აკაკი

Members
  • Content count

    40
  • დარეგისტრირდა

  • Last visited

  • Days Won

    33

აკაკი last won the day on აპრილი 24 2019

აკაკი had the most liked content!

Community Reputation

17 Good

About აკაკი

  • Rank
    Advanced Member

დამატებითი ფორმები

  • ტელეფონი
    599504496
  • სამუშაო გამოცდილება
    ბაზისბანკი-იურისტი, საგა იმპექსი-დირექტორი, იურისტი, ინტერკლიმატი-დირექტორი
  • განათლება
    საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, იენის (გერმანია) უნივერსიტეტი ეკონომიკა და სამართალი

საინტერესო სფეროები

  • საინტერესო სფეროები
    განათლება
    საბანკო/საფინანსო
    სტუმართმოყვარეობა
    ხელოვნება
    გართობა და დასვენება
    სოფლის მეურნეობა / საკვები / სასმელი
    ენერგეტიკა

საინტერესო სექტორი

  • საინტერესო სექტორი
    ვაჭრობა / დისტრიბუცია
    წარმოება
    მომსახურება
  1. ვფიქრობ ფეისბუქ რეკლამა მიზნობრივ აუდიტორიაზე კარგად იმუშავებს. ასევე კარგი იქნება თუ პირველ ეტაპზე ცნობადობაზე იმუშავებთ რომ ასეთი პროდუქტი არსებობს. მე მაგალითად პირველად გავიგე. ამისათვის ფასდაკლებსი საიტზე აქცია კარგი იქნება (სვუპი, ჰოტსეილი)
  2. დაგემოვნება ალბათ ყველაზე დამაჯერებელი მეთოდია მეორე ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტი ახლობლის რჩევა
  3. სტაბილურ ხარისხს და ადექვატურ ფასს თუ უზრუნველყოფთ ვფიქრობ, მალე დაიმკვიდრებს ადგილს. მე პირადად მწვანე ჩაის მომხმარებელი ვარ მთელი ოჯახით და ქართულ და უცხოურ ჩაებს (აჰმადი, რისტონი) შორის ხარისხში ძალიან დიდი სხვაობაა, ამიტომ ცოტა მეტს ვიხდი და უცხოურს ვყიდულობ თუ იგივე ფასში მსგავსი ხარისხის ქართული ჩაი იქნება სიამოვნებით ვიყიდი.
  4. ღვინის ბოთლის ხშირი შემძენს ჩემ თავსაც მივაკუთვნებდი, ვფიქრობ რომ კარგი ვარიანტი იქნებოდა თუ მაღაზია ჩაიბარებდა თავისივე ღვინის ცარიელ ბოთლებს. სხვა არ ვიცი და მე ნამდვილად დავაგროვებდი და ჩავაბარებდი კიდეც გამოყენებულ ბოთლებს. გარდა ამისა სხვა მაღაზიებში შეიძლება აღარც მეყიდა ბოთლის ღვინო სადაც ამას არ აკეტებენ. ამ შეთავაზებით ის ამავდროულად ერთგულ კლიენტთა ბაზასაც შეინარჩუნებდა, გარემოსადმი მზრუნველ ორგანიზაციის იმიჯსაც შეიქმნიდა, და შეიძლება ხარჯების ოპტიმიზაციაც მოეხდინა (ალბათ აზრი აქვს რომ ოდნავ უფრო იაფად ჩიბაროს ბოთლი ვიდრე მას უჯდება ასეთი ბოთლის შეძენა).
  5. შერჩევა და დატრეინინგება საკმარისია რომ ხარისხის სტანდარტი დაინერგოს გაკონტროლებას რაც შეეხება ადგილზე მენეჯერის პასუხისმგებლობა უნდა იყოს გამოკვეთილი, კამერები ვფიქრობ აუცილებელია საერთი სარგებლობის სივრცეებში
  6. ვფიქრობ აუცილებელია საერთო დასახელება და გარე ფასადის გარკვეული სტანდარტიზაცია (პირველ რიგში ალბათ ფასადის ფერი) შიგნიდან ვფიქრობ რომ დასაშვებია საკმაო განსხვავებების არსებობა. გარდა ამისა არ უნდა დაუშვათ რომ რომელიმე სასტუმროში რომელიმე მომსახურე პერსონალი იყოს ცუდად შერჩეული მისით უკმაყოფილება მთლიანად ქსელის მომსახურებით კმაყოფილებაზე ცუდად აისახება. რაც არ უნდა კარგი და ყურადღებიანები იყვნენ ერთ სასტუმროში თუ მეორეში მომსახურე პერსონალი სიმაღლეზე არ დგას ყველაფერი წყალში ჩაიყრება.
