ყველა აქტიურობა

This stream auto-updates   

  1. Today
  2. ჩემი აზრით ყოველთვის შეიძლება ონლაინ იყიდოს ადამიანმა. მაგრამ არის სიტუაციები როდესაც ღვინოსთან ერთად სხვა რაღაცეების ყიდვაც უნდათ ხოლმე. ასევე კარგი იქნება იმ დღესვე მიტანის სერვისი თუ იქნება. მე პირადად როცა დამჭირდა ძალიან ცოტას აქვს იმავე დღეს მიტანა
  3. ეს მაღაზია ჯერ არ იყო გახსნილი, როდესაც მის სტრატეგიას ვამუშავებდით, მგონი ახლაც არ არის ამოქმედებული, ბელიაშვილზე მდებარეობს
  4. ნებიამიერ შემთხვევაში გაამართლება. ნელნელა ძალიან მნიშვნელოვანი ხდება ადამიანებიათვის ეს თემა. ასევე კარგი იქნება ცნობიერების ამაღლება ამ მიმარტულებით ბლოგპოსტებია და ვიდეორგოლების სახით
  5. ჩემი აზრით ტრადიცილ განათლებას მომავალი არ აქვს. ნებიამიერ შემთხვევაში ონლაინ განათლება განვითარდება საქართველოში. თუმცა რა პერიოდი იქნება საჭირო რთული სათქმელია. ჩემი აზრით ონლაინ სწავლების დიდი წილი უცხოურ პლატფორმებზე გადანაწილდება თუმცა მოთხოვნა აუცილებლად დარჩელა ლოკალურ კურსებზე. როგორც ონლაინ ასევე ოფლაინ
  6. ინფორმაციის მოგროვება არის საუკეთესო გზა. იმის მიხედვით თუ სად იგეგმება ცენტრის გახსნა კარგი იქნება დაინტერესებული მხარე თუ განახორციელებს შესაბამის კვლევას. კვლევები ცხადყოფს და ჩემი მოკრძალებულია აზრიც ასეთია, რომ მსგავს დაწესებულებებში იკარგება ინდივიდუალობა. მთავარი რაც მათ ჭირდებათ ინდივიდუალიზმია. იქ სადაც "ყველას ერთნაირად ექცევიან" არავის უნდა გაჩერება. თუ დღის ცენტრში, განსაკუთრებით კი პანსიონში მიხვალთ და რომელიმე ხანდაზმულს ეტყვთ - მე მსმენია თქვენზე და მინდა უფრო მეტი გავიგო - იმდენს მოგიყვებათ, რომ არც გაახსენდება კვების, სეირნობისა თუ კინოჩვენების საათი. თუ კითხავთ რას ისურვებდა ყველაზე მეტად უმრავლესობის პასუხი ოჯახთან იქნება კავშირში. ვფიქრობ ესაა მთავარი. 1- ოჯახის მსგავსი გარემოს შექმნა. 2- სერვისები რომლიც არაა გამზადებული, არამედ თვითონ ქმნიან. 3- თანამონაწილეობა ისეთ პროცესებში სადაც ცენტრის ბენეფიციარები თავს მნიშვნელოვნად გრძნობენ.
  7. მთავარია მოხუცებისთვის იყოს სასურველი. შემდეგ მათ ემოციებს ვიდეორგოლების სქშუალებით მაქსიმალურად გავრცელება არის შესაძლებელი. მსგავსი ციდეოები ძქლიან ვირუსული გამიდის სოც. ქსელებში. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია მიხუცები რაიმე საქმით იყვნენ დაკავებულები. მგონია რომ მოხუცები არამხოლოდ მარტო ყოფნით არიან მოწყენილები. მათ უმრავლესობას არ აქვთ ჰობი და არ არიან არაფრით დაკავებულები. რაიმე სასარგებლო საქმეს თუ გამოუნახავთ, ცოტა შემოსავალსაც იღებდნენ და სამუშაო ადგილითაც შესაძლებელია შეიფუთოს მოხუცთა სახლი. ამ შემთხვევაში ალბათ უკეთესიბიქნება თუ საღამოს სახლში დაბრუნდებიან.
  8. უფრო მეტ პოსტ დავწერდი რომ მქონდეს იმის მკაფიო აღქმა და შეგრძნება როგორ ხორციელდება ან რატომ არ ხორციელდება ჩემი დაწერილი მოსაზრებები და იდეები. ფორუმის ფორმატი ჩემტვის ცოტა მოძველებულია და ესეც დამატებით არ მახალისებს რომ დავწერო.
