არჩილ შიშმანაშვილი

Members
  • Content count

    37
  • დარეგისტრირდა

  • Last visited

  • Days Won

    13

არჩილ შიშმანაშვილი last won the day on თებერვალი 7

არჩილ შიშმანაშვილი had the most liked content!

Community Reputation

10 Good

About არჩილ შიშმანაშვილი

  • Rank
    Advanced Member

დამატებითი ფორმები

  • ტელეფონი
    599656498
  • სამუშაო გამოცდილება
    კაპიტოლ მენეჯმენტი - მმართველი პარტნიორი
    იუსტიციის სახლი - დირექტორის მოადგილე მომსახურების ხარისხის მიმართულებით
    სილქნეტი - პროცესების ოპტიმიზაციის სამსახურის ხელმძღვანელი
  • განათლება
    ESM თბილისი და BA Mosbach - ბიზნესის ადმინისტრირება

საინტერესო სფეროები

  • საინტერესო სფეროები
    განათლება
    საბანკო/საფინანსო
    კომუნიკაციები/ტექნოლოგიები
    სტუმართმოყვარეობა
    ხელოვნება
    გართობა და დასვენება
    სამშენებლო/დეველოფმენთი
    სოფლის მეურნეობა / საკვები / სასმელი

საინტერესო სექტორი

  • საინტერესო სექტორი
    წარმოება
    მომსახურება
    ქსელური მართვა
  1. სინერჯი კაპიტალის მართვაში მყოფი კომპანიების მიმდინარე შდედარებით წვრილი პრობლემებიდან ინტერვიუების გარეშე გადაჭრადები უნდა დაურიგოს კაცმა მსურველებს, მისცეს 2 კვირა ვადა და ტავისუფლება რომ როგორც შეიძლია შეისწავლოს საკითხი და გადაჭრის გზა ჩამოაყალიბოს პრეზენტაციის სახით. ცოტა წესებიდ ასჭირდება ალბათ ამას - ალბათ ერთი - რას ნიშნავს გადჭრის გზა და მეორე - როგორ საბუტდება ტექნიკურად არჩეული გზა (რომ ტავად ამ გზის ლოგიკური ხაზი დასაბუტდეს და ასევე ალტერნატივები რომ უარესებია ესეც დასაბუთდეს). ნუ პრინციპში წესებს ტქვენც უკეთ მოიფიქრებთ, რომლის ფარგლებშიც უნდა დამუშავდეს პრობლემა. ჩემია ზრიტა რ არის აუცილებელი ერთი და იგივე პრობლემა მიეცეს ადამიანებს. მანდ ხომ თავად პრობლემა მხოლოდ საბაბი იქნება რომ ადამიანმა იაზროვნოს იმსჯელოს და თავი გაჩვენოს.
  2. დელტაკომის გაყიდვის შემდეგ მფლობელებმა შექმნეს კიდევ მგონი ფონდი. ნუ თავად ეძახდნენ ფონდს როცა მათ საინვესტიციო ოფიცერს შევხვდი, სახელს ვერ ვიხსენებ მგონი დელტა კაპიტალი ერქვა
  3. მზა სალათები კალორიების ცოდნით, იმის ცოდნით შედგენილი, რა სასარგებლო ნივთიერებები სჭირდება ადამიანს ვარჯიშის მერე / ვარჯიშამდე მისაღები რეკომენდებული საკვები თუ არსებობს ჯანმრთელი სასუსნავები ბავშვებისთვის, შოკოლადის ნაცვლად რომ შეგიძლია წაუღო სასარგებლო ჩვევების გამოსამუშავებლად, თვითორგანიზებისთვის განკუთვნილი სპეციფიური საკანცელარიო ნივთები სამუშაო ადგილზე მარტივი ვარჯიშების ჩასატარებელი მინი სავარჯიშოები რომაა ხოლმე, ხელის გასავარჯიშებელი, ხერხემლის და ა.შ. ჰაერის დამარტენბიენებელი და მისი მონათესავე/.შემავსებელი პროდუყქტები, ოთახში ჯანმრთელობის ხელის შემწყობი სიტუაციის შექმნას რომ უწყობს ხელს
