინტერესო სექტორი

  • საინტერესო სექტორი
    წარმოება
    მომსახურება
  1. ქარელის ხილი, როგორც იცით, ეს არის ქართული ნატურალური ჩირის მწარმოებელი კომპანია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მოყვანილი ხილისგან საუკეთესო ხარისხის საექსპორტო პროდუქტის შექმნას და მის რაც შეიძლება კარგი პირობებით გაყიდვას საქართველოშიც. ზაფხულის პერიოდში საქართველოში ბევრი ხილია, რის გამოც ჩირის გაყიდვები ბუნებრივად იკლებს. ამის გათვალისწინებით, რა აქტივობები, პროექტები შეიძლება განვახორციელოთ ზაფხულში (როგორც ქსელებში, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში), რომლებიც გაზრდის ჩიკორის ცნობადობას და მასზე მოთხოვნას?
  2. როგორც ვიცი ხორცი არც ისე ძვირია ხარისხთან შედარებით, ამიტომ მგონია ამაზე უნდა მოხდეს აქცენტის გაკეთება. შეიძლება ბევრი არ შედის იმის გამო რომ ძალიან ძვირი ჰგონია. გარედანვე დიდზე უნდა ეწეროს 1კგ საქონლის ხორცი X ლარად.
  3. დეგუსტაციები გააკეთოს. მგონია რომ ეს უბანზე კარგად იმუშავებს. მაგ. მისი ხორცისგან მწვადები პატარა შამფურებზე და მზა კერძების დეგუსტაციები.
  4. ტურისტებზე მნიშვნელოვანია სასაჩუქრე შეფუთვები. როგორც შვეიცარიიდან ჩამოაქვთ შოკოლადები, ისე აქედან უნდა წაიღონ ჩირი და ჩურჩხელა. ასევე, წონით შეიძლება იყიდებოდეს. დაბრენდილ ქილებში მივცეთ ტურისტულ ობიექტებს და ისინი უყრიდნენ ქაღალდის პარკებში, ან გავაკეთოთ ჩიკოროს დაბრენდილი ქაღალდები და მზესუმზირასავით ჩაუყარონ ხოლმე. თან ქუჩებში ისეირნებენ თან შეჭამენ.
  5. მისაყოლებლის თემა კარგია როცა სტუმარი მოგდის. რაღაცნაირად გამზადებული დაფების ყიდვა რომ შეიძლებოდეს კარგი იქნება - ერთჯერად დაფებზე ისე აწყობდნენ და ფუთავდნენ, რომ გახსნი და მზადაა.
  6. სასაჩუქრე ბარათის ყიდვაც შეიძლებოდეს. ტექსტს აგზავნიდე ონლაინ და 8000 აწერდეს. კარგი იქნება თუ ბარათები იქნება უკვე გამზადებული ტექსტებითაც ღვინის თემატიკაზე. ღვინოსთან ერთად თუ შესაძლებელი იქნება ჩიკორის ჩირის გაგზავნაც შოკოლადში ხომ იდეალურია 😁.
  7. ყველა სტუმარს ჩეკინის დროს ვაძლევდეთ დისკს სადაც იქნება ჩაწერილი საინტერესო ვიდეოები ჩვენს ქვეყანაზე და კულტურაზე. სასიამოვნო საყურებელი. თან საჩუქარიც გამოვა. მეორე ცოტა ძვირადღირებული ალტერნატივაა ყველა ნომერში რომ იყოს პლანშეტი, სადაც ანალოგიურად სხვადასხვა ვიდეოები იქნება ჩაწერილი ჩვენს კულტურაზე, კერძებზე და ა.შ.
  8. "სტაიანშიკებს" დაურიგოს ფერადი ჟილეტები მისი ნომრით ☺ განსაკუთრებით კლინიკების მიმდებარე ტერიტორიებზე.
