ყველა აქტიურობა

This stream auto-updates   

  1. Earlier
  2. კი შესაძლებელია მარტო ტურისტებზე გაშვება. უბრალოდ გასათვალისწინებელია რომ თუ მაგ თბილისზე გაუშვებ რეკლამას ტურისტად ასევე აღიქვამს საქართველოს სხვა რეგიონებიდან დროებიათ ჩამოსულ ადამიანებსაც. ამიტომ გაფილტვრა ჭირდება. მოკლედ ციტა სპეციფიურია მაგრამ შესაძლებელი
  3. მადლობა გურამ, კონკრეტულად ტურისტებზე არის ტექნოლოგიურად ეს შესაძლებელი?
  4. კარგი ხერხია კონსულტანტების წაყვანა ქარხანაში, იმ ადგილას, სადაც ჩაი მოჰყავთ და ამზადებენ დისტრიბუციისთვის. ასეთ გასვლით ღონისძიებებზე ამ ხალხს უყვებიან პროდუქტზე, მისი დამზადების პროცესზე, თითოეული ადამიანის ჩართულობის ხარისხზე, ასწავლიან, როგორ უნდა დააყენონ სწორად ჩაი, რომელს რა სასარგებლო თვისებები აქვს და ა.შ. დღის ბოლოს შეიძლება სადილი და ჩაის დაგემოვნება მეგობრულ გარემოში. ერთ-ერთ ქართულ ჩაის კომპანიას აქვს მაგალითად ქართლში პატარა საყვარელი საოჯახო დაჩასავით პლანტაციასთან ახლოს და იქ წაიყვანა კონსულტანტები, გაეცნო, დაგემოვნების საშუალება მისცა, მოუყვა, როგორი სიყვარულით და მონდომებით ამზადებენ ჩაის მომხმარებლებისთვის მისაწოდებლად. ასეთ ოჯახურ გარემოში, ვფიქრობ, კონსულტანტები უფრო უახლოვდებიან პროდუქტს და გრძნობენ მისი დამზადების თითოეულ ეტაპს. შემდეგ, რა თქმა უნდა, უფრო იზრუნებენ ამ პროდუქტზე და იმაზე, რომ სხვებმაც გასინჯონ და ისიამოვნონ.
  5. სპეციფიკური ხალხია. როგორც მარიამმა უკვე აღნიშნა, ძალიან სიამოვნებთ თუ რუსულად ესაუბრებიან მომსახურების სფეროში და ხშირ შემთხვევაში ამას დაწესებულების დადებით მხარედაც მიიჩნევენ. ცოტა არ იყოს, პრეტენზიულებიც არიან და თუ რამე არ მოსწონთ, ამას ღიად ამბობენ და ძნელია აზრი შეაცვლევინოთ. კიდევ უყვართ კარგად რომ აქცევენ ყურადღებას, (ნუ, პრინციპში ეს ყველას მოგვწონს სერვისში, მაგრამ რუსებს ჩათვალეთ, გაათმაგებულად აქვთ:)) უყვართ, ასე ვთქვათ, „ზედ რომ ყვებიან“. ხანდახან ძნელია, რუს ტურისტებს ძალიან რომ მოაწონო თავი მომსახურებით და პროდუქციით, არც იმჩნევენ ძირითადად აღფრთოვანებას. მოკლედ, ჩემი აზრით, რუსი ტურისტების დაკმაყოფილება ერთგვარი გამოწვევაა და გააჩნია, ვინ როგორ მიუდგება ამ საკითხს.
  6. ჩაწერის ფორმების განვითარება შეიძლება: მობილური აპლიკაციით ჩაწერა, ონლაინ ვებ-გვერდის საშუალებით ჩაწერა
  7. კვალიფიციური ექიმის ბინაზე მომსახურების სერვისი, ლაბორატორია ბინაზე მომსახურებით, (ერთი კვლევა უფასოდ, მაგალითად დღეს ყველაზე აქტუალური სისხლში რკინის განხაზღვრა) მედიქოლით ჩაწერილმა პაციენტებმა ყოველი მე-5 ზარისას მიიღოს ერთი კვლევა უფასოდ. ( შესაძლოა მე-3 იყოს და სხვა რამით წავახალისოთ ჩვენიდან ჩაწერილი პაციენტბი შემდეგ მოვახდინოთ ამის პრომოუშენი)
  8. მე მგონია რომ ადგილზე ჩაის ერთჯერადი ჭიქებით გაყიდვა იმუშავებს ყველაზე კარგად, თან თუ მაგათ სფეროში ცნობილი ტიპების პოსტერები იქნება ამ ერთჯერად ჭიქებზე დატანილი ან ვარჯიშთან დაკავშირებული რამე მამოტივირებელი ფრაზა. ეს დაეხმარება რომ გასინჯონ სხვადასხვა სახეობის ჩაი და შემდგომ უკვე პაკეტებითაც იყიდონ რაც მოეწონებათ.