  4. გმადლობთ კომპლიმენტისთვის ჩემი თავიდან თუ გამოვალ, ახალი ხშირი ახალი თემები საკმარისი იქნებოდა. სანამ ყველა თემაზე არ მქონდა დაპოსტილი, ყოველ დღე შემოვდიოდი და 15-20 წუთში რასაც მოვასწრებდი ვეცნობოდი და მოსაზრფებას ვწერდი. ახლა აღარ იქმნება ახალი თემებიო ბევრი, ძველებში კი ყველგან მაქვს აზრი დაფიქსირებული და პოლემიკის ადგილი კი აქ არაა, სხვის მოსაზრებებზე რომ გავაბა მსჯელობა. თუ შევეცდები რომ ვივარაუდო კიდევ რა მოტივაცია შეიძლება ამოძრავებდეთ ადამიანებს - პირველი რაც თავში აზრად მომდის, არის "მოდურობა", თუ "კაი პონტია" აქ ყოფნა. ეს სტუდენტებზე იმოქმედებდა ალბათ, თავს პატივს თუ სცემს სტუდენტი და მენეჯმენტს, ეკონომიკას და მონათესავე დარგებზე სწავლობს, აუცილებლად უნდა იყოს აქ კიდევ ვარიანტია, აქ აქტიურობით ადამიანებს სამუშაოს ან საკონსულტაციო მხარდაჭერაზე შეტავაზებები თუ მოუვათ ხოლმე. ეს შეიძლება იმ მოდურობის საწყისი ნაპერწკალიც გახდეს. უბრალოდ სარგებლის შექმნის მოსურვეებზე არ ვსაუბრობ, ისინი მაინც იაქტიურებენ ისე, როგრც ამის დრო ექნებათ, მტავარია საინტერესო კითხვები დახვდეთ. წლის მანძილზე გასვლითი ერთოობლივი ვორქშოპი ან საკონსულტაციო პროექტი სვანეთში ან რაჭაში 10 ნაყოფიერი წევრისთვის - ნაყოფიერების გაზომვა ბევრი ხერხით შეიძლება და დიდი მნიშვნელობა არ ექნება ალბათ. თემებს განვითარება თუ მიეცემა, რომ აზრი მიეცეს განმეორებით დაპოსტვასაც ასე პირდაპირ კითხვის დასმაც მოქმედებს, თქვენ პირადად მე რომ არ დაგემენშენებინეთ ამ თემას წაკითხულად ვთვლიდი და სავარაუდოდ არ შემოვიდოდი. FB ჯგუფის გაკეთება თი გამოვა, სადაც სტრატეგისტები ყველა იქნება და ახალი თემები იქაც დაილინკება, ფეისბუკს მაინც თითქმის ყველა უყურებს და არ დაავიწყდებათ შემოსვლა - -ეს მათთვის ვისაც როცა დრო გამოუჩნდა უბრალოდ არ ახსენდებათ სტრატეგისტი, ხოლო როცა ახსენდებათ მაშნა რ სცალიათ იმედია გავამართლე მოლოდინი და ნაყოფიერი იდეები შემოგთავაზეთ
  5. მიჭირს ლოკალური ონლაინ კურსების კონკურენტული უპირატესობის წარმოდგენა. ქართულად? თარგმნაც ხომ შეიძლება უცხოურის. შეიძლება ის იყოს რომ ლექტორის მთელ კურსს რომ მოისმენ მერე ერთხელ შეხვდები აქვე საქართველოში და კითხვებს დაუსვამ, თუმცა პირადი შეხვედრის ნაცვლად საზღვარგარეთული კურსების შემთხვევაში ონლაინშეხვედრებიც არის ხოლმე და დიად ისიც არ ჩამოუვარდება პირად შეხვედრას... ლოკალურ სწავლებისთვის კი მგონია რომ უდავოდ, არა მგონია მალე გაქრეს ადამიანების ჯიში, რომელსაც საკლასო ოთახში პირადი კონტაქტისა და კურსელების გარემოცვაში ურჩევნია სწავლა, ვიდრე მარტოს, ეკრანის პირისპირ, დაბალი ინტერაქტიულობის მქონე ვიდეოსთან.
  6. თუ სწორად მახსოვს, მაკინზის აქვს ზუსტად ასეთი ბრენდი საუკეთესო უნივერსიტეტების კურსდამტავრებულების თვალში. და ვფიქრობ რომ ეს აქვს არა "მთლად კარგად რომ ვერ არის გასაგები" ტერმინით "პროფესიული ზრდა", არამედ საკმაოდ კონკრეტული გაგებით - როგორც C დონის მენეჯერების სამჭედლო. მაკინზიში მიხვალ, ძალიან მძიმედ იმუშავებ რამდენიმე წელი და მერე თუ მაკინზიში მოგწყინდება ან დაიღლები, ყოველთვის ძააალიან მაგარ პოზიციას იპოვნი აუცილებლად. იგივეს ვიტყოდი სინერჯიზე - არ შეიძლება რომ "უმაღლესი რგოლის მენეჯერების სამჭედლო" იყოს სინერჯის ბრენდი? ბოლო პერიოდის სამუშაოს სპეციფიკას კი არ ვიცნობ, ამიტომ Disclamer: ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მართლაც არის სინერჯი ეს სამჭედლო თუმცა ვვარაუდობ რომ არის, განსაკუთრებით სინერჯი კაპიტალის პარტნიორების შექმნის შემდეგ...
