tami

Administrators
  • Content count

    264
  • დარეგისტრირდა

  • Last visited

  • Days Won

    22

Everything posted by tami

  1. ეს მაღაზია ჯერ არ იყო გახსნილი, როდესაც მის სტრატეგიას ვამუშავებდით, მგონი ახლაც არ არის ამოქმედებული, ბელიაშვილზე მდებარეობს
  2. თუ ივლიდით განცალკევებულად ესეთ მაღაზიებში? სადაც ორგანული და ჯანსაღი პროდუქტი იყიდება მხოლოდ? (ფასი საშუალოზე მაღალია ასეთ პროდუქტებზე) თუ არჩევდით დიდ მარკეტებში მსგავსი პროდუქტების შეძენას? (თუ ვივარაუდებთ რომ ისინიც დაამატებენ თავიანთ ასორტიმენტში მსგავს პროდუქტებს)
  3. როგორც ყველამ ვიცით, ძალიან იზრდება ონლაინ კურსებისა და ონლაინ განათლების სექტორი, რაც საერთაშორისო დონის ცოდნების უკვე ბევრად მეტისთვის ხდის ხელმისაწვდომს. გვაინტერესებს თქვენი მოსაზრებები - სამომავლოდ როგორ ხედავთ - დარჩება თუ არა ადგილი ლოკალური სწავლებებისთვის (მათ შორის ლოკალური ონლაინ კურსებისთვის), თუ გრძელვადიანად გლობალურ განათლების სისტემაში მოვექცევით ყველანი.
  4. მეგობრებო, როგორ ფიქრობთ, ჩვენი მხრიდან რა ტიპის მოტივაციის სქემები ან აქტივობები იქნებოდა თქვენთვის ყველაზე მასტიმულირებელი, რომ აქ აქტიურობის სურვილი გაგიჩნდეთ
  5. @გიორგი თოდუა მადლობა გიორგი იმედი გვაქვს აქტიური წევრი იქნებით ჩვენს პლატფორმაზე სახელის მონიშვნის ფუნქცია აქვს @-ს გამოყენებით, quote- არის ტექტის ციტირება (როდესაც მონიშნავთ ტექსტს - იქ ჩნდება ეს ოპცია) რაც შეეხება მოტივირებას - როგორ ფიქრობთ, გამორჩეული წევრების დაჯილდოვება ყოველთვიურად უნდა ხდებოდეს? და როგორ უნდა ვაპიარებდეთ ამას რომ სხვა წევრებისთვისაც მიმზიდველი აღმოჩნდეს?
  6. რა არ მოგწონთ თემების ფორმატში, ზოგადად საიტთან დაკავშირებით შენიშვნები, განხილვის მიდგომებში - რა გამოვასწოროთ - გთხოვთ მაქსიმალურად დააფიქსიროთ თქვენი შენიშვნები.
  7. დისნეის წიგნში წერია საინტერესო რაღაც: ძალიან მნიშვნელოვანია პირველი შთაბეჭდილება და მაქსიმალურად ცდილობენ, პირველივე ინტერაქცია იყოს რაც შეიძლება დასამახსოვრებელი, მაგ. გასაუბრება ჩაუტარდეთ დისნეის პარკში და ა.შ.
  8. @Mari Vipsecretary მადლობა საუკეთესო იდეებისთვის, სასიხარულოა როდესაც ასე ხდება თანამშრომლებზე ზრუნვა ვფიქრობ რომ ეს სტატია შეიძლება საინტერესო შეიძლება იყოს თქვენთვის http://strategy.ge/2009/08/07/cheap-motivation-systems/
  9. ბევრ ორგანიზაციას უდგება ხოლმე პერიოდები, განსაკუთრებით ახლადშექმნილ კომპანიებს, როდესაც ორგანიზაციას ექმნება ქეშის დეფიციტი და თანამშრომლებს უგვიანდებათ ანაზღაურება. რა თქმა უნდა, მენეჯმენტი პასუხისმგებელია, რომ ესეთი შემთხვევები არ იყოს ორგანიზაციაში, მაგრამ მაინც არის ეგეთი შემთხვევები, მათ შორის ჩვენს პორტფელურ კომპანიებში. საინტერესოა თქვენი პრაქტიკის გაზიარება - ასეთ დროს როგორ მოქმედებთ, რომ დემოტივაციამ არ იმოქმედოს კომპანიის საქმიანობაზე, განსაკუთრებით კი მომსახურების/პროდუქტის ხარისხზე - რომელიც ეგრევე დიდ გავლენას ახდენს ორგანიზაციის პერფორმანსზე.
