Leaderboard


Popular Content

Showing most liked content since 10/05/2018 in all areas

  1. 3 likes
    შეიძლება გამოვლინდეს უკუკავშირის გზით. წასვლის შემდეგ გადარეკვით ან მიწერით ასევე სასტუმროში ყოფნისას შესაძლოა რეგისტრაციისას რეცეფშენში ყველა გავაფრთხილოთ, რომ უკმაყოფილების ან პრობლემის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდეს .... ვინც იქნება მომსახურების ხარისხის მენეჯერი (და სასტუმროს ნომერშიც შეიძლება გამოკრული იყოს მისი ნომერი, მეილი)
  2. 2 likes
    ჩემი პირადი გამოცდილებით საქართველოში ერთი ტენდენციაა: კომპანიას, რომელიც შენს მიმართ იჩენს მზრუნველობას და აქცენტს აკეთებს მაღალი ხარისხის მომსახურებაზე უმეტეს შემთხვევაში ცუდი შემოთავაზება აქვს, მოკლედ რომ ვთქვათ იქ სადაც კარგად გხვდებიან, დიდ ყურადღებას იჩენენ შენს მიმართ, და აღარ იციან რით გასიამოვნონ,აუცილებლად უნდა ელოდო რაღაც დაფარულ დიდ აფიორას, ხოლო სადაც ხარისხიანი სერვისი და შემოთავაზებაა, ანუ კომპანიები რომლებმაც ბაზარზე თავი დაიმკვიდრეს, და არც კონკურენციის ეშინიათ,ხშირ შემთხვევაში არ დარდობენ თქვენს განწყობაზე, ისინი არ გამოირჩევიან მომხმარებელზე ორიენტირებულობით, უბრალოდ მათ აქვთ რაღაც სერვისი რომელსაც გვერდს ვერ აუვლი და მორჩა, ამით მთავრდება მათი ზრუნვა მომხმარებლის კეთილგანწყობის მოპოვებაზე.
  3. 2 likes
    ჩემი აზრით ტრადიცილ განათლებას მომავალი არ აქვს. ნებიამიერ შემთხვევაში ონლაინ განათლება განვითარდება საქართველოში. თუმცა რა პერიოდი იქნება საჭირო რთული სათქმელია. ჩემი აზრით ონლაინ სწავლების დიდი წილი უცხოურ პლატფორმებზე გადანაწილდება თუმცა მოთხოვნა აუცილებლად დარჩელა ლოკალურ კურსებზე. როგორც ონლაინ ასევე ოფლაინ
  4. 2 likes
    მოგესალმებით, სინერჯი ჯგუფის საინტერესო ინსაითებს და სტატიებს წლების წინ ვკითხულობდი ხოლმე და ძალიან გამიხარდა სადისკუსიო კუთხეც რომ შექმენით. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, თუ მაინც და მაინც ფორუმის ფორმატი გინდათ, აიღეთ მაგალითი ფორუმ.გე-დან (თან საქმეს გაადვილებს ისიც, რომ იგივე ძრავს იყენებთ რაც ისინი), ვგულისხმობ წევრის "დაძახების" (სახელის ჩასმის) და წევრის პოსტის მონიშნული ნაწილის ციტირების ფუნქციას. ასევე, თუ გადახედავთ რედიტსაც, ბევრი რამის გადმოღება შეიძლება მათგანაც. ჯამურად კი, ჩემი აზრით ფორუმის ამგვარი სახე მოძველებულია (არატრენდულია) და თქვენ ადგილზე დავფიქრდებოდი ხომ არ ჯობდა ბიზნეს კომუნითის შექმნა (ლინკდინის ლაითი ვერსია, ქართული ვარიანტი), საწევრო შენატანით. პ.ს. პოსტის დაწერის სანაცვლოდ თანხის დარცხვის შესახებ კი ვეთანხმები წევრების მიერ ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებებს რომ ეს გზა შეიძლება არ იყოს საუკეთესო მოტივატორი აქტიურობისთვის, სანაცვლოდ გთავაზობთ "აღიარების" პოლიტიკას, მაგ. გამორჩეული წევრები სიმბოლურად დააჯილოდვოთ, საპატიო წევრებად ან პარტნიორებად დაასახელოთ და ა.შ.
  5. 2 likes
    შეიძლება ვმეორდები და ბოდიში.. საუზმეზე რაც გვაქვს თითოეულზე დავწერდი პატარა ისტორიას საიდან მოგვაქვს, რატომაა ის განსაკუთრებული, ვის მოყავს, რომელი რეგიონიდან ჩამოგვაქვს, რითია გამორჩეული. შეიძლება ადამიანის ფოტო ყოფილიყო, რომელსაც ვთქვათ ის ყველი ამოყავს, რომლითაც დილას ვუმასპინძლებდით. იმ მთებს გადავიღებდი, სადაც ძოვენ ძროხები, რომლის ხორციც არის დილისა საუზმეში და ა.შ. გავაცოცხლებდი საუზმის ინგრედიენტებს
  6. 2 likes
    თანამშრომლებმა ერთმანეთს რომ კმაყოფილების კვლევა. მაღალი ალბათობით თანამშრომლები ერთმანეთთან უფრო ღია/გულწრფელი და ეფექტურები იქნებაინ. დამქირავებელი უბრალოდ უხსნის რა/როგორ უნდა ქნან.
  7. 2 likes
    ქსელის შემთხვევაში სინერგიული ეფექტი შეიძლება იყოს: ცენტრალიზებული ფუნქციები: გაყიდვები, მარკეტინგი, ფინანსები, იურიდიული, ასევე ხარისხის კონტროლი, საერთო მომხმარებლების ბაზები და ა.შ. თუ სასტუმროები სხვადასხვა ქალაქში იქნებიან დამატებითი ბენეფიტი იქნება სტუმრების გადამისამართება ერთი სასტუმროდან მეორეში ასევე შეიძლება საერთო ტურ პაკეტების შემუშავება ჩვენი სხვადასხვა სასტუმროებისა და მათი სხვადასხვა აქტივოებების გათვალისწინებით თუ ერთ ქალაქში არიან ტრანსპორტი შეიძლება ჰყავდეთ საერთო რომელიც სტუმრებს მოემსახურება აეროპორტიდან გაადგილებისას ან ექსკურსიებზე შეიძლება სტუმრებს მივცეთ შესაძლებლობა თუ კვებით არიან ჩამოსულები, დღის განმავლობაში ჩვენს ნებისმიერ სასტუმროში მიიღონ კუთვნილი სადილი თუ ვახშამი. ანუ რომ არ მოუწიოთ სასტუმროში გამოქცევა და უახლოეს ჩვენ ქსელურ სასტუმროში მიბრძანდნენ.
