
უჩა
Honorary Members-
Content count
36 -
დარეგისტრირდა
-
Last visited
Community Reputation
5 NeutralAbout უჩა
-
Rank
Advanced Member
დამატებითი ფორმები
-
ტელეფონი
558269696
-
სამუშაო გამოცდილება
სინერჯი ჯგუფი - პროექტის მენეჯერი
-
განათლება
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი
საინტერესო სფეროები
-
საინტერესო სფეროები
განათლება
საბანკო/საფინანსო
კომუნიკაციები/ტექნოლოგიები
სტუმართმოყვარეობა
ხელოვნება
გართობა და დასვენება
სოფლის მეურნეობა / საკვები / სასმელი
ტრანსპორტი
სხვა
საინტერესო სექტორი
-
საინტერესო სექტორი
ვაჭრობა / დისტრიბუცია
წარმოება
მომსახურება
ქსელური მართვა
-
უჩა started following გაგვიზიარეთ შეხედულება თუ რომელ აფთიაქს ანიჭებთ უპირატესობას
-
1. ტერიტორიული ხელმისაწვდომობა, რამდენად ახლოს არის ჩემთან 2. ბრენდის სანდოობა, რამდენად ვიცი აფთიაქის შესახებ და ვენდობი ფარმაცევტებს 3. მომსახურების ხარისხი, რამდენად ცდილობს ის პროდუქტი შემირჩიოს რაც მე მინდა და არა რომ მეტი გაყიდოს ვისურვებდი ისეთი პროდუქტების დამატებას, რომელიც დაგვეხმარება ყოველდღიური მოხმარების არაჯანსაღი პროდუქციის ჩანაცვლებაში (მაგ, ჩაი, შეიძლება პურიც და სხვა) სერვისებში დისტანციურად შეკვეთის სერვისს დავამატებდი, რომ ადგილზე ლოდინი არ მომიწიოს რიგის გამო (თუმცა გლოვოს უკვე აქვს მემგონი) და ადგილზე მიტანის სერვისიც მოსახერხებელია ძალიან
- 10 replies
-
სასტუმროების მოზიდვის ამოცანაზე ვიმუშავეთ რამდენიმე შემდეგი მიმართულებით: 1. Booking.com-დან დაბალი რეიტინგის მქონე სასტუმროების ბაზა მოვიძიეთ და პირდაპირი შეხვედრები ჩავატარეთ სასტუმროს მენეჯერებთან/დამფუძნებლებთან. დაინტერესება ძირითადი კონკრეტული მიმართულებების ამოცანებზე მოდიოდა(დატვირთვები, საუზმის განვითარება და სხვა) და არა მართვაში შესვლის სერვისზე, ამ ადამიანებს მეტ-ნაკლებად ჰქონდათ მართვის პროცესები 2. Linked-in სოციალური ქსელი გამოვიყენეთ, სადაც ჩვენი პარტნიორების პროფილებზე განვათავსეთ შეთავაზება, თუმცა მცირედი ინტერესი მოყვა ამ შეთავაზებას და თან ჩვენთვის ნაკლებად საინტერესო სასტუმროები დაგვიკავშირდნენ 3. ინფორმაცია გავავრცელეთ Ambebi.ge-ზე, სადაც ჩვენი სასტუმროს შესახებ სტატია გავავრცელეთ, რის შედეგადაც რამდენიმე საინტერესო სასტუმრო დაგვიკავშირდა დღევანდელი მდგომარეობით რამდენიმე საინტერესო სასტუმროსთან გვაქვს მოლაპარაკებები, თუმცა ჩვენი მიზანი საქართველოს მაშტაბის სრულად დაფარვაა (15 სასტუმრო) და მიმდინარედაც აქტიურად ვეძებთ ახალ სასტუმროებს მეგობრებო გთხოვთ გაგვიზიაროთ თუ გაქვთ იდეები ან მოსაზრებები თუ როგორ უნდა ვიპოვოთ ჩვენთვის საინტერესო (განმარტებულია ამოცანის თემაში) სასტუმროები საქართველოს მასშტაბით
-
უჩა started following რუს ტურისტებზე რა ვიცით?
-
TripAdvisor-ის ბლოგზე ხშირად წერენ შეფასებებს საქართველოს შესახებ. ძირითადი დადებითები რასაც საქართველოს შესახებ ამბობენ არის, რომ უსაფრთხო ქვეყანა ვართ. ასევე სამოგზაუროდ კომფორტული და საკმაოდ იაფი. ერთ-ერთი რუსული ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, - "საქართველოში მოგზაურთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ეს ქვეყანა ბევრს უყვარს. თბილისი ძალიან ლამაზი ქალაქია. გარდა ამისა, საქართველოს აქვს სათხილამურო კურორტები. საოცრად გემრიელი სამზარეულო. ყველა მათგანი, ვინც კი იქ ერთხელ მაინც წასულა, მათ შორის ახალგაზრდები, აუცილებლად გეგმავენ კიდევ წასვლას, რადგან დდაუვიწყარი შთაბეჭდილებებით ჩამოდიან.