  7. სტერეოტიპული ხერხია მაგარი დასასვენებელი სივრცის მოწყობა, სხვადასხვა თამაშობებით (მათ შორის კომპიუტერული) და კომფორტული სავარძლებითა და პუფებით, მაგრამ სინერჯი რა მნიშვნელობის დასაერიოზულობის საქმეებსაც აკეთებს არ შეესაბამება მგონი დიდად. რომ დავფიქრდი ისთი განცდა დამეუფლა რომ სხვადასხვა სახის ბრენდებს შორის დამსაქმებლის ბრენდის მართვა ყველაზე ძნელია, ზუსტად ისეთია როგორც რეალურად კომპოანიაა, რამდენიც გინდა ლამაზი შეფუთვენი და ტექნიკები გამოიყენო. ისეთი დამსაქმებლის ბრენდი აქვს კომპანიას როგორიცაა, მგონი. ასე რომ ბუნებრივად მოდის კითხვა, "კარგ დამსაქმებელში" როგორი დამსაქმებელი იგულისხმეთ? საქმეს ისიც ართულებს რომ სახვდასხვა კატეგორიის ადამიანებისთვის "კარგი დამსაქმებელი" ასევე ძალიან სხვადასხვაა.
  8. ხარისხიანი სამაგიდო თამაშები არ იყიდება თბილისში არსად. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას. ვითომ არის 1-2 მაღაზია მაგრამ იქ უფრო ე.წ. Party game-ს იყიდება და არა სასარგებლო და განმავითარებელი სამაგიდო თამაშები. ახლახანს დაიწყო წიბახას თამაშების კლუბმა გაყიდვა მაგრამ ძალიან დაბალი ასორტიმენტით. არადა კარგი სამაგიდო თამაშები ბავშვის განვითარებისთვის ძალიან დიდი ხელშეწყობაა. აფთიაქებში შემეცნებითი ექსპერიმენტების ჩასატარებელი მაგიდა რომ იდგეს, რომელიც ავტომატიზირებულად რაღაც საინტერესოს აკეთებს, ან ვთქვათ სფეროები რომაა, ცენტრიდან განმუხტვის ხაზები რომ გამოდის (გალერეას გასართობი ცენტრის შესასვლელშ რომ დგას). ან ნებისმიერი მოწყობილობა, რომელზეც ბავშვს გართობა შეუძლია სანამ მშობელი რიგშია.
  9. სამომხმარებლო ქცევის სწრაფად გამოცნობის უნარი (ვვარაუდობ რომ სხვადასხვა ადგილას და სპეციფიკის სასტუმროს სხვადასხვა აქვს). კადრების სწრაფად გავარჯიშების ნოუჰაუ, ძირითად მიმართულებებში (რესტორანი, სამლაგებლები, მექანიკა ინჟინერია...) ძალიან მაღალი კომპეტებნციის 1-2 კადრტი, რომლებსაც ბევრ მართვის ქვეშ სასტუმროში იყენებს და შედეგად თითეული უმაღლეს დონეზეა ამ მიმართულებით ისე, რომ თავად არ სჭირდება ასეთი მაღალი კვალიფიკაციის კადრი ინდივიდუალურად დააფინანსოს, ძალიან მაღალი დონის სააღრიცხვო და ყაირათიანად ხარჯვის უზრუნველყოფის სისტემები. იმდენად ეფექტური უნდა იყოს, რომ თამამად შეეძლოს შენობის შეფასება და დაქირავება!!! და შემდეგ თავად მართვა და საკმარისი მოგების მიღება, შენობისა და აღჭურვილობაში იჯარის გადახდის შემდეგ.
  10. სასტუმროში მუდმივად უნდა იყვნენ სტაჟირებაზე (თუნდაც უფასოზე, ან უკეთესია სიმბოლურ ანაზღაურებაზე) ყველა მნიშვნელოვანი სერვისიზე ადამიანები. სასტუმროების მართვის რამდენიმე კომპანიაა, მუდმივად ეძებენ კადრებს და ბაზებიც აქვთ, იქნებ რომელიმესთან რეკრუტინგის სერვისის ყიდვა გამოვიდეს? არ არის მათი ძირითადი საქმიანობა მაგრამ იქნებ რომელიმე დათანხმდეს დამატებითი შემოსავლის ხათრით
  11. ფეიერვერკს სიმაღლიდან უნდა აყურებინოთ, ლისიდანაც და ავლაბრიდანაც მთელი ქალაქი ჩანს და ფეიერვერკი ძაან შთამბეჭდავია ხოლმე. ნუ პირადად თუ არ აიყვანთ სადმე, დრონით მაინც