  9. როგორც იცით, კომპანია „მედიქოლი“ ეხმარება პაციენტებს თავიანთი ჩივილებისა და ტერიტორიული მჯობინებების მიხედვით თბილისის მასშტაბით სხვადასხვა კლინიკაში სხვადასხვა ექიმთან ჩაწერაში. გვსურს მედიქოლის მომსახურება განვავითაროთ. მომხმარებელის თვალთახედვით, რა სერვისების დამატებას ისურვებდით?
  10. სატელეფონო სერვისების ოპერატორები ყოველთვის დატრენინგებული ხალხია, ზოგჯერ ზედმეტადაც თქვენი სახელი როგორ მოგმართოთ? და იწყება მერე წუთში 60 ჯერ ჩემი სახელის ხსენება. ზედმეტი თავაზიანობა, ზედმეტი არასაჭირო ფრაზა უფრო გამაღიზიანებელია ზოგ შემთხვევაში. მნიშვნელოვანია ისიც რომ თუ ოპერატორს არ აქვს ზუსტი ინფორმაცია ეს ადვილად და სწრაფად გადამოწმებადი იყოს მისთვის, რადგან დამელოდეთ თუ შეიძლება და მერე დიდხანს დაკარგვა ხაზიდან ჩემში ბრაზს იწვევს, ეს ბრაზი კი ოპერატორზე შეიძლება გადავიტანო.ევექსში მაგალითად ზუსტად სამჯერ გაქრა ხაზიდან ოპერატორი და პასუხი მაინც ვერ გამცა კითხვაზე როდის იქნებოდა ადგილზე კონკრეტული სპეციალობის ექიმი და რამდენი ხნით.
  11. გრილი და თვითმომსახურება იქვე შეძენილ ხორცს შორს აღარ წაიღებ შესაწვავად, სუნიც ნაკლები იქნება სახლში
  12. ნედლი ხორცის განყოფილებაში ვისურვებდი სხვადასხვანაირ სოუსებს, რომელიც შეწვისას საჭიროა,მარინადის მოსამზადებელ რამეებს, სუნელებს..
  13. მოლის კარფურში არის განყოფილება სადაც სააქციო საქონლის სტენდებია. ძირითადად იქიდან იწყებს მომხმარებელი მოძრაობას. თუ კარგი პროდუქტი და მისაღებ ფასად იქნება, ალბათ დაინტერესება გაიზრდება ..
  14. გასახდომი ჩაი შესთავაზოს თუ აქვს, სპორტდარბაზში წონის კორექციისთვის დადიან ძირითადად, თავიდან მაინც ..:)
  15. ვარკეთილის პირველ მიკროშია მარიამ,
  16. ნინო მადლობა დიდი გაზიარებისთვის. სად არის შეგიძლია მითხრა?
  17. ბევრი კარგი იდეა ითქვა აქ. ერთადერთი რაც შემიძლია რო დავამატო: სოც ქსელში შეიძლება რეკლამის გაშვება მხოლოდ ტურისტებზე
  18. დიახ კერძების დეგისტაციის იდია არი ძალიან კარგი თან მოყვებოდეს რეცეფტები თუ რა მარინადში ჩაალაგა ეს ხორცი სანამ შეწვავდა, რომელი სუნელი მოიხმარა ამა თუ იმ კერძში და ა. შ. უბნის მოსახლეობაზე მგონია რომ ვირუსული გავრცელება იქნება რაშიც გემრიელი სუნები დაგვეხმარება
  19. პირდაპირ რასაც იფიქრებ უჩა ამ შემთხვევაში არსებობდეს, საწყობი სადაც ჩაბარდება ხორცი და იქიდან ხდებოდეს შემდეგი გადანაწილება ობიექტებზე ამ შემთხვევაში შეძლებ აკონტროლო პროცესი. სხვა შემდთხვევაში ინდივიდიუალურად აკონტროლო ვინ რა პროდუქტს შეიტანს მაღაზიაში მგონია, რომ შეუძლებელი იქნება და არასწორადაც მიმაჩნია.