-
დღეს ალბათ ყველაზე მასიური და შედეგიანი არხი არის სოციალური ქსელები - Facebook და ინსტაგრამი, შეგვიძლია ამ მიმართულებით გავაკეთოთ კონცენტრაცია და ამ არხებში მოვიფიქროთ საინტერესო იდეები
-
მადლობა არჩილ, გეთანხმებით მოკლე დროში ცნობადობის გასაზრდელი ხერხებისა და არხების მიმართულებით ფიქრი მეტად შეგვზღუდავს კრეატიულობასა და ახალი იდეების აღმოჩენაში, ამიტომ ამ არხებში რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გაცნობის კონტენტის მოფიქრების ამოცანის მიმართულებით შეგვიძლია დავიწყოთ ფიქრი
-
უფრო გვინდა, რომ ჩაიზე როდესაც ფიქრობენ მანნა ახსენდებოდეთ და იცოდნენ ამ ბრენდის არსებობის შესახებ
-
უჩა started following როგორ გავაცნოთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მანნას ბრენდი?
-
ორივე ტიპის ადამიანი საინტერესოა, რომ ვაქციოთ მანნას მომხმარებლად, მაგრამ თუ მაინც არჩევანზე მიდგა საქმე, უფრო მაინც პირველი, რადგან მგონია უფრო დიდი კატეგორია არის ადამიანების ვინც ჩაის მომხმარებელია, მათ მზაობაც უფრო მეტი ექნებათ და ინტერესიც
-
ორგანული ნიშნავს ეკოლოგიურად სუფთას, არ შეიცავს საზიანო ნივთიერებებსა და დანამატებს. მანნას გარდა მსგავსი ხარისხის ჩაი აქვთ სხვა ბრენდებსაც რაც შეეხება სახეობებს მასიური წარმოებები ასკილის, მოცვისა და პიტნის მიმართულებით არ არის, თუმცა სერიულად აწარმოებენ კონკურენტები
-
უჩა started following როგორ გავზარდოთ მანნას ჩაის რეგულარული მომხმარებლების რაოდენობა?
-
ხარისხის შემოწმება ვიზუალურ დათვალიერებასაც მოიცავს და ლაბორატორიულ კვლევებს, მაგრამ ლაბორატორიული კვლევები ძირითადად უკვე გაკეთებული აქვთ მომწოდებლებს და ამის დამადასტურებელი საბუთიც აქვთ, ანუ ამ შემთხვევაში ბერკეტი მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებაა (სუნი, ფერი, ქსოვილი, ხარისხის დოკუმენტი) ხარისხის განამრტებას რაც შეეხება ხორცი სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს, ანუ სტანდატულად მსგავსი ხორცი უნდა მივიღოთ. სტანდარტს რაც შეეხება ძალიან დეტალებია თითეულ კომპონენტში (მაგალითად, რა ფერი უნდა იყოს? როგორი სუნი უნდა ჰქონდეს?), შეგვიძლია დაშვება გავაკეთოთ, რომ სტანდარტულად ერთი ხარისხის ხორცი უნდა მივიღოთ
-
ჩემი აზრით, ახალგაზრდებისთვის ხმის მისაწვდენად ყველაზე კარგი ეფექტური არხი არის ციფრული მედია (ინსტაგრამი, Facebook, Google ads). ამ არხებში ჩიკორის პროდუქცია უნდა დაუკავშიროთ მათთვის საყვარელ და მოთხოვნად პროდუქტებს (პირობითად, შეიძლება ვთქვათ, რომ ჩირი უნდა მიირთვა გამაგრილებელ სასმელთან ერთად,მაგალითად როგორც კოკა-კოლა პოზიციონირებს "ყველა კერძს უხდება კოკაკოლა") შესაძლებელია ახალგაზრდა ინფლუენსერების დახმარებით გავხადოთ პოპულარული ჩირი, ისეთი ახალგაზრდები რომლებიც დადებითი კუთხით ცნობილები არიან (მაგ. სპორტსმენები, მომღერლები და სხვა.)
-
მადლობა გურამ, რა სახის შეჯიბრებებს აკეთებენ, რაიმე მაგალითიც ხომ არ იცით? და ამ შეჯიბრებს მაღაზიის მენეჯმენტის უგეგმავს თუ რომელიმე მომწოდებელი?
-
სავარაუდოდ ერთ ფილიალში ეს პროცესი დამოკიდებული არის ადამიანებზე და მათ კომპეტენციებზე. ჩვენი მიზანი არის, რომ შევქმნათ სისტემა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ერთი ადამიანის კომპეტენციაზე და მოხდება ხარისხის პარალელური კონტროლი ქსელის განვითარებასთან ერთად სირთულეც ეს მგონია, რომ ერთი ადამიანის კომპეტნცია საკმარისი არ იქნება და შესაძლებელია კონფლიქტური ამოცანის "მფლობელიც" გახდეს. მაგალითად: ნედლეულის მომწოდებლისგან შეძენა და მაღაზიაში მისი მიღება