  8. 2 likes
    სინერჯი კაპიტალის მართვაში მყოფი კომპანიების მიმდინარე შდედარებით წვრილი პრობლემებიდან ინტერვიუების გარეშე გადაჭრადები უნდა დაურიგოს კაცმა მსურველებს, მისცეს 2 კვირა ვადა და ტავისუფლება რომ როგორც შეიძლია შეისწავლოს საკითხი და გადაჭრის გზა ჩამოაყალიბოს პრეზენტაციის სახით. ცოტა წესებიდ ასჭირდება ალბათ ამას - ალბათ ერთი - რას ნიშნავს გადჭრის გზა და მეორე - როგორ საბუტდება ტექნიკურად არჩეული გზა (რომ ტავად ამ გზის ლოგიკური ხაზი დასაბუტდეს და ასევე ალტერნატივები რომ უარესებია ესეც დასაბუთდეს). ნუ პრინციპში წესებს ტქვენც უკეთ მოიფიქრებთ, რომლის ფარგლებშიც უნდა დამუშავდეს პრობლემა. ჩემია ზრიტა რ არის აუცილებელი ერთი და იგივე პრობლემა მიეცეს ადამიანებს. მანდ ხომ თავად პრობლემა მხოლოდ საბაბი იქნება რომ ადამიანმა იაზროვნოს იმსჯელოს და თავი გაჩვენოს.
  9. 2 likes
    ამ ბოლო დროს შემხვდა სტატია, მგონი კანადაში ბავშვთა სახლი და მოხუცებულთა თავშესაფარი გააერთიანეს და ძალიან კარგი შედეგი მიიღეს. ხომ არ შევთავაზოთ ფასიანი თავშესაფრების მფლობელებს შეიფარონ რამოდენიმე ბავშვი, ოღონდ უფასოდ, ეს მათ ქველმოქმედებაში ჩაეთვლებათ, ბავშვებს ბებიები და პაპები ეყოლებათ, მოხუცებს შვილიშვილები..
  10. 2 likes
    ძალიან საინტერესო თემაა და ვფიქრობ არც ისე მარტივი, სამსახურში აიყვანო ზუსტად ისეთი კადრი, როგორიც გჭირდება და განსაკუთრებით ქართულ ბაზარზე. საკმაოდ ბევრ გასაუბრებაზე ვყოფილვარ და ალბათ გამიჭირდება გამოვარჩიო რომელიმე, მისი განსხვავებულობით. ძირითად შემთხვევაში არის სტანდარტული. თუ გჭირდებათ ისეთი კადრი, რომელიც იქნება ნოვატორი,შრომისმოყვარე და პროფესიონალი თავის სფეროში , ამისათვის აუცილებლად უნდა შეიცვალოს გასაუბრების სტრუქტურა და მეთოდები. კერძოდ რეკრუიტერიც, ისევე სერიოზულად უნდა უდგებოდეს გასაუბრებას და ემზადებოდეს საჭირო კითხვების დასასმელად, როგორც ემზადება პოტენციური კადრი (ყველა კადრთან ერთი და იგივე კითხვა უბრალოდ მოსაწყენია, ამას რეკრუიტერის გარდა სხვაც ხომ გააკეთებს. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ისინიც უნდა განსხვავდებოდნენ სხვა კომპანიების რეკრუიტერებისგან). იმ შემთხვევაში თუ კადრი აგყავთ გარკვეული გამოცდილებით, აუცილებლად დავაკვირდებოდი კადრის განვითარების დინამიკას წინა სამსახურებიდან , გავაკეთებდი ე.წ. ჩარტს როგორ ვითარდებოდა გასული წლების განმავლობაში, როგორც გამოცდილებით ასევე პროფესიულად, რა გააკეთა იმისთვი, რომ საკუთარი შესაძლებლობები უფრო განევითარებინა მაგ. განათლების კუთხით ან პროფესიულად. ასევე დაწვრილებით გამოვკითხავდი, თითოეულ პოზიციაზე რას გამოარჩევდა მიღებული გამოცდილებიდან და რითი განსხვავდებოდა სხვა თანამშრომლებისაგან. ასევე გასაუბრებაზე მივცემდი წინასწარ შემუშავებულ სიტვაციებს და დავაკვირდებოდი, როგორ გადაჭრიდა მოცემულ პრობლემას. ასევე უცხოეთში, არსებობს ტესტირების ფორმა Situational Judgment , რომელსაც საქართველოში რატომღაც არავინ იყენებს და ამ დროს იძლევა ძალიან საინტერესო ინფორმაციას თუ როგორია ეს პიროვნება სამუშაო პროცესში. ეს ტესტი მოიცავს პრობლემის გადაჭრას , თანამშრომლებთან ურთიერთობას, სიახლეებისადმი ღიაობას და ასე შემდეგ. ასევე იმ შემთხვევაში თუ არსებული პიროვნება დააკმაყოფილებს ყველა ზევით მოთხოვნილს არ შევუშინდებოდი, რომ ასეთი კადრი ამეყვანა ცოტა განსხვავებულ პოზიციაზე იგივე სფეროდან და იმას რასაც უნდა აკეთებდეს მომვალში ვასწავლიდი უკვე პრაქტიკულად. ამ შემთხვევაში კადრიც იქნება კმაყოფილი, რომ სწავლობს რაღაც ახალს და ვითარდება და შესაბამისად კომპანიაც. ზოგჯერ დამსაქმებლებს ისეთი არარეალური მოთხოვნები აქვთ ამა თუ იმ პოზიციაზე, რომ ისეთი კარდრები ვისაც განვითარების დიდი პოტენციალი აქვთ რჩებიან მოვლენების მიღმა, თუ ზუსტად არ აკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს რაც ე.წ. ჩამონათვალშია. ასევე დავამატებდი , რომ ყურადღება უნდა მიექცეს კადრების აყვანის ზოგად სტანდარტს. თუ კომპანიაში არის კადრების შეფასებისა და დაფასების მაღალი დონე, მისი განათლებისა და გამოცდილების შესაბამისად კომპანიაში იქმნება ჯანსაღი კონკურენცია. სხვა შემთხვევაში თანამშრომლების დონის სიჭრელის გამო და არასათანადო შეფასებისას, როცა კარგიც და მაჩანჩალაც ერთ ქვაბში იხარშება , ხდება ის, რომ ის პოტენციურად კარგი კადრიც კარგავს მოტივაციას იყოს განსხვავებული და ნოვატორი.