  9. ბიუჯეტია ალბათ გასათვალისწინებელი. 1. პატარა პირსახოცები ზედ ამოქარგული მედიქოლის ლოგოთი და ნომრით . 2. პატარა წიგნაკები მარტივი სამედიცინო რჩევებით ან სასარგებლო მარტივად მოსამზადებელი კერძებით - კომპოტის, ლიმონათის, გოგლიმოგლის და ა.შ. ☺ საინტერესო რეცეპტები უნდა იყოს. 3. თაროზე/მაგიდაზე დასადგამი პატარა სუვენირი ტელეფონი მედიქილის ნომრით. 4. ლამაზი დიზაინის ბრენდირებული ჩაის დასადგამები.
  10. თამის ვეთანხმები რომ მოდური უნდა გახდეს ჩირის ჭამა. კონკრეტული შემთხვევების პრომოცია უნდა მოხდეს, როდესაც ჩირი უნდა ჭამონ. მაგალითად ლაშქრობაში ჩირის გარეშე რომ არ უნდა წახვიდე. გუნდური მუშაობის დროს, გამოცდებისთვის მზადებისას, როცა გადაიღლებით ჩირი უნდა გქონდეთ მომარაგებული - წაუსნიკერსოსნაირად.
  11. სავაჭრო ცენტრების დახლებზე არსებული პროდუქცია. ასევე, შეიძლება გავაკეთოთ ჯანსაღი პროდუქციის ჩამონათვალი და შემდეგ ამის მიხედვით ნეტში ძებნა. კონკურენტების შესწავლა. ჯიპისის აქვს წარმოდგენილი ჯანსაღი პროდუქციის ხაზი. ელკანას ვკითხოთ. აწარმოე საქართველოს თუ აქვს რაიმე ანგარიში გამოქვეყნებული დაფინანსებული წარმოებების შესახებ ამ წლების განმავლობაში და იქიდან მოვძებნოთ. ასევე APMA-ს. გამოფენების კალენდარი ვნახოთ და მსგავს გამოფენებს დავესწროთ.
  12. ქართული ლამაზი აქსესუარები შეიძლება გვქონდეს, რომელსაც მარტივად მოირგებენ - ყაბალახი, ჩოხა, ფაფახი, სვანური ქუდი, ნაბადი, აქსესუარები, თექის რაღაცეები. შეიძლება მცირე გალერეა/კუთხე გავაკეთოთ და თან დაათვალიერებენ და თან მოირგებენ.
  13. როგორ ფიქრობთ რისი გაკეთება შეიძლება, რა აქტივობების, პროექტების, კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება, რომლებიც გაზრდის ჩიკორის ბრენდის მიმართ მომხმარებლების ლოიალურობას. ჩირის ყიდვის დროს, რომ ჩიკორიზე აკეთებდნენ მუდმივად არჩევნას, უყვარდეთ და მოსწონდეთ ეს ბრენდი. p.s. ჩიკორი ქართული ჩირია. ამ ეტაპზე შემოთავაზებული პროდუქციაა: ქლიავის, გარგრის, ვაშლის, ლეღვის, ნესვის და საზამთროს ჩირი, ქლიავის ჩირი შოკოლადში, გარგრის ჩირი შოკოლადში, ხურმის და ატმის მიქსი.
