ჩემი აზრით საზოგადოების განწყობა გამოწვეულია იმ რეალობით რაც დღეს ამ სფეროშია: ამორტიზებული შენობები, ცუდი პირობები, ძველი ინვენტარი, მწირი საკვები და სრული იზოლაცია გარე სამყაროსგან - ეს არის დღევანდელი მოხუცთა სახლები. კარგი გარემო და სერვისი ავტომატურად შეცვლის შეხედულებასაც. მე პირადად მყავს უსაყვარლესი პაპა 90 წლის, ბოლო 2-3 წელია ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს. გარემო იმდენად არ არის მორგებული მსგავსი საჭიროების მქონე ადამიანებზე, გარეთ გაყვანა მთელი პროექტი და სპეცოპერაციიაა ხოლმე (შესაბამისად იშვიათად ვახერხებთ). არის ძალიან მოაზროვნე და აქტიური ადამიანი, ყველაზე მეტად ახარებს თავისი ამბების მოყოლა, ადამიანებთან კომუნიკაცია და ენატრება თავისი სახლი, ეზო და სახელოსნო. დედაჩემთან ცხოვრობს და პირობები საუკეთესო აქვს. როცა დედაჩემთან მივდივარ ჩემი 2 წლის შვილიც კი ჯერ მის ოთახში შერბის სანახავად, თუ რამე გემრიელი და საუკეთესო გვაქვს ჯერ მისთვისაა და მერე დანარჩენისთვის, მაგრამ მაინც მოწყენილია... კარგი იქნებოდა არსებობდეს დღის ცენტრი (საბავშვო ბაღის პრინციპით) თავისი ტრანსპორტირების სერვისით, სადაც შესაძლებელი იქნება ეკონტაქტოს სხვა ადამიანებს, გაუზიაროს თავისი მოგონებები, ითამაშოს სამაგიდო თამაშები ან უბრალოდ სუფთა ჰაერზე გაისერნოს. ლაქშერი სერვისები კარგია, მაგრამ ჩვენი რეალობისთვის მიუწვდომელი მგონია. ბავშვები იმიტომ ხომ არ დაგვყავს ბაღში რომ ჩვენ თვითონ ვერ ვუვლით? ასე იქნება მოხუცის შემთხვევაშიც და არა თუ სამარცხვინო არამედ პირიქით, პრესტიჟულიც კი იქნება ასეთი დღის ცენტრით სარგებლობა.