  11. 2 likes
    აღარ მახსოვს ამ თეორას რა ჰქვია მაგრამ პრაქტიკაში ასე ჟღერს: კლიენტს (ვიზიტორს) უნდა გავუწიოთ ისეთი მომსახურება რაც მნიშვნელოვნად (და არა უმნიშვნელოდ) აღემატება მის მოლოდინებს. მოლოდინებში იგულისხმება ამ სფეროში დამკვიდრებული სტანდარტი. მაგ. უფასო ვაიფაით ვერავის გააკვირვებთ. პატარა სუვენირი და საჩუქრებიც მნიშვნელოვან აღფრთოვანებას ვერ გამოიწვევს. სამაგიეროდ თუ კონკურენტებთან შედარებით ბინა იმავე ფასებში იქნება და დამატებით ველოპარკი თუ გექნებათ რომლის გამოყენებაც სტუმარს უფასოდ შეეძლება ეს დღესდრესისობით მოლოდინის გადაჭარბება იქნება. ასეთ შემთხვევაში კმაყოფილი კლიენტი ყველანაირი ძალდატანების გარეშე გაგიწევთ რეკლამას ყველგან სადაც ამისი მომენტი იქნება.
  12. 2 likes
    1. მისი სახელით მოსულ სტუმარს ფასდაკლებას ვუკეთებდეთ; 2. თუ ხუთ ნომერს დაგვიჯავშნის, მას უფასოდ ვაძლევდეთ ერთ ნომერს ერთი ღამით; 3. ვთხოვოთ რივიუ დაგვიწეროს და სანაცვლოდ მის შემდგომ ვიზიტზე ფასდაკლება მივცეთ;
  13. 2 likes
    თიხის ჭურჭლის ადგილზე გამოყვანა (დაზგა რო ტრიალებს და ხელით გამოგყავს). თვითონაც შეეძლოთ გამოყვანა და დამზადება ადგილზეც იყოს. ცოცხალი ცხოველები საჩუქრად - გაწვრთნილი მოლაპარაკე თუთიყუშები, კატები, მწერები. ძაღლებს შეიძლება უპატრონო ძაღლთა თავშესაფრიდან არჩევდნენ, აწესრიგებდნენ და იმას ყიდნენ. სხვადასხვა ნივთებზე ამოტვიფვრის სერვისი. 3დ პრინტერი დადგან და იქვე გაუმრავლონ რაც ენდომება მომხმარებელს.
  14. 2 likes
    კარგი იქნებოდა, რომ იყოს უფრო დიდი არჩევანი ვეგანურ ტკბილეულში. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ თუ ნამცხვარი, ტორტი ან შოკოლადი არ შეიცავს რძის პროდუქტებს და კვერცხს, უგემურია. არადა შეიძლება ბევრად უფრო გემრიელიც გამოვიდეს, თუ სწორად გააკეთებენ და რძეს პროდუქტში უხარისხო ინგრედიენტით არ ჩაანაცვლებენ. მაგალითად, სოიოს რძის ნაცვლად თუ ქოქოსის ან ნუშის რძეს გამოიყენებენ, ბევრად უფრო გემრიელი იქნება. ცოტა უფრო ძვირი გამოვა, მაგრამ ამის დარეგულირება შესაძლებელია. სამაგიეროდ, ტკბილეულის მოყვარული ვეგანებისთვის სასიხარულო იქნება. :))
  15. 2 likes
    კონკრეტული აქტივობები როგორ გავზარდოთ დამსაქმებლის ბრენდი: 1. უნივერსიტეტებში აქტივობების საინტერესოდ დაგეგმვა. მაგ.: შერჩევის პროცესის: a. შერჩევის პროცესის ერთ-ერთ ეტაპად ბორდგეიმებში შეჯიბრის ჩატარება. b. ვინც ბოლო ეტაპზე გადავა მათი სხვადასხვა ბრეინშტორმინგზე მოწვევა. თუ მათი იდეა გაიმარჯვებს ჯილდოს გადაცემა. c. შერჩევის ბოლო ეტაპს ესწრებოდეს ჩვენი რომელიმე კლიენტი კომპანიის სიო (მიეცემათ მისი გაცნობის შესაძლებლობა). და ეს წინასწარ გავაპიაროთ. d. ვინც შერჩევის ბოლო ეტაპამდე მოვა, მაგრამ არ ავიყვანთ გავუკეთოთ სამახსოვრო საჩუქრები - ბრენდირებული ბლოკნოტი, კალამი ან სხვა რამ. უარის ისეთი წერილი მივწეროთ, რომ უარის მიუხედავად ეამაყებოდეს რომ ბოლო ეტაპამდე მოვიდა :)) . 2. უნივერსიტეტებში დიპლომების გადაცემის ცერემონიაზე (გამოსაშვებ საღამოზე) მონაწილეობა - ან სიტყვით გამოსვლა, ან სხვა რამე საინტერესო აქტივობის მოფიქრება. ან პირველკურსელთა მისალმების ღონისძიება თუ არის იქ მონწილეობა. 3. ბრეინშტორმინგის პროცესის გადაღება და ინტერნეტ ქსელში გავრცელება. 4. ვიდეო „სად ვმუშაობთ“ ან „სად მოგიწევთ მუშაობა“ - სადაც ჩავწერთ ვიდეოს და გავაკეთბთ ექსკურსიას ოფისში. 5. სტატისტიკის გაკეთება სინერჯიში ნამუშევარი თანამშრომლების რამდენი პროცენტი მუშაობს C ლეველზე და მათი საშუალო ანაზღაურება რამდენია.
  16. 2 likes
    გაყიდვები, ფანდრაიზინგი - რადგან ეგრევე ფინანსური ნაკადი მოჰყვება. ისე კი ნებისმიერი სერვისი რომელიც რეზულტატის შესაბამისად შეიძლება ანაზღაურდეს, დარწმუნებული ვარ, ძალიან პოპულარული იქნება, თუნდაც თავისით რომც არ ჰქონდეს მენეჯმენტს მოფიქრებულუი და შეთავაზებით მივიდეს ვინმე. საკონსულტაციო სერვისის გაყიდვაში მთავარ დამაბრკოლებელ ფაქტორად საქართველოში მიმაჩნია შიში, რომ ფულს გადაიხდი და შემდეგ რეკომენდაციებს ვერ გამოიყენებ
  17. 2 likes
    1. კარგი იქნებოდა თუ ყოველი ახალი ამოცანა, რომელიც დაიდება, მეილზე მოვიდეს შეტყობინების სახით. ყოველ ჯერზე საიტზე შესვლა და შემოწმება რა თემები დევს განსახილველად შესაძლოა ცოტა არაკომფორტული იყოს და თან არც გაგახსენდეს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მეილით მოვა შეტყობინება თემის დასახელებით უკვე ერთგვარი შემახსენებელი ფუნქციაც ექნება ფორუმის არსებობას და თუ კონკრეტულ პიროვნებას ექნება რაიმე იდეა პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით ის უკვე შევა ფორუმზე და განათავსებს თავის მოსაზრებას. 2. ასევე მინდა ვიყო გულწრფელი და ვთქვა, რომ არ მომწონს 1 ლარის ჩარიცხვის იდეა თითოეულ პოსტზე, წესით საიტი ემსახურება ისეთი ღირებული იდეების განთავსებას, რომელიც შესაძლოა კონკრეტული კომპანიისთვის წარმოადგენდეს პრობლემის გადაჭრის გზას და ამაში ამ ტიპის ანაზღაურება ცოტა არ იყოს აუფასურებს მონდომებას,რომ შენი გონებრივი რესურსი გამოიყენო სხვის დასახმარებლად. ხოლო ის, რომ თვეში ერთხელ ყველაზე აქტიური პიროვნება გამოვლინდეს და გადაეცეს სიმბოლური საჩუქარი ძალიან მისასალმებელია. ასევე შესაძლებელია იდეა, რომელიც რეალურად გამოსადეგი იქნება და გამოიყენებს კომპანია, ამ იდეის ავტორსაც გაუკეთდეს, ასევე სიმბოლური საჩუქარი.
