Leaderboard


Popular Content

Showing most liked content on 02/04/2019 in all areas

  1. 1 like
  2. 1 like
    ჩაიმანიას პროდუქტის გაყიდვების ზრდის საიდუმლოს მე პირადად, ძირითადად დეგუსტაციებში ვხედავ, რადგან სხვაგვარად გარკვეულ რისკს უკავშირდება გადაწყვეტლების მიღება შეძენაზე, მითუმეტეს დიდი ოდენობით, როცა კომპანიისთვის აკეთებენ შესყიდვას. ამიტომ: - კომპანიებში ასეთი ტიპის შესყიდვებზე გადაწყვეტილების მიმღები პირი/პირები სტანდარტულად ვინც არიან (ოფის მენეჯერი, ადმინისტრაციის უფროსი, შესყიდვების მენეჯერი) შეიძლება მათ დაეგზავნოთ მცირე სადეგუსტაციო შეფუთვებით 3-5 სახეობის ჩაი წერილით, საადაც თანამშრომლობას ვთავაზობთ და მივაყოლოთ ზარიც, რომ ხომ ნამდვილად მივიდა ადრესატამდე. განსაკუთრებით ისეთ ორგანიზაციებში, სადაც ხშირია სტუმრების მიღება, კონფერენციებისა და დიდი შემადგენლობით თათბირების გამართვა (საელჩოები, საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობოები, მსხვილი და საშუალო კერძო კომპანიები). - მოვაწყოთ ჩაის მასტერკლასი სადმე დიდ და სასიამოვნო სივრცეში, სადაც მოვიწვევთ პირველ პუნქტში ნახსენებ გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებს და ვასწავლით ჩაის რამდენიმე სახეობის თვისებებს, მომზადების წესებს და დეგუსტაციაც მოეწყობა. (ამავე იდეის გამოყენება შეიძლება HORECA-სთვისაც) რეაქტიულადაც უნდა გავრცელდეს ისეთი ინფორმაცია, რაც თავად მოიყვანს კომპანიებს: - ბიზნეს ცენტრებში განთავსდეს ჩაიმანიას ბროშურებიანი სტენდი, სადაც ჩაიზე იქნება ინფორმაცია და ერთ ბროშურას 1 ცალი ერთჯერადი ჩაი მოყვება, რომ ბევრმა აიღოს და გასინჯოს. - BPN-ზე და მსგავს ბიზნეს პორტალებზე რეგულარულად გამოჩნდეს ინფორმაცია კომპანიაზე, სადაც ასევე ნახსენები იქნება კორპორატიული გაყიდვებიც რომ დაინტერესება გამოიწვიოს ამ ტიპის მყიდველის. - ასოციაციებთან ურთიერთობების განვითარება - მათი წევრების შეხვედრებზე ჩაიმანია იყოს წარმოდგენილი და იქ მოსულ კომპანიებს შეთავაზებები გაატანოს ფლაერების ან ბუკლეტების სახით.
  3. 1 like
    ახალი არ არის, თუმცა დაბალფასიანი, მაგრამ კარგი ღვინის დახვედრება/ასევე დაჭრილი ჩურჩხელა ძალიან კარგად მუშაობს. მე ვიყენებ ამ მეთოდს.