  12. წინა კომენტარში რაც წერის ეგ არის ჩემი აზრითაც ყველაზე სწრაფი ხერხი, კლიენტებს თუ გაუადვილებთ და დააინტერესებთ რომ უკუკავშირი დატოვონ - განსაკუთრებით უარყოფითი. სასტუმროში კლიენტების კმაყოფილების უზრუნველყოფის თანამდებობას თუ შემოიღებთ, ყველა კლიენტს მიესალმება და მერე იმათ პრობლემებს მოაგვარებს, ეგ ადამიანი იქნება ძალიან კარგი ლაკმუსის ქაღალდი, მაგრამ მაშნ შინაური უნდა იყოს, რომელიც 100% მოიტანს ინფორმაციას. იმის შიში არ უნდა იყოს რომ სასტუმროს მენეჯმენტს და თანამშრომლებს იმდენად დაუახლოვდება რომ ვეღარ მისცემს თავს კრიტიკის უფლრბას.
  13. ეს არის ისეთი იდეა, რომელიც პირველი შეხედვით ყოველთვის არამიმზიდველია, მაგრამ სამწუხაროდ რეალურად არავინ იცის იმუშავებს თუ არა, და სანამ არ გააკეთებს ვინმე ვერც გაიგებ ერთადერთი გზა არის რომ გაბედო და გააკეთო. და ამისთვის უნდა გამოიყენო, ჩემი აზრით, ბიზნესში ბოლო პერიოდშ დამკვიდრებული მიდგომა, ე.წ. "პროიტოტაიპინგი". როცა იდეას ახორციელებ, მაგრამ მინიამლური შესაძ₾ებელი ამსშტაბით. იმდენად მცირეთი, რომ წინასწარ ცნობილია, ამ მასჭატბში მომგებიანიც კი ვერ იქნება. მაგრამ გათვლა იმაზეა, რომ სამომხმარებლო ქცევა და სხვა დეტალები შეაფასო და ან საერთოდ შეცვალო მიდგომა ან უფრო მორგებული და მშა გააკეთო, მეორე ეტაპზე, როცა უკვე რეალურ ფულს ჩაასხამ წამოწყებაში. ვისაც აინტერესებს ეს მიდგომა, ერიკ რისის "Lean Startup" არის კარგი წიგნი.
  14. ცოტა ხნის წინ ლინკდინშ დამამატა ადმიანმა, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიური სტარტაპების ონლაინ ინკუბატორს და აქსელერატორს წარმოადგენს. ცნობისმოყვარეობა გამიღვიძა და გავეცანი საიტს და დასკნა ასეთია: ენჯერლ ინვესტორების ჯგუფია, რომლებსაც აწყობილი აქვთ კონსულტანტებისა და მენტორების ქსელი (მეც მაგისთვის დამიკავშირდნენ) და სხვა დამხმარე სერვისები. ეძენებ კარგ იდეებს, რომლებშიც ინვესტირებას ახდენე და შემდეგ საკუთარი ინვესტიციის დაცვას მენტორებისა და ამ სერვისების დახმარებით უწყობენ ხელს. ჩემი დაკვირვებით უფრო ისეთ იდეებს ეძებენ, რომლებიც მათ უკვე არსებული სისტემის შეიგნით მაქსიმალური წარმატების ალბათობა აქვს. ანუ არ ცდილობენ ნებისმიერ კარგი იდეას წაეპოტინონ და მერე იმტვრიონ თავი როგორ მიეხმარონ. ცენტრალური იდეა არის სისტემა რომელიც, რა თქმა უნდა, სპეციფიურია და უფრო მორგებულია ერთი სახის ბიზნესებზე და ნაკლებად დაეხმარება მეორეს. ისე დიდად წარმატებული არ ჩანდა ეს ჯგუფი მაგრამ სტიმულირების სისტემა, რომელის შესაბამისი ბიზნესები უნდა შეარჩიო, ძალიან საინტერესოდ მეჩვენა.
  15. ყველა ვარიანტში საინტერესოა. იმდენადაც კი, რომ ვფიქრობ ამ მიმართულ;ების პოპულარიზაციის დროს არც კი არის საჭირო რესურსების ხარჯვა იმაზე, რომ ადამიანები დაარწმუნო რა კარგი შედეგებია როცა კომპანია კარგად მიდის. ვფიქრობ რესურსები უნდა იმაზე დაიხარჯოს, რომ ადამიანები დარწმუნდნე რომ ისეთი დიდი რისკიც არაა ცუდად წაუვიდეს კომპანიას საქმე როგორც შენ გგონია. ჩემი აზრით რისკის აღქმა უბიძგებს ადამიანების უმეტესობას კომპანიების ნაცვლად ფული უძრავ ქონებაში ჩადონ, თორემ ის კარგად იციან რომ უკუგება კარგ კომპანიაშ ინვესტიციას მეტი ექნება.