  18. 2 likes
    1) კვლევა/გამოკითხვის ჩატარება უბნის აფთიაქის რადიუსში. 3-4 შეკითხვისგან შემდგარი კითხვარი 2 ტიპის სეგმენტზე: 1 - აფთიაქში ვინც სტაბილურად დადის, 2 - უბნის რადიუსში ბინებზე ვიზიტით. ამით გაიზრდება აფთიაქის ცნობადობა და გაირკვევა სუსტი და ძლიერი მხარეები, რეკომენდაციები. 2) მიუხედავად იმისა, რომ აფთიაქი ისედაც უბნის რადიუსზე არის გათვლილი, ი-კომერსის განვითარება ვფიქრობ სტიმულირებას გაუწევს გაყიდვებს. რაღაცა ლიმიტის ზემოთ ბინაზე მიტანის სერვისი იყოს უფასო (მომარაგება უბნის აფთიაქიდანვე). მაგალითად, თუ ადამიანს არ უნდა რიგში დახარჯოს ძვირფასი დრო და ასევე მისვლა-მოსვლაში, ამ დროს კი სახლში ყავს ოჯახის წევრი, ის ამჯობინებს შეკვეთა გაკეთოს ვებ გვერდიდან ან მობ აპლიკაციიდან, გადაიხადოს და ბინაზე იმავე დღეს მიიღოს შეკვეთა.
  19. 2 likes
    სალამი როცა აფთიაქში ანტიპერსპერანტების და საფენების სტელაჟებს შორის რიგში მიმწყდეული, გრიპის ეპიდემიის დროს სახეში გახველებს ვინმე ავადმყოფი ქულებზე , პერსონალის კეთილგანწყობაზე და ფასდაკლებაზე არ ფიქრობ. გავიხსენოთ რა არის ყველაზე გამაღიზიანებელი აფთიაქში მისვლისას, როდესა თავადაც შეუძლოდ გრძნობ თავს: რიგი. პროდუქტებით გადატვირთული სავაჭრო დარბაზი. სხვა მომხმარებლების (პაციენტების) ჩივილების სმენა. სიამოვნებით ვისარგებლებდი აფთიაქის მომსახურებით, თუ შევძლებდი მობილური აპლიკაციით წინასწარ გავაკეთო შეკვეთა, არ დავდგებოდი რიგში და ისე მივიღებდი პროდუქტს. ან მივიღებდი ჩემთვის განკუთვნილ შეტყობინებას პრეპარატის შეძენის დროის მოსვლის შესახებ. ან ყველაზე შევძლებდი შემეძინა პროდუქტი სავაჭრო აპარატიდან. ლოიალურობის პროგრამა არ იქნებოდა განსაზღვრული მხოლოდ ფასდაკლებით, არამედ მივიღებდი რაიმე სახის სერვისს. ამისათვის საჭიროა: პროდუქტების შეთავაზების პერსონალიზაცია. CRM სისტემის გაუმჯობესება. პროდუქტების და სერვისების ჯვარედინი გაყიდვების სისტემის გაუმჯობესება. გაყიდვების ავტომატიზაცია სავაჭრო დარბაზებში სავაჭრო აპარატების გამოყენება. საიტის და მობილური აპლიკაციის საშუალებით პროდუქტების წინასწარი გაყიდვა და დაჯავშნა სისტემის გაუმჯობესება. ლოიალურობის პროგრამების გაუმჯობესება საშუალო და მაღალი შემოსავლების მქონე მომხმარებლებისათვის
  20. 2 likes
    შევეცდები ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ, რომლითაც ვმუშაობ, შედეგი მოაქვს, მარტივია, ბიუჯეტური და თან ძალიან საინტერესო ვყიდი გაყიდვების ავტომატიზებულ სისტემებს (CRM, ჩატბოტი და ა.შ.). ადრე ვხვდებოდი, ვურეკავდი, ვუხსნიდი რომ ეს მათ ჭირდებათ - რაც ზედმეტად დამღლელი იყო და არადამაჯერებელი იყო... ვიფიქრე გამეკეთებინა რაღაც ონლაინ ინსტრუმენტი, რაც სრულად ავტომატიზებული იქნებოდა და ჩემს მაგივრად დაარწმუნებდა ბევრ ადამიანს თუ რა კარგი, კომფორტული და ა.შ არის ის რასაც ვთავაზობ. გადავწყვიტე შემექმნა კარგად შეფუტული 7 დღიანი ონლაინ კურსი - უფასოდ. ოღონდ მისი მიღება მხოლოდ რეგისტრაციით იქნებოდა შესაძლებელი. ეს კურსი ყველას მოწონს და გარდა ამის ავტომატიზებულ რეჟიმსი რეგისტრაციიდან 2 თვის განმავლობაში ბევრ წინასწარ გაწერილ ღირებულ ინფორმაციას ღებულობენ... გარდა ამისა მეტი სიახლოვისთვის მენეჯნერის ჩატბოტიატ პირადად ვესაუბრები და ყველაზე ზედ ვარ გადაყოლილი:)) !შედეგად - მე აღარავის არ ვხვდები, ეს ადამიანები გარკვეული პერიოდის შემდეგ თავად მიკავშირდებიან და მთხოვენ შეხვედრას... შეიძლება არ არის საუკეთესო მაგალითი, მაგრამ იმედია საინტერესო მაინც იქნება... :)) ერთერთი კურსი: https://digital.spec.ge ჩატბოტი: https://m.me/kordzigio #მეტიღირებული
  21. 1 like
    კვალიფიციური ექიმის ბინაზე მომსახურების სერვისი, ლაბორატორია ბინაზე მომსახურებით, (ერთი კვლევა უფასოდ, მაგალითად დღეს ყველაზე აქტუალური სისხლში რკინის განხაზღვრა) მედიქოლით ჩაწერილმა პაციენტებმა ყოველი მე-5 ზარისას მიიღოს ერთი კვლევა უფასოდ. ( შესაძლოა მე-3 იყოს და სხვა რამით წავახალისოთ ჩვენიდან ჩაწერილი პაციენტბი შემდეგ მოვახდინოთ ამის პრომოუშენი)
  22. 1 like
    უფრო მეტ პოსტ დავწერდი რომ მქონდეს იმის მკაფიო აღქმა და შეგრძნება როგორ ხორციელდება ან რატომ არ ხორციელდება ჩემი დაწერილი მოსაზრებები და იდეები. ფორუმის ფორმატი ჩემტვის ცოტა მოძველებულია და ესეც დამატებით არ მახალისებს რომ დავწერო.