  7. სიტუაცია რომელსაც აღწერთ მიუთითებს იმაზე რომ თავიდანვე არ მოხდა სწორად ორგანიზაციაში მისიის განსაზღვრა და ფასეულობების ჩამოყალიბება. ვფიქრობ რომ გამოსავალი არის ის რომ აუხსნათ მმართველ გუნდს რომ რაღაც არასწორად არის და აუცილებელია თავიდან სწორად გაკეთება ამ ყველაფრის თქვენი დახმარებით. მე პირადა აქცენტს გავაკეთებდი იმაზე რომ სჯობს გქონდეს ისეთი მისია და ღირებულებები რომელიც ცუდად ჯღერს მაგრამ იმუშავებს ვიდრე ისეთი რომელიც კარგად ზღერს მაგრამ არ მუშაობს. ასევე ყურადღებას გავამახვილებდი იმაზე რომ ორგანიზაციის მისია და დანიშნულება იმ მხრივ უნდა იყოს დანახული რომ რა დამატებითი ღირებულებსი შექმნა და კლიენტის რა მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეუძლია. ის რომ კომპანიამ მოგება უნდ ამოიტანოს ეს თავისთავად ცხადია და ყველა თანხმდება. ამაზე თვითონ უნდა ჩამოყალიბდეს გუნდი თქვენ დახმარება და მიმართიულების მიცემა შეგიძ₾იათ.
  8. 1) საურველია mission statement-ის შექმნაში მონაწილეობა მიიღოს მთელმა კოლექტივმა 2) ღირებულებები უნდა გამოიკვეთოს და არ მოხდეს კარგი ღირებულებების გარედან დანერგვის მცდელობა არ იმუშავებს, კარგად ჟღერს მაგრამ არავინ არ იცავს-ეს არის ნიჰილიზმის მზა რეცეპტი 3) აუცილებელია ტოპ-მენეჯმენტმა დეკლარირებული ღირებულებების აქტუალიზაცია მოახდინონ ყოველდღიურობაში "walk the talk"
  9. საყურადღებოა რომ თვითორგანიზებული ტურისტების პროცენტულობა იზრდება რომლებიც ტურსააგენტოების გვერდის ავლით ჩამოდიან საქართველოში, ისინი ეყრდნობიან ტურისტულ ბლოგებს, სარგებლობენ airbnb, booking, tripadvisor დ აა.შ როგორც წესი, საქართველოში ჩამოსული თვითორგანიზებული ტურისტები (განსაკუთრებით ვინც მანამდე დაგუგლეს ან იუთუბზე უყურეს ვიდეოებს ან მეგობრის რეკომენდაციიტ მოდიან) ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ლოკაცია ნახონ, კახეთშიც უნდათ ღვინის დეგუსტაცია, პრომეთეს მღვიმეც, მარტვილის კანიონიც და ბათუმის ნახვაც, ასევე მცხეთა-თბილისიც აუცილებელი პროგრამაა. ძალიან დიდი კომფორტი და უპირატესობა იქნება თუ ამ ტურისტებს შესთავაზებთ ღამისთევისა და ტურების დაგეგმვას ერთი ქსელის შიგნით როგორც ერთიანი მომსახურება. ა) თქვენ ამით რაიმე საგრძნობი დამატებითი ხარჯები არ წარმოგეშვებათ ბ) ტურისტისათვის იქნება ბევრად კოფორტული თუ ღმისთევის ტრანსპორტირების და ტურების თემაზე 1 ორგანიზაციასთან ექნება საქმე
  10. მიდგომას რაც შეეხება ჩემი გამოცდიილებიდან გეტყვით რა აბრკოლებთ ყველაზე მეტად ქართულ სისნმადვილეში მენეჯერებს რომ მიიღონ რთული გადაწყვეტილებები. ნებისმიერმა ადამიანმა ვინც აპირებს სერიოზულად მიუდგეს მენეჯმენტს, უნდა უარი თქვას "კარგი ბიჭის" "კაი ტიპის" იმიჯზე რომ არ მოექცეს ამ იმიჯის ტყვეობაში წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მიიღებს რთულ გადაწყვეტილებებს. რთული გადაწყვეტილებები უმეტესად ეხება თანამშრომლებს, ადამიანებს და მათ კომფორტის ზონას რაც იწვევს წინააღმდეგობას და უკმაყოფილებას, რა თქმა არსებობს ამ წინააღმდეგობების გადაწყვეტილს არარადიკალური და კრეატიული გზები თუმცა ყოველთვის არ ხერხდება არის მომენტები როცა ძალიან ჩახლართული კვანძის გახსნას სჯობია უბრალოდ გადაჭრა,იგივე მიზეზებით აუცილებელია გარკვეული დისტანციის დაცვა, ზედმეტად მეგობრული მენეჯერი თავის თავს იგდებს რთულ მდგომარეობაში როცა რთული გადაწყვეტილებების წინაშე დადგება.
