sopo

Members
  • Content count

    3
  • დარეგისტრირდა

  • Last visited

Community Reputation

1 Neutral

About sopo

  • Rank
    Newbie

დამატებითი ფორმები

  • ტელეფონი
    599089905
  • სამუშაო გამოცდილება
    იუსტიციის სასწავლო ცენტრი (ტრენერი)
    იუსტიციის უმაღლესი სკოლა (სასწავლო პროგრამების მართვა)
  • განათლება
    სოციალური სამუშაო - მაგისტრი

საინტერესო სფეროები

  • საინტერესო სფეროები
    ჯანდაცვა
    განათლება
    კომუნიკაციები/ტექნოლოგიები
    მედია

საინტერესო სექტორი

  • საინტერესო სექტორი
    მომსახურება
    საჯარო მმართველობა
    არასამთავრობო სექტორი
  1. ინფორმაციის მოგროვება არის საუკეთესო გზა. იმის მიხედვით თუ სად იგეგმება ცენტრის გახსნა კარგი იქნება დაინტერესებული მხარე თუ განახორციელებს შესაბამის კვლევას. კვლევები ცხადყოფს და ჩემი მოკრძალებულია აზრიც ასეთია, რომ მსგავს დაწესებულებებში იკარგება ინდივიდუალობა. მთავარი რაც მათ ჭირდებათ ინდივიდუალიზმია. იქ სადაც "ყველას ერთნაირად ექცევიან" არავის უნდა გაჩერება. თუ დღის ცენტრში, განსაკუთრებით კი პანსიონში მიხვალთ და რომელიმე ხანდაზმულს ეტყვთ - მე მსმენია თქვენზე და მინდა უფრო მეტი გავიგო - იმდენს მოგიყვებათ, რომ არც გაახსენდება კვების, სეირნობისა თუ კინოჩვენების საათი. თუ კითხავთ რას ისურვებდა ყველაზე მეტად უმრავლესობის პასუხი ოჯახთან იქნება კავშირში. ვფიქრობ ესაა მთავარი. 1- ოჯახის მსგავსი გარემოს შექმნა. 2- სერვისები რომლიც არაა გამზადებული, არამედ თვითონ ქმნიან. 3- თანამონაწილეობა ისეთ პროცესებში სადაც ცენტრის ბენეფიციარები თავს მნიშვნელოვნად გრძნობენ.
  2. იცით, სასურველია უფრო ნათლად დაისვას საკითხი, კერძო მოხუცებულთა სახლში დღის ცენტრი იგულისხმება თუ სადღეღამისო ცენტრი. ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული კონცეფციაა და შესაბამისად სხვადასხვაგვარია დამოკიდებულებები. მე სოციალური მუშაკი ვარ და სტუდენტობიდან ხშირად მქონდა შეხება მსგავს ინსტიტუციებთან. არაერთი ინტერვიუ მაქვს მათთან გაკეთებული. ძალიან, ძალიან ემოციურად მახსენდება თითოეული. სანამ დავაზუსტებთ, ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებებს გამოვეხმაურები. დაბალი მოთხოვნა არვიცი რამდენადაა კავშირში ქართულ მენტალობასთან, თუმცა აქ სხვა ბევრი ცვლადია : ფასი, ადგილი, მისაწვდომობა,არაინფორმირებულობა, პირობები, საზ. დამოკიდებულება და ა.შ. ასეთ დაწესებულებებს ხშირად თავშესაფრად ან პანსიონად იხსენიებენ, რაც განამტკიცებს ნეგატიურ იმიჯს. თანამედროვე ქვეყნები მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ -კოლექტიური დაწესებულებები - (აი ჩვენ რომ ბავშვთა სახლებს და მოხუცთა პანსიონებს ვეძახით) არ ამართლებს. ამიტომაც დაიწყო დეინტიტუციაონალიზაციის პროცესი და შეიქმნა ალტერნატიული ზრუნვის ფორმები. შესაბამისად ის გავრცელებული ვიდეო თუ სტატია სადაც ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფარი გააერთიანეს ნამდვილად არაა კარგი პრაქტიკა.
  3. ყველაზე გავრცელებული მეთოდი კითხვარია, განსაკუთრებით დიდ კომპანიებში. ჩვენც კითხვარებს ვიყენებთ. თუმცა როცა ნამდვილად არის მენეჯმენტი დაინტერესებული თანამშრომელთა კმაყოფილებით, ბევრად უფრო ეფექტური მეთოდი მგონია ინტერვიუ ან ფოკუს ჯგუფი, ან გამოკითხვას +ფოკუს ჯგუფი. მოდერატორი მკვლევარი სასურველია იყოს გარე რესურსი, რომელმაც ნათლად უნდა განმარტოს ინსტრუქცია და მოიპოვოს ნდობა. ამ მეთოდით უფრო იოლია დიაგნოზის დასმა სამსახურში, ინტერპრეტაციებისა და მონაცემების დაზუსტების მეტ საშუალებას იძლევა. შესაბამისად კვლევის შედეგიც და შესაძლო რეაგირების სტრატეგიაც უფრო ახლოსაა რეალობასთან.