  23. 1 like
    სასტუმროებს შევთავაზოთ ბარის მოწყობა მათ სივრცეში ჩვენი კონსულტანტით და მოგება გავუყოთ
  24. 1 like
    @elene.minashvili ელენე დავუკავშირდეთ და მოვიწვიოთ ღია კარის დღეზე ხო?
  25. 1 like
    მე ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება თუ კი ჩიკორის ჩირის კომპანია გახდება პარტნიორი იმ ტურისტული კომპანისს, რომელიც აწყობს აგრო ტურებს და აგრო ტურის ფარგლებში ,ერთიან პაკეტში შეთავაზებაში იქნება აგრო ტური+ ჩირის სასაჩუქრე შეფუთვა. მოინახულონ ის ბაღები და მოსავალი საიდანაც ხდება პროდუქტის მიღება, თუ კომპანიას თავად გააჩნია ასეთი ხილის ბაღები, მთლად უკეთესი, ფასიც რა თქმა უნდა შესაბამისი იქნება ასეთი აგრო ტურის, გისურვებთ წარმატებას...
  26. 1 like
    ქარელის ჩირმა თქვენი იდეების ინსპირაციით გადაწყვიტა მიქსის გაკეთება ცხოველების, ფრინველების, ზღვის ბინადრების სათამაშოების. ამ კოლექციების შეგროვების შემდეგ ბავშვებს გადაეცემათ ძალები, მაგალითად ზღვის ბინადრებზე წყლის ძალა, ფრინველებზე ჰაერის და ა.შ. სათამაშოებიანი ჩირები გაყიდვაში ჩაეშვება ზაფხულიდან. თქვენი აზრით როგორ უნდა გავაგებინოთ რაც შეიძლება მეტ ბავშვსა და მშობელს ამის შესახებ? @Boris Kachiashvili @Mariam Zh. @mai-ko @elene.minashvili @ნინო ლილუაშვილი
  27. 1 like
    კიდევ ერთი ვარიანტია - ყველა ეს ხალხი წავიდეთ სადმე რესტორანში :)) და მოვულხინოთ (ასე კიდევ უფრო დავახლოვდებით და გავიცნობთ ერთმანეთს)
  28. 1 like
    სწრაფად ცნობადობის ამაღლების ამოცანა ჩემს სუბიექტურ წარმოდგენაში "უმადური" საქმე მგონია, რადგან ისეთი "ხელოვნური" ქმედებები სჭირდება, როგორიც არის მასმედიაში რეკლამა, დაკვეთილი სტატიები და გადაცემები და სენსაციების გამოწვევა. ამ მიმართულებით კი პრინციპში მეტ ნაკლებად გათელილია ბილიები, და ბიუჯეტის პირდაპირპროპორციულია შედეგები (თუ გონივრულად დახარჯავ ამ ბიუჯეტს, რა თქმა უნდა). ამ თემაში სასარგებლო ხომ არ იქნებოდა უკვე კარგად ცნობილი ხერხებისა და არხების ფარგლებში ინფორმაციის ეფექტურად გაშვების გზებიც მოგვეფირებინა?
  29. 1 like
    დღემდე ვიყენებ სინერჯიში დამუღამებულ მიდგომას: ზედაპირული გააზრება მიზანი (თავისი "არსი"-თ, ანუ მიზანშ გამოყენებული ცნებების განმარტებით) მიდგომა ამოცანათა ხე (და ამოცანათა ფრონტიო, მგონი ასე ვეძახდით ბოლო დონის ამოცანების ერთობლიობას, რომელზეც უკვე ბრეინშტურმი შეიძლება) პრიორიტეტები ბრეინშტურმი იდეების დამუშავება გეგმა განხორციელება და მიმდინარე რეჟიმში გადაგეგმვა ყოველთვის მეტი დრო მიაქვს ვიდრე ეგრევე ნაჩქარევ გადაწყვეტილებას, მაგრამ სამაგიეროდ ჩემნაირი საშუალო გონებრივი შესაძლებლობის ადამიანისთვის უებარი საშუალებაა რომ საშუალოზე უკეთესი ხარისხის გადაწყვეტილებები მიიღოს. შედარებით სერიოზულ ცხოვრებისეულ და ოჯახის საკითხებზეც კი ასე ვიღებ გადაწყვეტილებებს და ვარჩევ მოქმედებებს ცხოვრების მანძილზე ბევრ ადამიანს ავუხსენი ეს მიდგომა, და 1,2,3 ყველას ძალიან ეხმარება ერთნაირად. 4-9 ნაბიჯები არავინ მიიღო და ყველა ტავისებურად აკეთებს, მაგრამ 1-3 უალტერნატივოა, როგორც ჩემი გამოცდილება აჩვენებს
  30. 1 like
    მიდგომას რაც შეეხება ჩემი გამოცდიილებიდან გეტყვით რა აბრკოლებთ ყველაზე მეტად ქართულ სისნმადვილეში მენეჯერებს რომ მიიღონ რთული გადაწყვეტილებები. ნებისმიერმა ადამიანმა ვინც აპირებს სერიოზულად მიუდგეს მენეჯმენტს, უნდა უარი თქვას "კარგი ბიჭის" "კაი ტიპის" იმიჯზე რომ არ მოექცეს ამ იმიჯის ტყვეობაში წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მიიღებს რთულ გადაწყვეტილებებს. რთული გადაწყვეტილებები უმეტესად ეხება თანამშრომლებს, ადამიანებს და მათ კომფორტის ზონას რაც იწვევს წინააღმდეგობას და უკმაყოფილებას, რა თქმა არსებობს ამ წინააღმდეგობების გადაწყვეტილს არარადიკალური და კრეატიული გზები თუმცა ყოველთვის არ ხერხდება არის მომენტები როცა ძალიან ჩახლართული კვანძის გახსნას სჯობია უბრალოდ გადაჭრა,იგივე მიზეზებით აუცილებელია გარკვეული დისტანციის დაცვა, ზედმეტად მეგობრული მენეჯერი თავის თავს იგდებს რთულ მდგომარეობაში როცა რთული გადაწყვეტილებების წინაშე დადგება.
