რეზი

Members
  • Content count

    3
  • დარეგისტრირდა

  • Last visited

Community Reputation

0 Neutral

About რეზი

  • Rank
    Newbie

დამატებითი ფორმები

  • ტელეფონი
    111111111
  • სამუშაო გამოცდილება
    არა
  • განათლება
    უმაღლესი, მაგისტრატურა მიმდინარე.

საინტერესო სფეროები

  • საინტერესო სფეროები
    ჯანდაცვა
    ფარმაცია
    განათლება
    საბანკო/საფინანსო
    კომუნიკაციები/ტექნოლოგიები
    სტუმართმოყვარეობა
    ხელოვნება
    გართობა და დასვენება
    სამშენებლო/დეველოფმენთი
    სოფლის მეურნეობა / საკვები / სასმელი
    ენერგეტიკა
    ტრანსპორტი
    მედია
    სხვა

საინტერესო სექტორი

  • საინტერესო სექტორი
    ვაჭრობა / დისტრიბუცია
    წარმოება
    მომსახურება
  1. ვერ გეტყვით რაიმე იდეალურ ფორმულას დანერგვის ნაწილში, აკაკის დავეთანხმები რომ ღირებულებები გუნდის წევრებიდან უნდა მოდიოდეს და არ უნდა იყოს რაიმე გარედან მოტანილი ან ერთი ადამიანის მოფიქრებული - ასეთ შემთხვევაში არ მოგიწევთ "დანერგვა" არამედ უბრალოდ კომუნიკაცია იქნება საჭირო. რაც შეეხება კომუნიკაციას - რაც აქამდე მინახავს პლაკატები და მსგავსი ვიზუალური მასალა ცალკე აღებული შედეგს არ იძლევა, თანამშრომლებისთვის უფრო გასაგები და მისაღებია როდესაც რაიმე ფასეულობებზეა საუბარი რეალური მაგალითები იყოს კომუნიცირებული. მაგალითისთვის რომ ავიღოთ - ფრაზა "ჩვენ ვქმნით დამატებით ღირებულებას" ცალკეულად არ არის ფასეული, თუმცა როცა გუნდის წევრებმა იციან რას ნიშნავს დამატებითი ღირებულების შექმნა კონკრეტული მაგალითიდან გამომდინარე, კედელზე დანახული წარწერა თუ ბანერი კონკრეტულ ქმედებასთან ასოცირდება. გარდა ზემოთთქმულისა: - თუ არსებობს ორგანიზაციაში შეფასებისა და მოტივაციის სისტემა, შეიძლება წლის ბოლოს შემდეგი წლის მიზნების დასახვისას თანამშრომლებმა თავად მოიფიქრონ თუ რა კონკრეტული ნაბიჯებით შეასრულებენ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ღირებულებებს და აღნიშნულის შესრულება დაისახონ მიზნად. (მიზნების მიღწევადობაზე არ ვისაუბრებ). - ახალი თანამშრომლების აყვანის დროს უკეთესია გათვალისწინებული იქნეს ორგანიზაციულ ღირებულებებთან თავსებადობის შეფასება. - უდიდესი მნიშნველობა აქვს ლიდერების ჩართულობას პროცესში, მათი ქმედებების ღირებულებებთან შესატყვისობას და მათ მიერ ფასეულობების შესახებ კომუნიკაციას.
  2. Mai-ko ჩემი აზრით პირველ რიგში დეტალურად უნდა განსაზღვროთ რა არის ორგანიზაციის დანიშნულება და შემდეგ ჩაყვეთ და ზედმიწევნით გაწეროთ რა ფასეულობები გინდათ რომ შექმნათ ორგანიზაციაში და რისი მიღწევა გსურთ (ძლიერი კულტურის გაზომვადი განსაზღვრება), მნიშვნელოვანია რომ ეს სურვილი არ მოდიოდეს ერთპიროვნული ლიდერისგან და სხვებიც ეთანხმებოდნენ, ორგანიზაციის ზომიდან გამომდინარე ღირებულებების შექმნაში (სიტყვიერად ჩამოყალიბებაში) ჩართული უნდა იყოს ყველა ხელმძღვანელი პირი და მათთან ერთად საინიციატივო ჯგუფი ან შესაძლოა ყველა თანამშრომელი. ამის შემდეგ უკვე ნიშვნელოვანია კომპანიაში ძირეულად შეიცვალოს პროცესები და მოერგოს კორპორატიული კულტურის ძირითად ღირებულებებს, მიმდინარე პროცესების გადახედვა და მორგება გრძელვადიან პერსპექტივაში შექმნის ორგანიზაციაში იმ კულტურას რისი დანერგვაც გინდათ.
  3. მოგესალმებით, ყველაზე მარტივი იდეა რაც მომდის არის ჩირების შესაჭმელად სპეციალური ხის ჩხირების მოყოლება რომელსაც ჩაარჭობ და ისე შეჭამ, ცოტათი უფრო კომფორტულს გახდის პროცესს. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ მომხმარებლის საჭიროება, კერძოდ, ჩირი უნდა იყოს მოხმარებისთვის მარტივი (როგორც ფასის ასევე პროცესის თვალსაზრისით), რაც ამ ეტაპზე ასე არ არის. შეფუთვების მოცულობა დიდია და თვითონ ჩირებიც დიდია (მთლიანები), ფასი მაღალი, ჭამის დროს ხელი გესვრება რადგან ჩირს აქვს თავისი რაღაც სიტკბო და მუშაობის პროესში არაკომფორტულია. მოკლედ რამდენიმე ფაქტორია სხვა. გამოსავალი შეიძლება იყოს შედარებით მცირე ზომის ნაჭრებად დაჭრა, მცირე ზომის შეფუთვა, თუმცა ესენი არ არის მარტივი და გარკვეულ ინვესტიციას მოითხოვს.