  20. ჩემს ქუჩაზე არის ერთი ხორცის მაღაზია, სადაც ვყიდულობ სულ ჩემი შვილებისთვის ხორცს, ზუსტად ვიცი, რომ იქ რომ ხორცს ვიყიდი არის ძალიან კარგი და ის არის ერთადერთი ადგილი, სადაც ამ პროდუქტს ვყიდულობ. არის ერთი პატარა "ბუტკა" და უდგათ მაცივარი და ხორცის გასატარებელი მანქანა, რომელსაც ყველა კლიენტის მომსახურების შემდეგ ხსნის და რეცხავს. ხორცი არა აქვს დაჭრილი, უდევს ძალიან დიდი ნაჭრები და მე რაც იმ დროისათვის მჭირდება იმას ვაჭრევინემ, (ეს ძალიან მომწონს, რომ ამ მიმართულებით არ ვარ შეზღუდული) მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერს აკეთებს ხელთათმანით, რომელსაც ყოველი მომსახურებისას იცვლის. თვითონ ყასაბი არის ისეთი პიროვნება რომ გიჩნდება შთაბეჭდილება რომ არასდროს მოგატყუებს და ესეც ძალიან მოქმედებს მომხმარებელზე. ამ ადამიანმა/ყასაბმა (შესაძლოა მფლობელიცაა) მოიპოვა უბნის დიდი ნდობა თავისი მოწესრიგებული ხასიათითა და შექმნილი გარემოთი, რამაც განაპირობა მუდმივი რიგი მის ჯიხურთან.
  21. ჩემი აზრით მარტივად უნდა მიუდგე: 1. შეხედო საკუთარ პროდუქტს და სერვისს მომხმარებლის თვალით. მიუდექით კრიტიკულად. 2. გააკეთეთ მომხმარებლების უკუკავშირის ონლაინ ფორმა და მოახდინეთ უკუკავშირის გაკეთების სტიმულირება
  22. ჩემი აზრით ცნობადობა უნდა გაზარდოთ და არამარტო HR-ებში. ისეთი ბიზნესისთვისაც საინტერესოა თქვენი მომსახურება რომელსაც hr არ ყავს. მე პირადად დამჭირდა რამდენჯერმე
  23. ონლაინ კურსების გაყიდვაშ გამოცდილება მაქვს და შევამჩნიე რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბენეფიტი რაც ონლაინ კურსს აქვს რატომღაც ქართულ აუდიტორიისთვის არ არის მნიშვნელოვანი. 1. არ ხარ დროში შეზღუდული და არ კარგავ გზაში დროს, ანუ ნებისმიერ დროს როცა მოგინდება და გექნება დრო მაშინ შეძლებ გავლას. 2. მუდმივად რჩება შენს კუთვნილებაშ და რაიმე თემა რომელიც შეიძება დაგავიწყდეს მარტივად იპოვი კონკრეტულ ადგილს და გადახედავ კიდევ ერთხელ. პირველ შემთხვევაში პირიქით უნდათ რომ მივიდნენ კონკრეტულ ადგილას კონკრეტულ დროს. მეორე შემთხვევაში საერთოდ არ არის ეგ მნიშვნელოვანი. მე პირადად ვერ ამოვხსენი მიზეზი. როგორ ფიქრობთ რატომ არ არის მნიშვნელოვანი?
  24. დიახ გამისინჯავს და ეხლა უცბათ, რაც გამახსენდა არის ბეკონში გადახვეული სოსისი, რომელიც აუცილებლად უნდა შეწვა და ისე მიირთვა, აი უგემრიელესი იყო. შესაძლოა დიდი მაღაზიების ქსელში არის?! მე არ შემხვედრია
  25. ალბათ კარგი იქნებოდა, რომ შექმნილიყო ისეთი გარემო სადაც სამუშაო საათების შემდეგ ან შაბათ კვირას შემეძლებოდა ჩემს ოჯახთან ერთად წავსულიყავი და ლამაზი საღამო გამეტარებინა. გარშემო სიმშვიდე გემრიელი საჭმელი და ძალიან წყნარი მუსიკა. დავდგავდი მოსახერხებელ/კომფორტულ ავეჯს შესაძლოა ჰამაკების დაკიდებაც, პატარა საბავშვო სკვერიც აი ძალიან პატარა. ზაფხულის პერიოდში მგონია, რომ ყველაზე კარგი ადგილი იქნება, სადაც მესიამოვნებოდა წასვლა. (უკვე წარმოვიდგინე )
  1. Load more activity