  11. ყველა კომპანიას თვის სპეციფიკა აქვს და არ მგონია საერთო რეცეპტი არსებობდეს იმ კომპანიებს რომლებსაც აქვთ ე.წ "ფრონტ დესკი" აუცილებელია რომ სწორად შევარჩიოთ ის ხალხი ვინც იქნება პირველ შეხებაში მომხმარებელთან. ხშირად კომპანიები ისეთ ხალხს ათავსებენ ფრონტ-ზე რომლებიც უნდა დამალონ და პირიქით. ასევე ხშირად წარმატებულ ფრონტ-ოფისის თანამშრომლებს "აწინაურებენ" და ბექ-იფისში გადაყავთ სადაც მათ ნაკლები სარგებლობა მოაქვთ.
  12. არასტანდარტულად მოაზროვნე და მოქმედების ადამიანებს უფრო მოვძებნიდი ვინც არ ერიდება პასუხისმგებლობის აღებას, ვისაც არ ეშინია დამარცხების, კონფლიქტების ვინც არ გაურბის გამოწვევებს და ვინც არ ეძებს სამსახურში კომფორტს და სტაბილურობას. სამწუხაროდ ჩვენი (და არამარტო) სასწავლებლები სტერეოტიპებით მოაზროვნე სასარგებლო იდიოტებს აწარმოებენ. ისინი სწავლობენ ეკონომიკას და მენეჯმენტს და მენეჯმენტის არსი არ ესმით. ოჯახები კიდევ კომფორმისტებს და შემგუებლებს ზრდიან ადამიანებს რომლებსაც ეშინიათ დამარცხების და არ უნდათ პასუხისმგებლობის აღება. ასე რომ რთული ამოცანის წინაშე ხართ. ამიტომ გრძელვადიანად თუ უყურებთ ამ საქმეს ასეთი კადრები თავად უნდა აღზარდოთ. მე პირადად მაისაშვილის ლიდერთა სკოლა მაქვს გავლილი და 2 თვეში უფრო მეტი ეფექტური და არსობრივი ცოდნა მივიღე მენეჯმენტის შესახებ ვიდრე 6 წელი თეორიული სწავლების შედეგად მათ შორის 2 წელი გერმანიაში. და რამე მსავსი რომ გააკეთოთ და ასწავლოთ მონდომებულ ხალხს არა თეორიები არამედ , მენეჯმენტის არსი, პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე ვისაც ხასიათში აქვს ეს ყველაფერი იმათზე ტყუილად არ დაიხარჯებით და ვისაც ხასიათსი არ აქვს იმან 10 წელი რომ ისწავკლოს და ოქსფორდი დაამთავროს მაინც არ ივარგებს მენეჯერად.
  13. თავად მოხუცებს უნდა ვკითხოთ ჩემი მოსაზრებით ნებისმიერი საქმიანობა რაც აგრძნობინებთ მათ რომ ისინი ვინბმესთვის საჭირონი არიან და კლავაც შეუძლიათ სარგებობის მოტანა და მხოლოდ ოჯახის და საზოგადოების ტვირთს არ წარმოადგენენ.
  14. ვფიქრობ თვითონ მოხუცებს უნდა ვკითხოთ პირველ რიგში და მათ მაგივრად არ უნდა გადავწყვიტოთ. ერთადერთი რაც ვიცი მოხუცებს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს ბავშვებთან და ახალგაზრდებთან ურთიერთობა. ასევე როცა მათ უსმენენ და როცა აქვთ განცდა რომ ვიღაცისთვის სარგებლსი მომტანები არიან და საჭიროები
  15. ჩემი აზრით საქართველოში საკმაოდ დაუფასებელია მარციპანი, დღესდღეობით მხოლოდ ტორტების გასაფორმებლად ხმარობენ. აქ ითქვა ვეგანური ტკბილეულის შესახებ. ვეგანურიცაა და სამარხვოც. მე პირადად გერმანიაში ცხოვრების პერიოდში უმი სახით მივირთმევდი. ჩვეულებვრივი ნუშის გარდა მარციპანში გამოიყენება მწარფე ნუშიც რომელიც განსაკუტრებულ გემოს და არომატს აძლევს მას.არადა საქართველოში იმდენი ნუშია რომ მარციპანის წარმოება პერსპექტიული უნდა იყოს.