  31. 1 like
    1. ცხოველების კოლექცია - დიდი და პატარა ზომის, ოჯახები რომ გროვდებოდეს 2. კონცეფცია ფერმა - მხოლოდ შინაური ცხოველები, ფრინველები, ფერმის ინვენტარი და აღჭურვილობა (ტრაქტორი, თივის ზვინი და ა.შ.) 3. კონცეფცია სწავლა - სხვადასხვა ფორმის საყვარელი საშლელები, სათლელები, თითო შეფუთვაში ერთ ფერადი ფანქარი, ერთი ცალი ფერადი პლასტელინი ან კალამი, სტიკერები, კამათლით სათამაშო ქაღალდის გასაშლელი ლაბირინთი, პაწაწინა ბლოკნოტი, სახაზავი და ა.შ. 4. კონცეფცია სპორტი - პატარა ზომის ადამიანები, რომლებსაც აცვიათ სხვადასხვა სპორტის შესაბამისად - ფეხბურთელი, კალათბურთელი, მორაგბე და ა.შ. ნაკრების შეგროვების შემთხვევაში იგებ იმ სპორტის ბურთს, აქსესუარს, ფორმას და ა.შ. კიდევ ვიფიქრებ
  32. 1 like
    სამედიცინო ნიღბები ხომ არ შეიძლება, რომელზეც წვრილად მედიქოლის ლოგო იქნება დატანილი? თუ ვერ მოხერხდება ნიღაბზე, რაშიც მოთავსებულია ნიღაბი - ქაღალდის ან პარკის სპეციაულური ჩასადები დავბრენდოთ, ლოგოთი და ნომრით; ნაჭრის ჩანთებიც შეიძლება, მარტივი, იგივე მედიქოლის ლოგოთი და სლოგანით;
  33. 1 like
    შესაძლოა წარმოდგენილი იყოს : სალონებში (მაგ: ნატალი....) მაღალი დონის სასტუმროებში, მათ სპა ცენტრებში (მაგ: რედისონში და ა.შ)
  34. 1 like
    მარიამის იდეას გადავაგრძელებ "პატარა ბარათი დაახვედრო ხელნაწერი, სადაც სტუმრებს სახელით მიმართავ და თბილ სურვილებს უწერ" - ამავე ბარათში შეიძლება გამოცანა/მინიშნება, თუ სად არის საჩუქარი დამალული, რომლის გამოცნობის შემთხვევაშიც მიიღებს მას. ვფიქრობ მისთვის სახალისო და საინტერესო იქნება. სასურველია საჩუქარი იყოს საქართველოსთან ასოცირებული სუვენირი, ბარათთან ერთად რომ წაიღოს თან და სულ ახსოვდეს. მაგ: მაგნიტი. ტურისტები ხშირად ყიდულობენ, და თუ დავახვედრებთ ალბათ ესიამოვნება
  35. 1 like
    ჩემი აზრით სეგმენტი უნდა იყოს ახალგაზრდები - მეგობრები ერთად ვინც მოგზაურობს და ოჯახებიც (ცოლ-ქმარი, შვილები) ალბათ 40-45 წლამდე, რაც მინახავს ხშირად მოგზაურობენ ოჯახებთან ერთად რუსები:)). ეს ორი კატეგორია იყენებს სოციალურ ქსელებს ჩემი აზრით, პირველი უპირობოდ. პოსტს ესე ვერ ჩამოვაყალიბებ, მაგრამ მეგობრების სეგმენტის შემთხვევაში ადგილზე გავამახვილებდი ყურადღებას, ოჯახების შემთხვევაში საუზმესა და ადგილზე. კონკრეტულად ვინც მალევე აპირებს საქართველოში მოგზაურობას როგორ გავიდეთ პირდაპირ მაგათზე არ ვიცი, ამ სეგმენტზე უნდა იყოს რეკლამა და თუ ვინმე გეგმავს უნდა მოუნდეს ჩვენთან დაჯავშნა. თუ რაიმე სეილი შეიძლება გქონდეთ სასტუმროში, მაგალითად - საგაზაფხულო ფასდაკლება ნომრებზე ან მხოლოდ მარტში, ორი ნომერი ერთის ფასად ერთი ღამით, ან რაღაც მსგავსი, რეკლამაში დიდად ესეც შეიძლება ჩანდეს. თითოული რეკლამის შემთხვევაში, ლინკებიც უნდა იყოს, სადაც გადავლენ და დაგვათვალიერებენ. შემიძლია განახო მსგავსი ტიპის რეკლამა, რომ შემხვდება დავსქრინავ :))
  36. 1 like
    რამდენიმე იდეა მომეწონა და ვფიქრობ რომ მარტივი განსახორციელებელია, მათ შორის ვიდეო - ყველა სტუმარმა ერთი სიტყვით რომ დაახასიათონ სასტუმრო და მერე ერთი მთლიანი ვიდეოს შეკვრა. ასევე ფოტოების გადაღება, ჩვენი სტუმრების კატეგორიის შექნა ფეისბუქზე და იქ დათაგვა. ვაუჩერების თემა შეიძლება ბანალურია, მაგრამ სავარაუდოდ იმუშავებს. ერთი წლის განმავლობაში ამ ვაუჩერით ერთი სტუმრისთვის ერთი ღამე იყოს უფასო. ჩვენს ადგილობრივ სტუმრებს, ვინც რეგიონიდანაა, ვჩუქნიდეთ რამოდენიმე ბილეთეს სხვადასხვა ივენთზე სასტუმროში ნომრის დაჯავშნის შემთხვევაში - რაგბის ბილეთებს, კონცერტის, სპექტაკლის პრემიერის და ა.შ. თითოეულ სტუმარზე მაქსიმალურად მეტი უნდა გავიგოთ, მათი ინტერესები, ჰობი. კარგია ადგილზე ყურადღების გამოხატვა, მაგრამ მერე რომ მიუვა სიურპრიზი სახლში ძალიან ეფექტური იქნება მგონი. თუნდაც დაბადების დღეზე მისალოცი ბარათი თეისთის დირექტორისგან. თან ესე მინიმუმ მისი ოჯახის წევრები გაიგებენ თეისთის შესახებ და თუ სტუმრები ეყოლება ხომ ისინიც. თეისთის კლუბის წევრობა უნდა იყოს რაღაც მაგარი, სადაც სტუმრებიც და მისი მეგობრებიც გაწევრიანდებიან და ექნებათ სხვადასხვა ბენეფიტები თეისთის სხვადასხვა სასტუმროებში (მომავალში). შეიძლება სხვა სასტუმროებშიც, დატვირთვის პრობლემა ბევრს აქვს და თუ თეისთის კლუბის წევრი მივა მასაც ფასდაკლება და თეისთსაც რაღაც ბენეფიტი.