  9. უნდა აწარმოოთ ჩირის დანამატი ჩაისთვის, რომელსაც ჩაის დალევის შემდეგ შეჭამ ან თვითონ ჩაის მიაყოლებ დალევის პროცესში. . ე.ი. ჩირი უნდა დააქუცმაცო მაგრამ არც ისე ძალიან პატარა ნაწილაკებად, შეურიო ერთმანეთს და ურჩიო მყიდველს რომ ერთჯერადი ჩაის პაკეტებთან ერთად ჩაყაროს ჭიქაში.. ჩაის რომ დალევს ამ ჩირის ნაჭრებს მიირთმევ .. ან თვითონ ჩაის მიაყოლებ .. ძაან გემირელია. განსაკუთრებით თუ ჩირის მიქსი არის კარგად შეხამებული..
  10. კომენტარი შეფასედეს შინაარსის მიხედვით და არა ერთ ლარად.. მაგალითად თუ მიიჩნევთ რომ რჩევა სასარგებლოა - მაშინ 100 ლარიც არ უნდა დაგენანოთ.. თორემ სისულელეში და აზრიან რჩევაში ერთნაირად 1 ლარის გადახდა არაადეკვატურია
  11. მეგობრებო, როგორ ფიქრობთ, ჩვენი მხრიდან რა ტიპის მოტივაციის სქემები ან აქტივობები იქნებოდა თქვენთვის ყველაზე მასტიმულირებელი, რომ აქ აქტიურობის სურვილი გაგიჩნდეთ
  12. @გიორგი თოდუა მადლობა გიორგი იმედი გვაქვს აქტიური წევრი იქნებით ჩვენს პლატფორმაზე სახელის მონიშვნის ფუნქცია აქვს @-ს გამოყენებით, quote- არის ტექტის ციტირება (როდესაც მონიშნავთ ტექსტს - იქ ჩნდება ეს ოპცია) რაც შეეხება მოტივირებას - როგორ ფიქრობთ, გამორჩეული წევრების დაჯილდოვება ყოველთვიურად უნდა ხდებოდეს? და როგორ უნდა ვაპიარებდეთ ამას რომ სხვა წევრებისთვისაც მიმზიდველი აღმოჩნდეს?
  13. დისნეის წიგნში წერია საინტერესო რაღაც: ძალიან მნიშვნელოვანია პირველი შთაბეჭდილება და მაქსიმალურად ცდილობენ, პირველივე ინტერაქცია იყოს რაც შეიძლება დასამახსოვრებელი, მაგ. გასაუბრება ჩაუტარდეთ დისნეის პარკში და ა.შ.
  14. Last week
  15. ორივე შემთხვევა საინტერესოა და იდეების მოსმენაც ორივე მიმართულებით იქნება სასურველი
  16. მოგესალმებით, სინერჯი ჯგუფის საინტერესო ინსაითებს და სტატიებს წლების წინ ვკითხულობდი ხოლმე და ძალიან გამიხარდა სადისკუსიო კუთხეც რომ შექმენით. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, თუ მაინც და მაინც ფორუმის ფორმატი გინდათ, აიღეთ მაგალითი ფორუმ.გე-დან (თან საქმეს გაადვილებს ისიც, რომ იგივე ძრავს იყენებთ რაც ისინი), ვგულისხმობ წევრის "დაძახების" (სახელის ჩასმის) და წევრის პოსტის მონიშნული ნაწილის ციტირების ფუნქციას. ასევე, თუ გადახედავთ რედიტსაც, ბევრი რამის გადმოღება შეიძლება მათგანაც. ჯამურად კი, ჩემი აზრით ფორუმის ამგვარი სახე მოძველებულია (არატრენდულია) და თქვენ ადგილზე დავფიქრდებოდი ხომ არ ჯობდა ბიზნეს კომუნითის შექმნა (ლინკდინის ლაითი ვერსია, ქართული ვარიანტი), საწევრო შენატანით. პ.ს. პოსტის დაწერის სანაცვლოდ თანხის დარცხვის შესახებ კი ვეთანხმები წევრების მიერ ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებებს რომ ეს გზა შეიძლება არ იყოს საუკეთესო მოტივატორი აქტიურობისთვის, სანაცვლოდ გთავაზობთ "აღიარების" პოლიტიკას, მაგ. გამორჩეული წევრები სიმბოლურად დააჯილოდვოთ, საპატიო წევრებად ან პარტნიორებად დაასახელოთ და ა.შ.