  10. ზაფხული ლაშქრობების და მოგზაურობების სეზონია და ამ მიმართულებით მარკეტინგი, ხილის წაღება მოუხერხებელია ესეთ დროს; მაგალითად აეროპორტებში გაყიდვა, გიდების დაინტერესება და რაიმე ქეშ ბექის მიცემა პრომოუშენისთვის, მიკროავტობუსების ბრენდირება; საზაფხულო სალათებია სადაც ჩირი გამოიყენება და მაგის პრომოცია პლიაჟებზე გაყიდვა ჩამოტარებით ან ლოკაციებით
  11. მადლობა კობა, 8000ის ღვინოები ნამდვილად გამორჩეულია გემოვნური და ხარისხობრივი თვისებებით, თქვენ როგორ ფიქრობთ - რა ფორმით უნდა მივიტანოთ ღვინო ტურისტებამდე და როგორ მოვანდომოთ რომ დააგემოვნოთ?
  12. @soso @Mariam Zh.მადლობა მეგობრებო, მინდა ხაზი გავუსვა რომ არაა აუცილებელი hospitality სექტორში მოღვაწეობდეს კომპანია, შეიძლება ნებისმიერი სფერო დაასახელოთ (მაგ. ბანკი, აფთიაქი, საჯარო ორგანიზაცია, მაღაზია და ა.შ..)
  13. თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელი კომპანია ან ობიექტია გამორჩეული მზრუნველი თანამშრომლებით, მომსახურებაზე ორიენტაციით, მაღალი ხარისხის მომსახურებით? და რაში გამოიხატებოდა ეს განსაკუთრებულობა? დაასახელეთ ნებისმიერი დარგი, ნებისმიერი ორგანიზაცია ან თუნდაც პატარა დაწესებულება, გავუზიაროთ ერთმანეთს მოსაზრებები ამ მიმართულებით
  14. აკაკი, მადლობა კომენტარისთვის, ხარისხით ნამდვილად ძალიან კარგი ჩაია, გირჩევთ დააგემოვნოთ როგორ ფიქრობთ - თქვენნაირ მომხმარებლამდე როგორ უნდა მოვიტანოთ ინფორმაცია ყველაზე ეფექტურად? მხოლოდ ინფორმაცია საკმარისი იქნება თუ დაგემოვნება აუცილებელია?
  15. სასტუმროებს შევთავაზოთ ბარის მოწყობა მათ სივრცეში ჩვენი კონსულტანტით და მოგება გავუყოთ
  16. კარგად ვერ გავიგე ამოცანა - 8000ში გვინდა მოვიდნენ? თუ ჯერ სხვაგან გასინჯონ, მოეწონოთ და მერე მოვიდნენ ჩვენთან შესაძენად?
  17. ამოცანის განმარტება: მიზანია სასტუმრო იყოს დატვირთული არასეზონზე მინ. 50%-ით. სტუმრები ძირითადად არიან წყვილები და მცირე ჯგუფები, ვისაც სურთ ქართული კულტურისა და ხელოვნების შეცნობა. სასტუმროს ძირითადი უპირატესობებია: კარგი ლოკაცია (პლეხანოვზე), მრავალფეროვანი ქართული საუზმე და მეგობრული თანამშრომლები. სასტუმროს სისუსტეებია: ძველი რემონტი და მოძველებული ადრე დაწერილი ცუდი რევიუები ბუქინგზე (სისუფთავეზე, სერვისზე და ოთახის აღჭურვილობაზე, ასევე მწირ საუზმეზე. ამ პრობლემატიკის უდიდესი ნაწილი მოგვარებულია). შენიშვნა: ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობა არ არის ეფექტური, იმიტომ რომ დიდი ჯგუფები ვერ ეტევა და არ არის საინტერესო მათთვის.
  18. მოგეხსენებათ, ფეისბუქისა და ინსტაგრამის დაბუსტვის თანხები ძალიან მცირეა, მაგრამ როდესაც დიდ ბაზარზე გადიხარ - მილიონობით ადამიანზე წვდომა უკვე ძალიან დიდ ბიუჯეტს მოითხოვს და მცირე ბიუჯეტით კი მცირეა იმის შანსი - გაარტყა სწორედ იმ ადამიანს, რომელიც უახლოეს მომავალში გეგმავს თბილისში ვიზიტს. :)) თქვენი რჩევები გვინდა - კონკრეტულად რუსეთის ბაზარზე რომ დავკონცენტრირდეთ - რა ტიპის პოსტები შეიძლება დავდოთ, და ვისზე დავბუსტოთ - რომ ეფექტი ჰქონდეს?