  37. 1 like
    ამ ფორუმზე წინა თვის შემდეგ აღარ დამიწერია. მიზეზი არის ის, რომ რეალურად არ ჩანს რამდენად ღირებულია აქ მოწოდებული იდეა კონკრეტული ორგანიზაციისთვის(განხორციელდა თუარა პრაქტიკაში ან რა ფორმით და რა შედეგი გამოიღო).ასევე ღირებული იდეის ავტორს არ აქვს თითქმის არანაირი სარგებელი(მხოლოდ ფინანსური არ იგულისხმება). ვფიქრობ კარგი იქნებოდა ეს ფორუმი დაკავშირებული იყოს ლინკდინთან და აქ განხორციელებული აქტივობები ჩანდეს ავტორის ლინკდინის პირად გვერდზეც. ასევე რაიმე ფორმით ხდებოდეს იდეის შეფასებაც. ეს ყველაფერი ერთის მხრივ ვფიქრობ გაზრდის ამ ფორუმის პოპულარობას და მეორეს მხრივ იქნება კარგი მოტივატორი წევრებისთვისაც, მეტი ღირებული იდეის შემოთავაზებისთვის. პ.ს კომენტებისთვის ლაიქების ფუნქციასაც თუ დაამატებთ ვფიქრობ არიქნება ურიგო
  38. 1 like
    ჩაიმანიას პროდუქტის გაყიდვების ზრდის საიდუმლოს მე პირადად, ძირითადად დეგუსტაციებში ვხედავ, რადგან სხვაგვარად გარკვეულ რისკს უკავშირდება გადაწყვეტლების მიღება შეძენაზე, მითუმეტეს დიდი ოდენობით, როცა კომპანიისთვის აკეთებენ შესყიდვას. ამიტომ: - კომპანიებში ასეთი ტიპის შესყიდვებზე გადაწყვეტილების მიმღები პირი/პირები სტანდარტულად ვინც არიან (ოფის მენეჯერი, ადმინისტრაციის უფროსი, შესყიდვების მენეჯერი) შეიძლება მათ დაეგზავნოთ მცირე სადეგუსტაციო შეფუთვებით 3-5 სახეობის ჩაი წერილით, საადაც თანამშრომლობას ვთავაზობთ და მივაყოლოთ ზარიც, რომ ხომ ნამდვილად მივიდა ადრესატამდე. განსაკუთრებით ისეთ ორგანიზაციებში, სადაც ხშირია სტუმრების მიღება, კონფერენციებისა და დიდი შემადგენლობით თათბირების გამართვა (საელჩოები, საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობოები, მსხვილი და საშუალო კერძო კომპანიები). - მოვაწყოთ ჩაის მასტერკლასი სადმე დიდ და სასიამოვნო სივრცეში, სადაც მოვიწვევთ პირველ პუნქტში ნახსენებ გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებს და ვასწავლით ჩაის რამდენიმე სახეობის თვისებებს, მომზადების წესებს და დეგუსტაციაც მოეწყობა. (ამავე იდეის გამოყენება შეიძლება HORECA-სთვისაც) რეაქტიულადაც უნდა გავრცელდეს ისეთი ინფორმაცია, რაც თავად მოიყვანს კომპანიებს: - ბიზნეს ცენტრებში განთავსდეს ჩაიმანიას ბროშურებიანი სტენდი, სადაც ჩაიზე იქნება ინფორმაცია და ერთ ბროშურას 1 ცალი ერთჯერადი ჩაი მოყვება, რომ ბევრმა აიღოს და გასინჯოს. - BPN-ზე და მსგავს ბიზნეს პორტალებზე რეგულარულად გამოჩნდეს ინფორმაცია კომპანიაზე, სადაც ასევე ნახსენები იქნება კორპორატიული გაყიდვებიც რომ დაინტერესება გამოიწვიოს ამ ტიპის მყიდველის. - ასოციაციებთან ურთიერთობების განვითარება - მათი წევრების შეხვედრებზე ჩაიმანია იყოს წარმოდგენილი და იქ მოსულ კომპანიებს შეთავაზებები გაატანოს ფლაერების ან ბუკლეტების სახით.
  39. 1 like
    ჩემი აზრით რაიმე წრის, ან კლუბის იმიჯი რომ შევუქმნათ, როგორც ადგილი სოციალური თავშეყრისთვის კარგი იქნებოდა, და დადებითადაც აღიქმებოდა. რეალურადაც ხომ ასე იქნება, იმისთვის რომ არ მოიწყინონ, უყურადღებოდ არ იგრძნონ თავი და თვითრეალიზება შეძლონ, ამას არ ემსახურება მოხუცთა სახლი?
  40. 1 like
    კარგი იქნება თუ გაიყიდება სამედიცინო ლიტერატურა. ვგულისხმობ ისეთ წიგნებს თუ ჟურნალებს სადაც მედინიცა, დაავადებები, წამლები აღწერილია მარტივად ყველასთვის გასაგებ ენაზე. ჩემი აზრით ეს გაზრდის მომხმარებლის ნდობას აფთიაქის მიმართ. ნდობა და ლოიალურობა განსაკუთრებით გაიზრდება თუ ყველა მყიდველს უფასოდ გადასცემენ საინფორმაციო ბროშურას შესაბამის სეზონურ დაავადებებთან დაკავშირებით, რას უნდა ერიდონ და რითი უნდა უმკურნალონ მას. ეს დახმარებაც იქნება მომხამრებელზე და ერთგვარი ასორტიმენტის შეთავაზებაც. მე გამიხარდებოდა თუ მეცოდინება რომ უბნის აფთიაქშიც შემიძლია მივიღო ზოგადი კონსულტაცია ჩემთვის საინტერესო საკითხზე ან მინიმუმ შეძლებენ მიმითითონ ლიტერატურა სადანაც მივიღებ საჭირო პასუხებს.
  41. 1 like
    თამის იდეის გაგრძელებაა, რომ ამ სახელოსნოში თავად შეეძლოთ ისეთი უნიკალური სუვენირის დამზადება რაც სურთ რომ აჩუქონ, ამისთვის ყველანაირი პირობა არსებობდეს - მასალა, დანადგარი, სპეციალისტი, ვინც დაგეხმარება მომზადებაში.