  17. @Mari Vipsecretary მადლობა საუკეთესო იდეებისთვის, სასიხარულოა როდესაც ასე ხდება თანამშრომლებზე ზრუნვა ვფიქრობ რომ ეს სტატია შეიძლება საინტერესო შეიძლება იყოს თქვენთვის http://strategy.ge/2009/08/07/cheap-motivation-systems/
  18. გამარჯობა ქალბატონო ნონა, ერთი პასუხი არ მაქვს თქვენს შეკითხვაზე. შემიძლია ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე ვისაუბრო. ყველაფერი დამოკიდებულია როგორია თქვენი პოზიციონირება. ამ ბოლო პერიოდში პოპულარული გახდა ჯანმრთელი კვება და ფიტნესი, ამიტომ ამ მიმართულებით შევეცდებოდი შესაძლებლობების ძიებას. ინტერნეტში ზედაპირული მოძიებით ვიპოვე გარკვეული სტატიები, სადაც საუბარია ჩირის კვებით ღირებულებაზე და სარგებელზე (https://universityhealthnews.com/daily/nutrition/is-dried-fruit-healthy-9-reasons-to-eat-some-today/). პოზიციონირებისას შეგიძლიათ ხაზი გაუსვათ, რომ შეიცავს მიკროელემენტებს, ანტიოქსიდანტებს და ა.შ. (რა თქმა უნდა თუ ეს ყველაფერი შეესაბამება სინამდვილეს). ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ სოციალურ ქსელები გამოიყენოთ აქტიურად და ე.წ. ინფლუენსერები დახმარებით საზოგადოებას ჩირის დადებითი მხარეები გააცნოთ. განსაკუთრებით ისეთი ინფლუენსერები, რომლებიც ფიტნესით არიან დაკავებულები. გისურვებთ წარმატებას.
  19. ჩვენ პატარა საბუღალტრო კომპანია ვართ და მე როგორც დამფუძნებელი და დირექტორი ასე ვცდილობ ვიყო კარგი დამსაქმებელი: 1. სამუშაო საათები 10 იდან 4 მდე, ხუთშაბათის და შაბათ-კვირის გარდა; (ხუთშაბათი , შაბათი და კვირა არის პირადი დრო სწავლისა, ოჯახისა და დასვენებისთვის); 2. პროფესიული კურსის დაფინანსება და სწავლაში ხელშეწყობა - წელიწადში ერთი მაინც, შარშან იყო IFRS სტანდარტის ოფიცერი, წელს სამშენელო სექტორი.. 3, საშობაოდ, სააღდგომოდ და შვებულებაზე დამატებით 100 ლარი ხელზე ასაღები პრემია; (ამდენივე ოჯახის შექმნის ან ავადმყოფობის დროს); საჩუქრები თანამსრომელთა დედებისთვის დედის დღეზე, ასევე საჩუქრები 8 მარტსა და კომპანიის დაბადების დღეზე; 4, ჯანმრთელობის დაზღვევის სრული პაკეტი; 5. ბავშვის შეძენისას პრემია 500 ლარი; (ხელზე ასაღები); 6. საახალწლოდ კორპორატიული 2 დღიანი ოჯახის წევრებთან ერთად რომელიმე ბრენდულ სასტუმროში, წინა წლლებში იყო გუდაური-ალპინა, მარკო პოლო, წელს -ბაკურიანი კრისტალი, ზაფხულში-კაჭრეთის ამბასადორი..-ერთ დღიანი თიმ ბილდინგი ოჯახებთან ერთად; 7. შეკრული გუნდი - რათა ადვილად შეძლონ ერთმანეთის შეცვლა და დახმარება 8 ხელფასი ასეთი დაკავების პირობებში 1600 დან 2300 მდე; (ხელზე ასაღები); 9. თანამშრომელთა სტრესული ფონის შემცირებისთვის, კლიენტთან ხელშეკრულების დადებისთანავე ვაცნობთ ჩვენს სამუშაო განრიგს, მაგალითად რომ 3 საათამდე შემოსულ მეილებზე ვრეაგირებთ იმავე დღეს, 3 საათის შემდეგ კი შემდეგ სამუშაო დღეს, რომ არასამუშაო დროს ზედდებულებს და ინვოისებს ვერ ვწერთ..და კიდევ მრავალ ნიუანს.. რომ თანამშრომელსა და კლიენტს შორის სწორი მოლოდინები გაჩნდეს) კიდევ ბევრი გეგმები მაქვს.. ოფისი შევიძინეთ და აუცილებლად მოვაწყობ ბავშვთა კუთხეს, როცა ბაღი ან სკოლა დაკეტილია გარკვეული მიზეზების გამო, ჩვენ დიდი სიხარულით მივიღოთ ჩვენი პატარები ჩვენთან მივიღებ წინადადებებს, რაც ჩემი გუნდის გახარებაში გამომადგება... www.vipsecretary.ge