  14. რამდენიმე იდეა მომეწონა და ვფიქრობ რომ მარტივი განსახორციელებელია, მათ შორის ვიდეო - ყველა სტუმარმა ერთი სიტყვით რომ დაახასიათონ სასტუმრო და მერე ერთი მთლიანი ვიდეოს შეკვრა. ასევე ფოტოების გადაღება, ჩვენი სტუმრების კატეგორიის შექნა ფეისბუქზე და იქ დათაგვა. ვაუჩერების თემა შეიძლება ბანალურია, მაგრამ სავარაუდოდ იმუშავებს. ერთი წლის განმავლობაში ამ ვაუჩერით ერთი სტუმრისთვის ერთი ღამე იყოს უფასო. ჩვენს ადგილობრივ სტუმრებს, ვინც რეგიონიდანაა, ვჩუქნიდეთ რამოდენიმე ბილეთეს სხვადასხვა ივენთზე სასტუმროში ნომრის დაჯავშნის შემთხვევაში - რაგბის ბილეთებს, კონცერტის, სპექტაკლის პრემიერის და ა.შ. თითოეულ სტუმარზე მაქსიმალურად მეტი უნდა გავიგოთ, მათი ინტერესები, ჰობი. კარგია ადგილზე ყურადღების გამოხატვა, მაგრამ მერე რომ მიუვა სიურპრიზი სახლში ძალიან ეფექტური იქნება მგონი. თუნდაც დაბადების დღეზე მისალოცი ბარათი თეისთის დირექტორისგან. თან ესე მინიმუმ მისი ოჯახის წევრები გაიგებენ თეისთის შესახებ და თუ სტუმრები ეყოლება ხომ ისინიც. თეისთის კლუბის წევრობა უნდა იყოს რაღაც მაგარი, სადაც სტუმრებიც და მისი მეგობრებიც გაწევრიანდებიან და ექნებათ სხვადასხვა ბენეფიტები თეისთის სხვადასხვა სასტუმროებში (მომავალში). შეიძლება სხვა სასტუმროებშიც, დატვირთვის პრობლემა ბევრს აქვს და თუ თეისთის კლუბის წევრი მივა მასაც ფასდაკლება და თეისთსაც რაღაც ბენეფიტი.
  15. ალბათ მაღაზიის ადგილმდებარეობაც გასათვალისწინებელია. პირველ რიგში უბნის ათვისებით უნდა დაიწყოს. ჩამოვწერ შერეულ იდეებს რაც უბანზეც არის გათვლილი და ზოგადადაც. ფასდაკლება იყოს ვინც რაღაც რაოდენობაზე მეტს შეიძენს. ამის ლოგიკა იმაში მდგომარეობს, რომ რადგან იმაზე მეტი ოდენობით ყიდულობს ვიდრე სტანდარტული ზომის ოჯახს სჭირდება სადილის მომზადებისთვის ე.ი. სტუმრებს ელოდება. ამ დროს უმეტეს შემთხვევაში იწყება საუბარი რა გემრიელია, სად შეიძინეთ ხორცი ან მასპინძელი იწყებს საუბარს რომ კარგი ხორცი შეიძინა აქა და აქ და ა.შ. აქ მესიჯიც შეიძლება რომ საპატიო სტუმრებს ან უბრალოდ ძვირფასს ადამიანებს უმასპინძლდებიან ანტრეკოტის უმაღლესი ხარისხის ხორცით გაკეთდეს 3 თვიანი პროექტი, დღეები პროდუქტების მიხედვით - მაგალითად ორშაბათი ნეკნების ნაწილის დღე, სამშაბათი სხვა ნაწილის და ა.შ. - როგორც არის, დიდად ვერ ვერკვევი. ფასდაკლება ყოველდღიურად რაღაც კატეგორიის პროდუქციაზე გარკვეული საათის შემდეგ. აქცენტი გაკეთდეს ისეთი კერძების მომზადებაზე რომელსაც მართლაც მაღალი ხარისხის ხორცი სჭირდება. მაგალითად სტეიკი და ა.შ. - ფეისბუქ ბუსტი და სოციალურ ჯგუფებში გავრცელება. ვიდეოს გადაღება, ანიმაციურის ან ჩვეულებრივის - ხორცი რომ იყოს მაღალი ხარისხის რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს და ამის ბუსტი. არიან ადგილობრივი ტაქსისტები, ვინც უბანზე მუშაობს. მათთან რაღაცნაერად თანამშრომლობა (შეიძლება სპეციალურად შეირჩეს რამოდენიმე) რომ გაავრცელონ ინფორმაცა და რეკომენდაცია გაუწიონ ანტრეკოტის ხორცს. პურის შეფუთვაზე რეკლამა, რომელიც კონკრეტულად იმ უბანში უნდა შევიდეს სუპერმარკეტებში - რეცეპტი ხორციანი კერძის და იქვე ანტრეკოდის მისამართი ფლაიერების დარიგება უბანზე.