  42. 1 like
    მე ვფიქრობ, რომ ხელოვანი ადამიანებისთვის შეიძლება სახელოსნოს მაგვარი რამე გაკეთდეს. (დაიყოს მინი სივრცეებად); უბრალოდ არ ვარ დარწმუნებული რომ საინტერესო იქნება მათთვის. შესაძლოა, ვორქშოპები და მასტერკლასები ტარდებოდეს მათთვის, ან ისინი ატარებდნენ მოყვარული ტიპებისთვის.
  43. 1 like
    თუ სწორად მახსოვს, მაკინზის აქვს ზუსტად ასეთი ბრენდი საუკეთესო უნივერსიტეტების კურსდამტავრებულების თვალში. და ვფიქრობ რომ ეს აქვს არა "მთლად კარგად რომ ვერ არის გასაგები" ტერმინით "პროფესიული ზრდა", არამედ საკმაოდ კონკრეტული გაგებით - როგორც C დონის მენეჯერების სამჭედლო. მაკინზიში მიხვალ, ძალიან მძიმედ იმუშავებ რამდენიმე წელი და მერე თუ მაკინზიში მოგწყინდება ან დაიღლები, ყოველთვის ძააალიან მაგარ პოზიციას იპოვნი აუცილებლად. იგივეს ვიტყოდი სინერჯიზე - არ შეიძლება რომ "უმაღლესი რგოლის მენეჯერების სამჭედლო" იყოს სინერჯის ბრენდი? ბოლო პერიოდის სამუშაოს სპეციფიკას კი არ ვიცნობ, ამიტომ Disclamer: ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მართლაც არის სინერჯი ეს სამჭედლო თუმცა ვვარაუდობ რომ არის, განსაკუთრებით სინერჯი კაპიტალის პარტნიორების შექმნის შემდეგ...
  44. 1 like
    მოხუცებს უყვართ წნევის გაზომვა, პულსის დათვლა, გლუკოზის გაზომვა.. შეიძლება ერთმა ფარმაცევტმა შეითავსოს ეს საქმე. ლიბერთის ბანკომატი დააყენონ აფთიაქებმა თავის ტერიტორიაზე, პენსიასაც იქვე გამოიტანენ. ნაღდი ანგარიშსწორება უფრო საიმედოა მოხუცებისთვის.
  45. 1 like
    ასეთი გიჟური იდეა მომივიდა თავში აკაკის პოსტიდან გამომდინარე: თუა შესაძლებელი, რომ დავიწყოთ რეალითი შოუს მსგავსი - შევარჩიოთ 10 სხვადასხვა ადამიანი, სხვადასხვა ასაკის, ცხოვრების წესით, გავუკეთოთ გამოკვლევები ვიტამინების კუთხით და მერე დავუნიშნოთ 1 თვე ვიტამინები, თან ყოველდღიურად რომ დავდოთ ინფორმაცია - იმ დღეს რას ჭამდნენ და ა.შ.. და თვის ბოლოს განმეორებითი კვლევა :)) ეფექტსაც დავინახავდით, ცნობადობასაც გავზრდიდით. რა თქმა უნდა, სცენარი კარგად იქნებოდა მოსაფიქრებელი, რომ საინტერესო და სახალისო იყოს.
  46. 1 like
    ვფიქრობ ამოცანები საკმაოდ დიდ დაფიქრებას მოითხოვს, ამიტომ შეიძლება ფორუმის წევრებს არ ჰქონდეთ ამდენი დრო საიტზე გასატარებლად, რის გამოც სათანადოდ ვერ აქტიურობდნენ. ასევე, კარგი იქნებოდა მეტი რეალურობისთვის აქ გაჟღერებული იდეების განხორციელების ამსახველი ფოტოების, შდეგების გავრცელება, რომ ფორუმში ჩართულობის ეფექტი ყველასთვის ხელშესახები გახდეს. კიდევ არ მომწონს ინტერფეისი
  47. 1 like
    მოგება ერთ თანამშრომელზე მგონი ძალიან კარგი პარამეტრია სინერჯის საქმიანობის შეფასებისთვის. თუ ეს პარამეტრი იზრდება ცვლილებების განხორციელების შემდეგ და თან არსებითად, შეიძლება ჩაითვალოს ჩემი აზრით, რომ რეორგანუზაცია შედარებით წარმატებული იყო თუ ეს მაჩვენებელი არ უმჯობესდება ან უარესდება მგონი უნდა შეფასდეს როგორც წარუმატებელი. კლიემტებთანაც ამ პარამეტრზ აღება ვალდეულების შეიძლება იყოს სწორი და ცვლილებების მაგაზე ფოკუსიებაც ძალიან ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს ჩემი აზრით. EBITDA თანამშრომელზე ყველაზე იდეალური მაჩვენებელი შეიძლება იყოს მე მგონი
  48. 1 like
    სინერჯი კაპიტალის შემოთავაზება სკმაოდ საინტერესოა თუმცა მისი არსის გადმოცემა სირთულეებთანაა დაკავშირებული, მიუხედავად იმისა რომ ფინანსებთან შეხება მაქვს და ეს ჩემთვის უცხო დარგი არ არის მეც გამიჭირდა პირველ პრეზენტაციაზე ზუსტად გამეაზრებინა თუ რას გულისხმობს კონკრეტულად ეს შეთავაზება როგორ იმუშავებს და ა.შ. ვფიქრობ ბევრ გადაწყვეტილების მიმღებ პირსაც გაუჭირდება ფინანსისტის გარეშე გაიგოს რას სთავაზობთ მითუმეტეს რომ ეს ახალი ხილია, ვფიქრობ კარგი იქნება თუ მარტივ და გასაგებ ენაზე ჩამოყალიბდება მაგალითების მოყვანით, თუ რა სქემასთან გვაქვს საქმე.
  49. 1 like
    ახალი არ არის, თუმცა დაბალფასიანი, მაგრამ კარგი ღვინის დახვედრება/ასევე დაჭრილი ჩურჩხელა ძალიან კარგად მუშაობს. მე ვიყენებ ამ მეთოდს.
  50. 1 like
    ჩემი გამოცდილებით, რაც როგორც ვიცი ასევე აღნიშნულია კოლიერსის კვლევაში, პლეხანოვი არ არის მოთხოვნადი ზამთრის პერიოდში, თუმცა, დატვირთვის მაჩვენებლის გაზრდა ალბათ შესაძლებელია მოქნილი საფასო პოლიტიკით (ფასდაკლება, აქციები, საბაზრო ფასთან შესაბამისობა). ასევე მნიშვნლოვანია ცუდ კომენტარებს გასცეთ პასუხი, სადაც დაარწმუნებთ ახალ სტუმარს, რომ პრობლემა ნამდვილად აღმოფხვრილია.