  20. ჩემი აზრით, მოტივაციას გაზრდის, თუ ღიად გავაანალიზებთ, რამ გამოიწვია პრობლემა და მთელი გუნდი ჩაერთვება აღმოჩენილი პრობლემის მოგვარებაში, თორემ ხელფასის დაგვიანებას, როცა თანამშრომელს საკუთარი ვალდებულებები აქვს დასაფარი - ვერანაირი მოტივაციით და კანფეტით ვერ გავანეიტრალებთ, მაგრამ თუ აღმოჩნდა რომ პრობლემა არასწორმა მენეჯმენტმა ან დამფუძნებლების სიხარბემ გამოიწვა.. მოტივაციისგან ფერფლიც აღარ დარჩება
  21. ღია საცურაო აუზებზე შეიძლება იქ არსებულ "ბარებში" ან მსგავსი ტიპის დაწესებულებებში შეტანა და მერჩენდაიზინგისათვის ყურადღების მიქცევა (ასეთი ბარების არსებობის შემთხვევაში), ან შეიძლება პატარა სტენდის მოწყობა აუზებზევე კაი ამინდებში საღამოობით მატულობს იმ ხალხთა რაოდენობა ვინც კუს ტბაზე და ლისის ტბაზე სეირნობს, ასე რომ ორივე ლოკაციაზე თუ რაიმე ფორმით, წრის დასაწყისში ან რომელიმე ხელსაყრელ ადგილას, იქნება ჩიკორი წარმოდგენილი ვთქვლი რომ ასევე კარგი იქნება P.S. თუ სტენდის დადგმა დამატებით სირთულეებს გააჩენს, ვიცი რომ კუს ტბაზეც და ლისის ტბაზეც, გარკვეულ ადგილებში არის აპარატები (vending machine) და ამ აპარატებში პატარა შეფუთვით პროდუქციის ჩადებაც შეიძლება იყოს გამოსავალი
  22. ჩემი აზრით, ორგანიზაციაში ფასეულობების მყარი სისტემის შექმნის და შემდეგ მუდმივი განმტკიცების (მათ შორის თანამშრომლების შერჩევის პროცესში) მნიშვნელობა სწორედ კრიზისულ სიტუაციაში იძლევა თვალსაჩინო შედეგებს. თუმცა, ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია თანამშრომლებთან მუდმივი კომუნიკაცია - რა სიტუაციაში ვართ, როგორ ვხედავთ აქედან გამოსავალს, რა დახმარება გვჭირდება თითოეული მათგანისგან და რა მცირე წარმატებები/გამარჯვებები გვაქვს ხოლმე პროცესში. ზოგჯერ მენეჯმენტი ახდენს კრიზისული მდგომაროების იგნორირებას და არ საუბრობს ამაზე თანამშრომლებთან, რაც შეცდომაა ჩემი აზრით, რადგან მაინც ყველა ხვდება/ან იგებს დამახინჯებულად რომ კომპანია გასაჭირშია და ამავდროულად არც ის იციან აქვს თუ არა საერთოდ მენეჯმენტს რაიმე გეგმა ამ პრობლემების დასაძლევად. ეს კი, სიტუაციას მგონია რომ უფრო ამძიმებს.
  23. ბევრ ორგანიზაციას უდგება ხოლმე პერიოდები, განსაკუთრებით ახლადშექმნილ კომპანიებს, როდესაც ორგანიზაციას ექმნება ქეშის დეფიციტი და თანამშრომლებს უგვიანდებათ ანაზღაურება. რა თქმა უნდა, მენეჯმენტი პასუხისმგებელია, რომ ესეთი შემთხვევები არ იყოს ორგანიზაციაში, მაგრამ მაინც არის ეგეთი შემთხვევები, მათ შორის ჩვენს პორტფელურ კომპანიებში. საინტერესოა თქვენი პრაქტიკის გაზიარება - ასეთ დროს როგორ მოქმედებთ, რომ დემოტივაციამ არ იმოქმედოს კომპანიის საქმიანობაზე, განსაკუთრებით კი მომსახურების/პროდუქტის ხარისხზე - რომელიც ეგრევე დიდ გავლენას ახდენს ორგანიზაციის პერფორმანსზე.
  24. მეგობრებო გთხოვთ თქვენი იდეები გაგვიზიაროთ ამ მიმართულებით, თუ როგორ შეიძლება ეს ამოცანა გადაიჭრას
  1. Load more activity