  19. როგორც იცით, თეისთ გრუპი შედის 25-40 ნომრიანი სასტუმროების მართვაში და ეხმარება დატვირთვებში, შემოსავლების ზრდასა და ხარისხის უზრუნველყოფაში. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს შეთავაზება, რომ სურვილი გაუჩნდეთ ჩვენთან თანამშრომლობის - და რა საფასურის სანაცვლოდ. ან როგორ უნდა ითვლებოდეს მენეჯმენტის საკომისიო.
  20. ზოგადი ინფორმაცია: საუბარია საუბნო აფთიაქების ქსელზე, რომელიც განთავსებულია მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, თბილისსა და რეგიონებში, არამაგისტრალურ ტერიტორიაზე, არის მომცრო ზომის, ლოკალური საჭიროების ასორტიმენტით აღჭურვილი. სამუშაო საათებია 9:00-22:00, შაბთ-კვირის ჩათვლით. ბიზნეს მოდელის პრიორიტეტებია ფარმაცევტები - კვალიფიციური, სანდო, პროაქტიური, რომლებიც იცნობენ თავიანთ მომხმარებლებს და მათ საჭიროებებს. ფარმაცევტებს შეუძლიათ კვალიფიციური რჩევის მიცემა და ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან დაკავშირებით მომხმარებლების სწორად დაკვალიანება, გამოირჩევიან გულისხმიერებით. პროდუქტები - უმაღლესი ხარისხის ბრიტანული, ესპანური, ამერიკული საკვები დანამატები, ვიტამინები, რომელიც ჯანმრთელობისთვის, ცხოვრების ხარისხის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია. მედიკამენტები, პარაფარმაცია, მოვლის საშუალებები, ვიტამინები და საკვები დანამატები, ჯანმრთელობაზე ზრუნვის სხვა უამრავი პროდუქტი ან სერვისი დაწყებული ჯანსაღ ცხოვრებაზე წიგნებიდან დამთავრებული ბავშვის გონების განვითარების სათამაშოები თუ ორსულის ბალიშები და სხვა დეცენტრალიზებული სისტემა, რაც ადგილზე ფარმაცევტს საშუალებას აძლევს გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღოს ოპერატიულად. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ფასებს, ასორტიმენტს, მომხმარებლის დასაჩუქრებას ან სხვ. მიზანია, რომ უბანში მინიმუმ 1000 ოჯახი სტაბილურად ამ აფთიაქში დადიოდეს. (თუ დავუშვებთ, რომ ლოკაცია ხელს უწყობს)
  21. ამ ეტაპზე კონკრეტული საუკეთესო ქეისი არ გვაქვს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სასტუმროებთან, თუმცა უმეტესობას სურვილი აქვს რომ იჯარით მოგაქირავოს და ამით რისკები დააზღვიოს.
  22. რაღაც ფბ გვერდი ყოფილა - ჯორჯიან ვანდერერს, უცხოელები არიან გაერთიანებულებიო და ერთმანეთს აძლევენ რჩევებსო, მანდ შეიძლება ფარული რეკლამები (ამირანმა იცის ზუსტად ფბ გვერდი)
  23. ვეთანხმები მაიკოს, მქონია შემთხვევა რომ ღვინო გამიხსნია და გემო ჰქონდა შეცვლილი. იდეა მომივიდა, მარტივი ვიდეო რგოლის ჩაწერა - სტუმრები მოდიან, ხსნი ღვინოს და ცუდი გემო აქვს - და 8000ის ლოგო - მოგიტანთ საუკეთესო ღვინოს 1 საათში